ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებათა შესახებ უძველესი გადმოცემები II საუკუნიდან ჩნდება. ამის შემდგომ, სხვადასხვა რედაქციებში ეს გადმოცემები დამატებითი ცნობებით ივსებიან, ფართოვდება მოციქულთა მოღვაწეობის გეოგრაფიული არე.
ადრეულ ბერძნულ-ლათინურ ტექსტებში დაცული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ანდრიასა და მის თანაშემწე მოციქულთა მიერ ქრისტიანობაზე მოსაქცევ ქვეყნებად დასახელებულია შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო და სკვითები. ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა “ქუეყნითი ქუეყნად, და ქალაქითი ქალაქად, და სოფლითი სოფლად”; შავი ზღვის სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიმავალი გზები, ბუნებრივად საქართველოზე გადიოდნენ; ამიტომაც მომდევნო რედაქციებში, ამ გზათა შემცველი მხარეები დაკონკრეტდა საქართველოს დასავლეთსა და სამხრეთში.
ზემოთქმულს ხელს უწყობდა ისიც, რომ ძველ უცხოურ წყაროებს ზოგჯერ ერევათ ერთმანეთში ქართველთა და სკვითების ტერიტორია, ან ქართველები სკვითების მეზობლად გამოჰყავთ. შესაძლოა ამას ერთგვარად მხარს უბამდა სკვითინების ტომის მოხსენიება ქსენოფონტთან, მდ. ჭოროხის დასავლეთით, რომლის სახელწოდება მეგრულ-ჭანური “შკვითით”(შვიდი) იხსნება.
სკვითების მიყოლებით ჩნდება აბაზგია და დიდი სებასტოპოლისი, აფსართა ციხესიმაგრე, ისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი, სადაც ცხოვრობდნენ, იბერები, სუსები, ფუსტები და ალანები. ეს ცნობები ეპიფანე კვიპრელისაგან (310-403 წწ.) აუღია და გამოუყენებია “წმინდა ანდრიას ცხოვრებაში” ეპიფანე მონაზონს (+780). მანვე შექმნა კონცეფცია ანდრია მოციქულის სამი მოგზაურის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ყველა მომდევნო გამოცემას.
ეპიფანე მონაზვნის ნაწარმოები შემდგომში გადაამუშავა ნიკიტა დავით პაფლაგონელმა (IX-X სს.), ხოლო ექვთიმე მთაწმინდელმა (XI ს.) შექმნა “მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა ყოვლად ქებულისა და დიდებულისა მოციქულისა ანდრიასი”. ეს უნდა იყოს ერთერთი ბერძნული რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც როგორც ირკვევა, ექვთიმე მთაწმინდელს უთარგმნია 1011 წ. შეიძლება ვიფიქროთ, იმავე ბერძნული ტექსტის პარალელური რუსული თარგმანია გადმოცემული უკანასკნელ მოსკოვურ გამოცემაში (А. Ю. Виноградов, 2004).
ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, პირველი მოგზაურობის დროს პეტრე, ანდრია, მატათა და გაიოზ ჩადიან ანტიოქიაში; ამის შემდგომ ანდრია ” მიიწია ტრაპეზუნდად, რომელი-იგი არს სოფელსა მეგრელთასა, სადა იგი დაყო ჟამი მცირედი... განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, ვინაÁცა – იგი დაყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყÂითა მოძღვრებითა მისისაÁთა”. აშემდეგ პართიის გავლით, მოციქული იერუსალიმში მისულა.
პარალელური ბერძნული ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ავტორი “ლაზიკეს” “მეგრელთა სოფლად” თარგმნის, ხოლო “იბერიას” ki უწოდებს “ქუეყანასა ქართლისასა”. გარდა იმისა, რომ ეს XI საუკუნის განათლებული ქართველის შეხედულებას ასახავს თავის სამშობლოზე, ფაქტობრივად ასე იყო I საუკუნეში: იბერია ამ დროს შავ ზღვაზე გადიოდა.
