суббота, 19 апреля 2014 г.

შიში ღვთისა და ადამიანური შიშები



ავტორი: მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი
ბერძნულ ენაში სიყვარულს რამდენიმე შესატყვისი-(სინონიმი) აქვს, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს მისი ელფერის გადმოცემა შეუძლიათ. შიშიც ნაირსახოვანია-შემაძრწუნებელიდან მოკრძალებულ თრთოლვამდე. რომელი შიში ესადაგება ქრსტიანს და რომელი მიგვითითებს მის სულიერ არა სიმწიფეზე? როგორ გავარჩიოთ ღვთის შიში ადამიანური შიშებისაგან?
დღეს ბევრი ადამიანის რელიგიურ ცხოვრებაში შესამჩნევი ადგილი უკავია შიშს სასჯელის წინაშე. საბჭოეთის დროს დამკვიდრებული იყო აზრი, თითქოს მორწმუნეებს მარტო იმიტომ სწამდათ, რომ სიკვდილის შემდგეგ ჯოჯოხეთის ალში დაწვის და ტანჯვის ეშინოდათ, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ურჩებს ელოდათ; სწორედ ამ ფორმით წარმოადგენდა მარლთმადიდებლურ რწმენას მაშინდელი ათეისტური პროპაგანდა და უნდა აღინიშნოს, რომ ამას საკმაოდ წარმატებით ახერხებდა.
რა თქმა უნდა სიკვდილის და ასევე იმის შიში, თუ რა მოყვება გარდაცვალებას-რწმენის ფორმაა, მაგრამ შუასაუკუნეების. იმდროინდელი მხატვრები ფრესკებზე და ტილოებზე ასახავდნენ საშინელ სამსაჯავროს, ჯოჯოხეთურ ალს და ეშმაკებს, რომლებიც ცოდვილებს ტანჯავენ და ქვესკნელში მიათრევენ. მსგავსი გამოსახულებების პოვნა პრაქტიკულად ყველა შუა საუკუნოვან ტაძრებში შეიძლება, როგორც დასავლეთში-ისე აღმოსავლეთში.
სწორედ ამ დროს გაჩნდა წმ. წერილში მანამდე არ არსებული გამოთქმა საშინელი (!) სამსჯავრო- სახარებაში ასეთი გამოთქმა არ არის, შესაბამისად არ იცოდნენ მის შესახებ პირველმა ქრისტიანებმაც. ჩვენ ახლაღა ვხვდებით, რომ ეს სამსჯავრო მხოლოდ ერთით არის საშინელი-იმით რომ ის უაღრესად მარტივია. ჩვენ მოსამართლე არ გვკითხავს, როგორ ვმარხულობდით ან როგორ ამოვიკითხავდით კანონს, არ გვკითხავს რომელ ეკლესიას ვეკუთნოდით, რწმენის რომელ სიმბოლოს ვაღიარებდით და როგორ გვესმოდა ესა თუ ის დოგმატი, ის უბრალოდ გვეტყვის: „მე შიშველი ვიყავი და თქვენ შემმოსეთ; მე ავად ვიყავი და თქვენ მინახულეთ“, ან პირიქით: „მე შიშველი ვიყავი და თქვენ არ შემმოსეთ, მე ავად ვიყავი და თქვენ არ მინახულეთ“. (მათ. 25:36 და შემდეგი).
მაგრამ შუა საუკუნეებში უმეტესობის რელიგია (რა თქმა უნდა არა ღირსი სერგის, არამედ ბევრი მისი თანამედროვის) ეფუძნებოდა ამქვეყნიური სასჯელის და გარდაცვალების შემდგომ შიშს. „ შიშმა შექმნა ღმერთები“ -შესძახა ერთმა რომაელმა პოეტმა და თავისებურად ის მართალიც იყო, რადგან ამას ჩვენს სარწმუნოებაზე, ჩვენს ღმერთზე კი არ ამბობდა, არამედ ღმერთებზე, ანუ კერპთაყვანისმცემლობაზე. ქრისიტანებმა წარმართებისაგან შიში მემკვიდრეობით მიიღეს, განსაკუთრებით კი მათ, ვისი რწმენაც სახარებას კი არ ეყრდნობოდა, არამედ ადამიანის ბუნებრივ სწრაფვას- დაიცვას თავი გაუგებარისაგან (აღუქმელისაგან) და მთლიანობაში მტრული სამყაროსაგან, სადაც ყველგან და ყოველ ნაბიჯზე საფრხე ელის.