მეორე მოგზაურობისას ანდრია და იოვანე, მიდიან ქალაქ ეფესოს; ანდრიას აქ ეჩვენა იესო ქრისტე, რომელმაც უბრძანა წასვლა ბითვინიაში და გუთეთის ქვეყანაში. მიუხედავად ბერძნული ტექსტისადმი თითქმის სიტყვასიტყვით მიდევნებისა, ექვთიმე სკვითიას თარგმნის “ქუეყანად გუთეთისა”. აქ უნდა ასახულიყო ცოდნა იმისა, რომ სკვითებს შემდგომში გუთები შეენაცვლნენ.
ნიკეის შემდგომ ანდრია მოციქულს მოუნახულებია ქალკედონი, სინოპი, სადაც მას თითი მოაჭამეს და ქალაქი ზალიქოÁ. ამის შემდეგ ანდრია მოციქული “მიიწია ტრაპეზუნდად, ქალაქსა მას სამეგრელოÁსასა, მიერ წარვიდა და მივიდა ნეოკესარიას”, მერე სამოსატსა და იერუსალიმს. ამჯერადაც “ლაზიკა” თარგმნილია როგორც “სამეგრელო”. მესამე სამოციქულო მოგზაურობაში ანდრია პირველწოდებულს ახლდნენ სიმონ კანანელი, მატათა და თადეოზი. ამ მოგზაურობის მნიშვნელობის გამო, შეიძლება ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
მოციქულები ჩადიან ქალაქ ედესაში, სადაც თადეოზი რჩება იქაურ მთავარ ავგაროზთან; ანდრია, სიმონ და მატათა “მოიწინეს ქუეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმედ ჭოროხისა”. ბერძნულ ტექსტში გვაქვს “იბერია” და “ფაზისი”, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბერძნული წყაროები რიონის გარდა ფაზისს უწოდებდნენ ჭოროხსაც. ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, “მერმე შთავიდეს სოსანელთა სოფელსა (ასე ეწოდებოდა ქვეყანას) ხოლო დიდი ანდრია, სÂიმონითურთ შევიდეს ქუეყანასა ოვსეთისასა და მიიწიეს ქალაქად, რომელსა ეწოდების ფოსტაფორ”. ეპიფანე კონსტანტინოპოლელი მონაზვნის მონათხრობი ამ ადგილას ოდნავ ვრცელია, თან არსებითი; ანდრია, სიმონი და მათე ჩადიან იბერიასა და ფაზისში (აქ სახელს “მდინარე” არ ახლავს), “ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სუსანიაში. ამ ტომის მამაკაცებს მბრძანებლობდნენ ქალები. ადვილად დამყოლია ქალის ბუნება და ისინიც მალე დამორჩილდნენ (მოციქულთა მოძღვრებას). მათე მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყნებში... ხოლო სიმონი და ანდრია ავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში”. ამასვე იმეორებს ბერძნულ-რუსული ბოლო გამოცემა. საბინინისეული რედაქციის მიხედვით კი, სოსანგელთა მთავარი ვინმე დედაკაცია, რომელმაც ირწმუნა მოციქულთა ქადაგება. მატათა დარჩა იქ, ანდრია და სიმონყ კი, ოსთა ქვეყანაში, ქალაქ ფოსტაფორს მოვიდნენ.
სუსანია-სოსანგელთა და სუსებს სვანეთში ვარაუდობდა ს. ყაუხჩიშვილი. პ. ინგოროყვა კი, მას სანია-სანიგების მხარედ მიიჩნევდა, ჭოროხისა და აფსარის რაიონში. მატათას ამ მხარეში დარჩენის შესახებ ზემომოტანილ ცნობებს, ავტორი ამატებდა სოფრონის (IV ს.) ვერსიას: “მატათამ... იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში, სადაც არის აფსარის ციხესიმაგრე და ჰÂსის ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე”. აფსარი გონიოდაა მიჩნეული.
ქართულ რედაქციებში ბერძნული ტექსტის ალანია და ქალაქი ფუსტა თარგმნილია ოსეთად და ქალაქ ფოსტაფორად. შესაძლოა აქ ბერძნული “ფუსტან პოლინ”-ის დამახინჯებასთან გვქონდეს საქმე, რას ზოგ ქართულ რედაქციაში “ბოსფორ”-ადაც კი აისახა.
ამ პუნქტს ს. ყაუხჩიშვილი მისიმიელთა მხარეში, თუ მის მეზობლად ვარაუდობდა20. სარწმუნო უნდა იყოს მოსაზრება დ. მუსხელიშვილისა, რომ ამტყელის ხეობაში დადასტურებული სახელი აფუსტა, ძველი ფუსტაა.
ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, ფოსტაფორიდან მოციქულები “შევიდნენ ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტიად ქალაქად მივიდეს... მუნ დაუტევა ნეტარმა ანდრია სÂმონ კანანელი... და თავად ჯიქეთისა ქუეყანასა წარვიდა”.
პარალელურ ბერძნულ ტექსტშია “აბასგია” და “დიდი სებასტოპოლი”, ასევეა ეს ეპიფანე კონსტანტინოპოლელთან, სადაც დამატებით ჩანს, რომ ანდრიამ დამოძღვრა “გორსინები დიდი სებასტოპოლისში”. ექვთიმეს ტექსტიდან ვიტყობთ, რომ ანდრია შემდგომ მისულა “ბოსფორ ქალაქად”, რომელიც ექვსინის ზღვის კიდესაა, მეოტიის ტბასთან. იქვე ყოფილა “ლუსკუმაÁ, რომელსაზედა სწერია სახელი სÂმონ მოშურნისაÁ. ხოლო სÂმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფსე ქალაქსა შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა”. ბერძნულ ტექსტში სიმონ კანანელის საფლავი მოხსენიებულია “ზიკხების ნიკოფსე”-ში.
ასეთია “ანდრიას მიმოსვლის” ექთიმესეული თარგმანის საქართველოსთან დაკავშირებული მომენტები. ამას გარდა, არის კიდევ ერთი რედაქცია ამ ნაწარმოებისა, რომელიც მეცნიერ კაცთა კომისიას (XVIII ს.) ჩანართის სახით შეუტანია “ქართლის ცხოვრებაში”. ის უფრო ვრცელი და დეტალურია, ვიდრე ექვთიმესეული ტექსტი და საყურადღებო განსხვავებებსაც შეიცავს.
ქართლის ცხოვრებისეული ტექსტის მიხედვით, ღმრთისმშობელმა თავის წილხვდომილ საქართველოში, ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა, ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით. ძველი “ქართლის ცხოვრების” ტექსტი, ადერკის მეფობის ჟამს, იხსენიებს წმინდა მოციქულებს.
იქ იკითხება: “მოვიდეს... ანდრია და სÂმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სÂმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა”. ამას მოსდევს ჩანართი, საიდანაც ჩანს, რომ ანდრია მოსულა ტრაპიზონში, მეგრელთა ქალაქში, იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, “რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების”. მისი ქადაგებით ხალხი მოქცეულა ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ, სადაც მან ღმრთისმშობლის ხატი დაასვენა, აღმოეცენა წყარო, რომელიც “ვიდრე დღესაცა დაუწყუედელად აღმოსდის”. აქვე მოციქულს დაუდგენია მღვდლები, აუგიათ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელობისა.
ადგილობრივ მოსახლეობას აღარ უნდოდა მოციქულის გაშვება, მაგრამ რაკი სხვა გამოსავალი არ იყო, მისთვის უთხოვიათ ღმრთისმშობლის ხატის დატოვება. ანდრიას ამ ხატზე ფიცრის დადებით, შეუქმნია მეორე ხატი, რომელიც ეკლესიაში დაუსვენებიათ; ისიც “ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს”. ამ ჩანართის მიხედვით, დიდ-აჭარიდან ანდრია “წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თÂთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს”. აქედან მოციქულს ჩაუვლია ოძრახის ხევი, მოსულა სამცხის საზღვრებში და შეჩერებულა სოფელ ზადენ-გორასთან. აქ მას უნახავს, თუ როგორ სწირავდნენ მსხვერპლს იქაურები ყრუ კერპებს. ღმრთისმშობლის ხატთან ლოცვის მეშვეობით, ეს კერპები დაემხვნენ და შეიმუსრნენ.