ყვეალაფერი ისე მოხდა, როგორც ანდაზაში: გადაღვრილ წყალს ბავშვიც გადააყოლეს. შუა საუკუნოვან ცრურწმენასთან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა გამქრალიყო, კაცობრიობამ რწმენაც დაკარგა და გადაღვრილ წყალს გადაყოლებული ყრმა, ბეთლემში დაბადებული ყრმა აღმოჩნდა. ბავშვები, რომლებსაც ღვთის სასჯელით აშინებენ, თავისი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში იმასვე განიცდიან, რისი განცდაც მოუწია ცივილიზაციას დიდროს ხანაში. ადამიანებმა ჯერ შიში დაკარგეს და უღმერთოები გახდნენ, ბოლოს კი ზნეობაზეც თქვეს უარი. ჟ.პ. სარტრი წერს, რომ ბავშვობაში ასანთით თამაშის დროს ხალიჩა დაწვა, პატარა სარტრი ჯერ ყოვლისშემძლე ღმერთისგან სასჯელს ელოდა და როცა ეს არ მოხდა, მან გადაწყვიტა, რომ შიში უსარგებლო რამ არის და შესაბამისად, როგორც დოსტოევსკი ამბობდა“ყველაფერი ნებადართულია“. ასე გაღვივდა მომავალი ფილოსოფოსის გულში ურწმუნოების პირველი თესლი. „მწირის გულახდილ საუბრებში“-ნათქვამია, რომ ღმერთისკენ სამი გზა მიდის:მონის, მოჯამაგირის და შვილის. როცა ადამიანი („მარადიული ტანჯვის შიშით“) ცოდვებისგან თავს იკავებს, ეს უნაყოფო და წარუმატებელია, რადგან ეს მონის გზაა, რომელსაც წინ შიში უძღვის, მოჯამაგირეს ამ გზისკენ ანგარება უბიძგებს.’’ ცათა სასუფევლის სურვილითაც კი თუ ვინმე მაცხონებელ ღვაწლს შეუდგება, წმინდა მამები ამასაც დაქირავებული მუშის შრომას უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ტანჯვათა შიში მონის გზაა, ხოლო სასუფეველში ჯილდოს წადილი – დაქირავებული მუშისა. ღმერთს კი სურს, მისკენ ძის გზით ვიაროთ, ანუ მისდამი სიყვარულისა და ერთგულების გამო ვიქცეოდეთ პატიოსნად და მასთან მხსნელი შეერთებით დავიტკბოთ სული და გული.” ადრე შეიძლება მართლაც არსებობდა ღვთსკენ მიმავალი სამი გზა, მაგამ XX საუკუნის მიწურულს აშკარა გახდა, რომ პირველსაც და მეორესაც ჩიხში შევყავართ და თუ რომელიმე მათგანს დავადგებით მხოლოდ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფთ დავღუპავთ. მიუხედავად ამისა, ხანდახან ჩვენ ერთმანეთსაც კი ვაშინებთ იმით, რომ ღმერთი რაიმე დანაშაულის გამო დაგვსჯის. „ღმერთმა დასაჯა,-ვამბობთ ადამიანებზე, რომლებსაც რაღაც შეემთხვათ და ვთვლით, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ. გამოდის, რომ ჩვენც გვეშინია ღმერთის ისევე, როგორც ბერძნებს-ზევსის, ეგვიპტელებს-ამონის, რომაელებს-იუპიტერის და ვერც კი ვამჩნევთ, რომ წარმართებს ვემსაგავსებით. დამაინც ღვთის შიშის გარეშე არ შეიძლება! ბიბლიაში ეს გამოთქმა მრავალჯერ გვხვდება და ეს შემთხვევითობა არ არის. მთავარია გავიგოთ რა არის შიში-რომელიც სიბრძნეს გვასწავლის იგავი (15:33), გვაცილებს ბოროტებას (16:6) და სიცოცხლისაკენ მივყავართ (19:23) ის წმინდაა (ფსალ 18:10) და ბოროტების უარყოფას გვასწავლის (იგავი 8:13). მაგრამ ეს არც ღვთის წინაშე ძრწოლაა და არც სასჯელის შიში. უფალი არ გვითვალთვალებს და არ გვისაფრდება, თუმცა ჩვენ არ გვიჭირს ტკივილი მივაყენოთ მას.