ამის შემდგომ ანდრია “წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი”. აქ იგი გაჩერებულა საკერპო ტაძრის სიახლოვეს, “რომელსა აწ ძველეკლესია ეწოდების”. მაშინ თურმე იქ კერპებს ემსახურებოდნენ. ჩანართის ტექსტის მიხედვით, იმ ადგილებში მაშინ მთავრობდა ქვირივი ქალი, ვინმე სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ძე მოჰკვდომოდა. ღამე ადგილობრივ მოსახლეებს დაუნახავთ დიდი ნათელი, ციხეში დასვენებული ღმრთისმშობლის ხატიდან რომ აშუქებდა. გაკვირვებულებს მოუკითხავთ იქ მყოფთა ვინაობა და ქვრივი მთავრისათვის მოუხვენებიათ: უცნობნი არიან, უცხო ღმერთს ქადაგებენ სიცოცხლის მომნიჭებლად, მკვდართა აღმდგენელად და პატივს სცემენ მშვენიერ ხატსო. ქვრივი ქალის თხოვნით ანდრია მოციქულმა მისი ძე მკვდრეთით აღადგინა, რის შემდეგაც დედა-შვილმა, მათი სახლეულით ნათელიღეს. ქვრივმა დედაკაცმა იხმო სამცხის მთავრები და საქრისის ველი გაივსო ხალხით. ქალაქის საკერპო ბომონში, არტემისა და აპოლონის კერპებს ეთაყვანებოდნენ. ყოვლადწმინდის ხატის მეშვეობით მოციქულმა ეს კერპები შემუსრა და მთელმა იქაურმა მოსახლეობამ ირწმუნა ქრისტე ღმერთი.
ამის შემდგომ ანდრიამ დაუდგინა მათ ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკონნი, ხოლო ხალხის თხოვნაზე დაეტოვებინა მათთვის ხატი მან უპასუხა: “ვითარ-იგი ყოვლად წმინდასა ღვთისმშობელსა წილ-ხუდა ქვეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილ არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილხვდომილთათვის და ჯერეთცა ეგრედ არს, რათა დაესვენოს აქა მკÂდრად უკუნისამდე ჟამთა”. ასე მიუღიათ ეს ხატი აწყვერლებს “და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთისმშობლისა, მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკოესიად სახელ-სდებენ”. აწყვერიდან ანდრია მოციქული სხვა ადგილებში წასულა საქადაგებლად.
აქ თავდება ძირითადი ჩანართი, რის შემდეგაც ძველი “ქართლის ცხოვრება” აგრძელებს ჩანართის წინ დაწყებულ ამბავს ანდრიას მიერ მეგრელთა მოქცევასა და კლარჯეთს წასვლაზე. მეფე ადერკის მეგრელები უკანვე მოუქცევია, ხოლო კლარჯეთის ერისთავს – გასწყრომია მოციქულის მშვიდობით გაშვებისათვის.
შემდეგ “ქართლის ცხოვრების” ტექსტში მეორე ჩანართია, საიდანაც ჩანს, რომ იერუსალიმში მარტÂლის დღესასწაულის აღსრულების მერე, ანდრია და სხვა მოციქულები მოსულან “ქუეყანასა ქართლისასა”. შემდეგ გაუვლიათ “ტაოს კერძი ქუეყანა, ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე”. ასე ქადაგებით მოსულან “სვანეთისა ქვეყანასა”. მაშინ იქაც ვინმე დედაკაცი მთავრობდა, რომელსაც შეუსმენია მოციქულთა ქადაგება. მატათა იქ დარჩენილა, ხოლო ანდრია და სიმონი შევიდნენ “ქვეყანასა ოვსეთისასა”, მივიდნენ ქალაქ ფოსტაფორში.
მათი მოქცევის შემდგომ, მოციქულები წასულან “ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა ეწოდება ცხუმი”. აქ ანდრიას დაუტოვებია სიმონ კანანელი, თავად კი ჯიქეთის ქვეყანაში წასულა... “ხოლ სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმინდა სÂმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმინდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკÂთედ”. ესაა “ანდრიას მიმოსვლის” ვრცელი მოთხრობა დაცული “ქართლის ცხოვრებაში”, მაგრამ ესეც უნდა ითქვას: ანდრიას მიმოსვლის ტექსტები, სხვადასხვა ნუსხებში, ხშირად განსხვავდებიან ექვთიმესეული თარგმანისაგან.
“ქართლის ცხოვრების” ვრცელ ჩანართში, ყველაზე მეტად, კონკრეტული პუნქტებია თავჩენილი. აქ პირველადაა დასახელებული დიდ-აჭარა, რკინის ჯვარი, ოძრახის ხევი, ზადენ-გორა, აწყვერი, საქრისი და, რაც მთავარია, აწყვერის ძველი სახელი სოსანგეთი. ბერძნული ტექსტების სუსები და სუსანია სოსანგეთის ფორმით პირველად ექვთიმესეულ ქართულ თარგმანში ჩნდება, მაგრამ ის აწყვერთან არაა კავშირში.
სუსანიაში ქალების მბრძანებლობა მამაკაცებზე პირველად ეპიფანე მონაზვნის ტექსტში ჩანს, რაც სახეს იცვლის საბინინისეულ რედაქციაში: იქ სოსანგელების მთავარი ვინმე დედაკაცია; “ქართლის ცხოვრების” ჩანართში ეს მთავარი ქვრივი ქალია გვარად სამძივარი. რედაქციების უმრავლესობის მიხედვით, მატათა სუსანიაში რჩება როდესაც სუსანია სვანეთად გაიაზრეს, ქალი ამ ხალხის მთავარი და მატათაც სვანეთში აღმოჩნდნენ. მაგრამ მესამე და უძველესი ცნობა მატათას ქადაგებასა და დაკრძალვას აფსარ-გონიოში ვარაუდობს.
საინტერესოა, რომ სამცხის ძველსა და დიდ სოფელ უდეში ერთი ძველი ეკლესიის ნანგრევს და უბანს “შუშანქალას” უწოდებენ. შესაძლოა ეს ფაქტი კავშირში იყოს სუსანია-სოსანგეთთან და მხარს უჭერდეს აწყვერის ძველ სახელწოდებას.
“ქართლის ცხოვრების” ვრცელი ჩანართის მიხედვით, ტრაპიზონიდან ანდრია “შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგება სახარებისა”. მართლაც ლეონტი მროველის ცნობით ჯერ კიდევ ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს.) აჭარა და სამცხე ოძრხის საერისთავოდ ჩამოაყალიბა.
სოფ. დიდაჭარა ჭოროხის მარჯვენა შენაკადის – აჭარისწყლის ზემო წელზე მდებარეობს. ეს მოზრდილი სოფელი, ჩანს, ძველთაგანვე მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა; მის სახელწოდებაში ასახულა მთელი კუთხის სახელი. საინტერესოა, რომ იქაურები ზოგჯერ ცდილობენ სოფლის სახელწოდება “დედ(ა)აჭარა”-დ გაიაზრონ. ამავე პუნქტთანაა კავშირში ჰიდრონიმი აჭარისწყალი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაგები უნდა იყოს ანდრია მოციქულის არჩევანი. დიდაჭარის დღევანდელი მოსახლეობა გადმოცემით იმეორებს საყურადღებო ფაქტებს: ნაკაფისერზე მიუთითებენ ეკლესიის ნაშთებს (გათლილი ქვები იყოო), რომელსაც მთავარანგელო(ზი) ერქვაო. სოფლის დას-ით მყოფ ამ მაღალ ბორცვზე ახლა წმ. ანდრიას ნიშია; გადმოცემით ძველათვე იქ ქალები ადიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ. ნიშის მახლობელ ფერდზე, გადმოცემით ყოფილა წყარო, ახლა დამშრალი. მოსახლეობა სხვაგანაც მიუთითებს წმინდა წყაროზე, რომლის მიკარება არ შეიძლება. სოფელში სხვაგანაც ყოფილა ეკლესია. ადგილ “ხუცურში”, გზის პირას ახსოვთ ნაეკლესიარის ქვითკირის ნაშთი. აქვეა ძველი ქრისტიანული საფლავები. მახლობლადვე უპოვიათ ქვა ჯვრის გამოსახულებით. ნიშანდობლივია მათი ერთად არსებობის ფაქტი “ხუცურში”, რაც, ნათელია, ხუცესს უკავშირდება. ასახელებენ “ეკლიყანასაც” და თვლიან, რომ ეს იყო ეკლესიის ყანა. სოფლის შემოგარენის ტოპონიმიაში საინტერესოა: საციხური (ციხის ნაშთიაო), ქვაბისჯვარი (საციხურის მთაში), ელიაწმინდა, ნამონასტრევი (ნასოფლარი საციხურის თავზე), ჯვართნისა.