კითხვაზე, რას ნიშნავს ღვთის შიში, ლათინურ ენაზე დაწერილი ბიბლია-ვულგატა ამომწურავ პასუხს გვაძლევს. ჰორაციუსის, ოვიდიუსის და კაცობრიობის სხვა უდიდესი პოეტების ენაში ისტორიის არსებობის 1000-წლეულის განმავლობაში უზარმაზარი სიტყვიერი მარაგი შეიქმნა, ლათინურ სიტყვებს აზრის უფაქიზესი ელფერის გადმოცემა შეუძლიათ იქ, სადაც ნებისმიერი სხვა ენა უძლურია. ერთი ბერძნული სიტყვა -“phobos”( შიში) ლათინურში „pavor-ს “metus”-ს და “terror”-ს ნიშნავს მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სიტყვა „Timor”-ი -(აქედან წარმოიშვა ფრანგული „timide” და “timidement”) – ეს აღტაცებული მოკრძალებაა, ვინმეს დაკარგვის, ან ვინმეზე ტკივილის და წყენის მიყენების შიშია. ეს აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რათა ჩვენი სულიერი (და საერთოდ) ცხოვრება ნორმალურ ჩარჩოში მოექცეს. მე მეშინია მგლის და მარტორქის, ასევე მეშინია ბაღში ხეებზე ჩამომსხდარი ჩიტების, მაგრამ მე იმის მეშინია, რომ მკვეთრი მოძრაობით და ხმამაღალი საუბრით არ დავაფრთხო ისინი. მავანს ეშინია დედის იმიტომ, რომ ის მიტყეპავს, მავანს კი იმის, რომ დედას გული არ ატკინოს და არ გაანაწყენოს. აი, სად იმალება განსხვავება წმინდა ადამიანურ შიშსა და ღვთის წინაშე ძრწოლას შორის, რომელიც ჩვენთვის უძვირფასესი საუნჯეა.
90-იანი წლების იმ გაღიზიანებულმა მარლთმადიდებელმა ახალგაზრდობამ, ვისთვისაც რელიგია პირველ რიგში ეკლესიურ დადგენილებებს, მარხვის დარღვევას და ცოდვის ჩადენის შიშს უკავშირდება, რომლებიც პირქუშები, მკაცრები, და გარეგნულად მონაზვნებს მიმსგავსებულნი არიან,-დღეს მონობის გზა აირჩიეს. გასაგებია რატომაც! საბჭოეთის დროს ჩვენ ძალიან დიდ ხანს ვიყავით მონები და ამ მონური ფსიქოლოგიიდან თავის დაღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ აუცილებელი! წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენას ისევე დავკარგავთ, როგორც ის ჩვენმა წინაპრებმა დაკარგეს. მათ ღმერთზე იმიტომ თქვეს უარი, რომ მასში თავისუფლებას ვერ ხედავდნენ, ჩვენ უნდა გაუგოთ მათ. უარჰყვეს რა უფალი გონებით, ისინი მისკენ გულით მიიწევდნენ; ებრძოდნენ რა თავისუფალი ნების წართმევას, ისინი ღვთისკენ ისწრაფვოდნენ მაგრამ არ იცოდნენ, რომ ის ვინც ასე სჭირდებათ (და არ ჰყავთ) -სწორეთ უფალია და სხვა არავინ. გასული საუკუნის ურწმუნო ადამიანები, რომლებიც გადაკარგულში მიდიოდნენ და იქ ექიმებად და მასწავლებლებად მუშაობდნენ, ბევრად უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან, ვიდრე ის გაბღენძილი ჩინოვნიკები და ფარისევლები, რომლებიც არც ერთ წირვა-ლოცვას და პარაკლისს არ აკლდებოდნენ. მაგრამ წარსულის ეს მშვენიერი ქალიშვილები და ჭაბუკები, რომლებსაც გულები ღვთის სიყვარულით ჰქონდათ ანთებული და შეეძლოთ ნამდვილი წმინდანები გამხდარიყვნენ, გონებით უარყოფდნენ მას და არა მხოლოდ არ ღებულობდნენ, არამედ სძულდათ და ეზიზღებოდათ იგი. სინამდვილეში კი ისინი არა უფალს, არამედ მისკენ მიმავალ მონურ გზას უარყოფდნენ. მაშ მაინც რატომ ვირჩევთ მათ მიერ განვლილ, ჩიხისკენ მიმავალ გზას?