სოფლიდან კარგად ჩანს გოდერძის უღელტეხილით სამცხეს მიმავალი გზა. ყოვილა მეორე გზაც, რომელიც რკინისჯვრის მთაზე ადის, იქიდან კი სამცხისა და იმერეთისაკენ დაეშვება. ჩანართის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ-აჭარიდან წამოსულ ანდრიას უნდა გაევლო ირემაძეები. საციხური, აგარა, ღორჯომი, ცივწყაროს მთა, ქვაბისჯვარი, მამლის მთა. ამ გზაზე ეკლესიათა ნანგრევებია ძველ რუკებზეა აღნიშნული.
რკინისჯვრის აღმართვას ზეკარის უღელტეხილზე გადმოცემა ანდრია მოციქულს მიაწერს. მართლაც ანდრიას სასწაულებში ხშირად ჩანს რკინის კვერთხი, თავზე ჯვარგამოსახული. მოციქული მას არამარტო საყრდენად, არამედ უწმინდურთა გასანადგურებლადაც ხმარობდა. საქართველოში უღელტეხილებზე ქვაჯვართა დადგმა გავრცელებული მოვლენა იყო, რას ასახული ტოპონიმიაშიც (ჯვრის უღელტეხილი – ჯვართაყელი, ჯვარიანტონი იალნოს ქედზე, ჯვარილდი სვანეთში, ქვაჯვარას მთა და უღელტეხილი გუჯარეთში), მაგრამ რკინის ჯვრები ანდრია მოციქულზე არსებული გადმოცემებიდან შეიძლება მოდიოდეს. რკინის პალოს მთას ჭანეთისა და ტრაპიზონის საზღვრად ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი; თურქებზე გამარჯვების ნიშნად, რკინის ჯვარი დაუდგამს პასკევიჩსაც იმერეთ-სამცხის ქედზე, ალბათ ზეკარის რკინისჯვრის მიბაძვით; ტრადიციის მიხედვით, ანდრია მოციქულს ჯვარი აღუმართავს იქ, სადაც ახლა გერგეტის სამების ტაძარი დგას. შესაძლოა ამის საფუძველი იყოს გადმოცემა ანდრიას გადასვლის შესახებ საქართველოდან ალანიაოსეთში (დარიალან-ოსთა კარი).
“გზა რკინის-ჯუარისა” ძვენთაგანვე იყო ცნობილი და ქართულ წყაროებშიაც იხსენიება. XI ს-ში, მესხი აზნაურების მოწვევით ბაგრატ IV “წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის-ჯუარისა და შეკრბეს არყის ციხეს”; თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულ გიორგი რუსს მიმხრობილმა დადიანმა და მისმა ლაშქარმა “გარდამოიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრÃე”; ეს ციხისჯვარი რკინისჯვრის მახლობლად მყოფი ციხეა. აქაც უღელტეხილზე გამავალ გზასთან, ჩანს, ჯვარი მდგარა; XIII ს-ში, მონგოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს, ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით მოსულა “ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი”.
“ქართლის ცხოვრების” ვრცელი ჩანართის მიხედვით, რკინისჯვრიდან ანდრია მოციქულს ოძრახის ხევი ჩაუვლია და სოფ. ზადენ-გორასთან მისულა. აქ მას კერპები დაუმხია. სოფლის სახელიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს ადგილი წარმართული ღვთაების თაყვანისცემის პუნქტია.
ზადენის კერპი ხომ მცხეთაშიც იდგა (ზედაზენი-ზედა ზადენი). მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტრადიცია აქ მატერიალურ დადასტურებას პოულობს: არქეოლოგიური ძიებით აღმოჩენილია საკულტო დანიშნულების, ბრინჯაოსნიღბიანი ხარის პატარა ქანდაკება. ის ანტიკური ხანის ქართულ, წარმართულ სარიტუალო ცერემონიაში იხმარებოდა.
ეს პუნქტი მნიშვნელოვანი დარჩენილა შემდგომ ხანებშიაც – ჩანს, ნასოფლარი და სამარხები, გვირაბი, დარანი, წყარო. აქ იდგა ქვაჯვარიც, რომელიც ახლა აღარ ჩანს. შუა საუკუნეებში სოფელი გაზრდილა და XVI საუკუნის ბოლოს ზადენ და გორა სოფლებად გაყოფილა. ზადენ-გორიდან ანდრია აწყვერს მოსულა, სადაც სამცხის ერი ქრისტიანობაზე მოუქცევია (იხ. ზევით). აწყვერი-სამცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, შემდგომაც ხშირად ჩანს ქართულ წყაროებში, როგორც აწყვერის ღმრთისმშობლის ხატის სამყოფელი.
საქართველოში ერაკლე კეისრის (VII ს.) შემოსვლასთან დაკავშირებით, ჯუანშერის ტექსტის 4 ნუსხაში გვხვდება ჩანართი: “მოვიდა პირველად ქართლს, სამცხეს, და ესმა სასწაულმოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთისმშობელსა გამოესახა და მიეცა პირველწოდებულისა ანდრიასათÂს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყვანისცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ”. “ქართლის ცხოვრების” ჩანართები, დაკავშირებული ანდრია პირველწოდებულის სამცხესა და აწყვერში მოღვაწეობასთან, ასევე ზემოხსენებული ჩანართი, გვაფიქრებინებს – შესაძლოა მათ ერთი ავტორი ჰყავდეთ. ესაა სამცხე-აჭარის ისტორიული გეოგრაფიის დეტალებში კარგად გარკვეული პიროვნება, ეგების მაწყვერელი ეპისკოპოსიც კი (ანდრია “წარმოემართა”, “მოიწია აწყვერს”). წერილობით ტრადიციას ერთგვარად გაუმყარა საფუძველი აწყვერის არქეოლოგიურმა კვლევამ. დადასტურდა ძველი ქალაქური დასახლება მის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეთა განათხარ მასალაში, საყურადღებოა ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, III საუკუნის სამარხში აღმოჩენილი საბეჭდავი ბეჭდები, მითრასა და ანაჰიტის კულტების სიმბოლოებით. ესენი მიჩნეულია მაღალი წრის წარმომავდგენელთა ინსიგნიებად. ეს მასალა აშკარად მეტყველებს უცხო ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზებზე და ეგების აწყვერის ძველ ხელისუფალზედაც.
აწყვერში აღმოჩენილი ბერძნული მხატვრული კერამიკა, მხარს უბამს ჩანართში ნახსენებ აპოლონისა და არტემიდეს კერპების არსებობას ძველ აწყვერში. ასევე მნიშვნელოვანია იქაურ ციხეში ძველი ფენების დადასტურებაც, რაც ეხმიანება ჩანართში ხატის პირველად იქ დასვენებას.
წმიდა მოციქულის სამცხეში მოღვაწეობის კიდევ ერთი ანარეკლია სოფელი ანდრიაწმინდა და მისი ეკლესია მდინარე ურავლისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ეს ეკლესია X საუკუნის დარბაზული შენობაა და წმიდა ანდრიას სახელს ატარებს. აქ დღეობას იხდიან დიდი მარხვის მეხუთე ხუთშაბათს (თებერვალი-მარტი-აპრილი), მისი შემოსვლის დღეს.
სოფელში გადმოცემაა, რომლის მიხედვითაც ზადენგორადან ანდრიამ ფოცხოვი გამოტოპა და ამ სოფელში მოვიდა. აქ სასწაულები მოახდინა: დაბადებით უსინათლო ქალს თვალი აუხილა; პიტალო კლდეს კვერთხი დაჰკრა და წყარო გამოედინა, რომელსაც დღესაც ანდრიას წყაროს უწოდებენ. აქედან ანდრია კვალთახევისა და ორფოლას გავლით, აწყვერს მოსულა. ანდრიაწმინდაში მეორე ეკლესია წმ. გიორგის სახელობისაა; მახლობლადაა თევდორეს ეკლესიაც.
XVI საუკუნეში თურქების ბატონობის დროს, სოფ. ანდრიაწმიდა 40-კომლიანი დასახლება იყო, ქართული მოსახლეობით, რომელთა შორის ორი მღვდელი ჩანს. ეს სოფელი 1705-6 წლებში ვინმე ჰასან აბუბექრის ძეს ეკუთვნოდა და მისი გამოსაღები 31000 ახჩას შეადგენდა.
სამცხიდან ანდრია მოციქული დას. საქართველოს მთიანეთში ისევ ზეკარის გზით უნდა წასულიყო. I საუკუნის რომაელი გეოგრაფოსის – კასტორიუსის რუკაზე აღნიშნული არტაშატ-სებასტოპოლისის გზა სწორედ ასე მიემართებოდა ვარდციხის გავლით. ამ გზის I საუკუნეში არსებობის დამადასტურებელი ფაქტია არქეოლოგიური თხრით აღმოჩენილი პოლემონ II (პონტოსა და კილიკიის მეფე 38-64 წწ.) მონეტა. ამავე გზის მეორე ტოტზე არსებული ხანი ასევე საგზაო პუნქტი უნდა ყოფილიყო, რადგან ხანი, ხანაგა სპარსულიდაა შემოსული და გზაზე მოსასვენებ სახლს აღნიშნავს.შუა საუკუნეებშიაც მოქმედ ამ გზას წყაროებში ხშირად ვხვდებით (იხ. წინ). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: “გარდავალს აქედამ გზა კაკას Ãიდზედ ბაღდადს. ამ გზას, ეწოდებოდა მთით რკინის-ჯუარი”. ამავე გზასთანაა დაკავშირებული მთა სახელწოდებით ფუნდუკი, სალაშქრო ხევი, კაკასხიდი – ძველი ქვის ხიდის ნაშთით.
ზემოთ განხილული ჩანართების გარდა, განსხვავებები მოიპოვება “ქართლის ცხოვრების” სხვადასხვა რედაქციებში. “ქართლის ქვეყანაში” დასახელებულია ნიგალი, კლარჯეთი, არტაჰან-კოლა. ურბნული რედაქცია კი გვაუწყებს, რომ ანდრიამ და სიმონ კანანელმა პირველად განანათლეს ქართლი. “მერმე უკუნ იქცეს და განვლეს ჭორები და შევიდა სვანეთს... გარდავლო მთა და შთავიდა ოვსეთად ქალაქსა მას ოვსეთისასა ბოსფორას”. ზემოთხსენებული განსხვავებები, ცხადია მოითხოვს ხელნაწერთა ამ ადგილების კრიტიკულ სესწავლას. მანმადე კი ცხადია, რომ ანდრია მოციქულის შესახებ გადმოცემები საქართველოს ბევრ მხარეშია გავრცელებული. სოფ. ანდრიაწმიდა არის იმერხევშიც, ართვინის ვილაიეთში. სოფლის სახელი იქაც ანდრიას სახელობის ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს.
ანდრიას შესახებ გადმოცემები შემორჩენილია სამეგრელოშიც, რომლის მიხედვით, წმ. ანდრიამ გაანადგურა მუხასთან მდგომი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღმართა. მუხის ფიცრებისაგან კი მან ხალხს ეკლესია ააგებინა. წმიდა მოციქულის შესახებ არსებული წერილობითი ბერძნული ტექსტებიდან ჩანს, რომ ანდრია დაქცეული კერპებისა, თუ სინაგოგების ადგილას ეკლესიებს აშენებდა სხვაგანაც.
ჟ. შარდენისა და კრ. კასტელის მიხედვით, წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ძველი ეკლესია ყოფილა ბიჭვინთაშიც. იქ ყოფილა ჯვრიანი სვეტი, რომლის წინაშეც ხალხი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.
ხალხში შემორჩენილია რწმენა, რომ ძველ ანაკოფიაში ყოფილა ეკლესიის ნანგრევი წმიდა სიმონ კანანელის სახელობისა. 1840 წელს მას გუმბათი ჩაქცეული ჰქონია, მაგრამ შემორჩენილი ყოფილა ფრესკული მხატვრობის ნაშთი. ა. ნ. მურავიოვის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ნიკოფსია.
ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობას საქართველოში ხაზგასმით აღნიშნავენ გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე. გადმოცემამ კანონიზაცია მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და აღბეჭდილია ამ კრების ძეგლისწერაში: “...პირველწოდებული ანდრია, ძმაÁ თავისა მოციქულთაÁსა პეტრესი, ვიდრე ჩუენადმდეცა მოიწია და ქადაგა საცხოვრებელი ქადაგებაÁ სახარებისაÁ ყოველსა ქუეყანასა საქართველოÁსასა”.

სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი
მასალა აღებულია წიგნიდან – “ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში”, “მეცნიერება”, თბილისი, 2004წ, გვ.73-85.
წყარო

Комментариев нет:
Отправить комментарий