ურწმუნო ადამიანები თვლიან რა, რომ ჩვენ ეკლესიაში სასჯელის შიშით დავდივართ, ფიქრობენ, რომ რელიგია ადამიანს ამცირებს, აკნინებს მის „მეს“ და საბოლოოდ მონად აქცევს. ეს ასეც იქნება, თუ ჩვენ ღვთის შიშს,-სასჯელის ან ანგარიშსწორების შიშთან გავაიგივებთ. მათ, ვინც რელიგიას ამგვარად აღიქვამს, ის მართლაც აკნინებს და მონად აქცევს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. მაგრამ თუ ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შიში არც “pavor” და არც “metus”, არამედ „timor”-ია, რწმენა ჩვენ ფრთებს შეგვასხამს, ახალ შესაძლებლობებს და ახალ ძალებს შეგვმატებს. სწორედ ქრისტიანობაში ხდება შეუძლებელი შესაძლებელი, ქრისტეს სიტყვებით: „ კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.“(მარკ.10:27) კარგი იქნება თუ გავისხსენებთ, რომ სიტყვა „ევედი“ ნიშნავს მსახურს და ღვთის თანამოსამსახურეს, ანუ ყრმას (ბავშვს), რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაზრდილა. მას უკვე შეიძლება მოექცე როგორც ზრდასრულს და ამავ დროულად იზრუნო მასზე, როგორც ბავშვზე,-აი, რას ნიშნავს „ღვთის მონა“.
ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა რომელმაც ჩემი სტატია „რწმენა ან იდეა“ წაიკითხა, წერილი მომწერა და თავისი განცვიფრება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ გაიგო ჩემი სიტყვები-„ქრისტიანობა მუხლმოდრეკით იწყება“. ეს სიტყვები და მას უკან მდგარი თეზისი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მაგრამ… წერილის წაკითხვის შემდეგ შევეცადე ამ ფრაზისთვის მისი თვალით შემეხედა, განათლებული ჭვიანი და კეთილი მეცნიერის, მაგრამ ქრისტიანულად მოუმზადებელი ადამიანის თვალით, რომელმაც არაფერი იცის არც ღვთის მსახურებაზე და არც მისტიურ გამოცდილებაზე ქრისტიანობაში. შევხედე და მივხვდი, რომ ეს ფრაზა ადამიანისთვის, რომელიც ქრისტიანობას მხოლოდ გარეგნულად იცნობს, ხატის წინაშე მონურად დამხობილ ადამიანს წარმოადგენს. დიახ, მხოლოდ ასე შეიძლება აღიქვა მუხლმოდრეკილი ქრისტიანი, თუ ამას მხოლოდ გარეგნულად შეაფასებ, სინამდვილეში ეს მონურ დამოკიდებულებას, მორჩილებას და შიშს კი არ ნიშნავს, არამედ აღტაცებას: „ ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“;(ფსალ.10:24)
ეს ამაღლებული გრძნობა განცდილი აქვს ყველა ექიმს, რომესაც განწირული ბავშვი გადაურჩენია, ყველა დედას, რომელსაც შვილი ომიდან ცოცხალი დაუბრუნდა და ყველა ბავშვს, რომელიც თავის დაბადების დღეზე აღმოაჩენს, რომ ის საჩუქრები მიიღო, რომლებზეც დიდხანს ოცნებობდა. სიყვარული, მადლიერება, ბედნიერება და უფლის გვერდზე ყოფნის შეგრძნება, მთლიანობაში სისავსე-აი, რას ნიშნავს ჩვენი მუხლმოდრეკა და არავითარ შემთხვევაში (არ ნიშნავს) შიშს! „ ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი – მასში“..“ სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს“;( 1იოან.4:16-18)
და მაინც, შიშზე დაფუძნებული რელიგია რაღაცით მიმზიდველია. ცოტა ხნის წინ გამოვიდა წიგნი სახეწოდებით-„სოფლის მღვდლების მონათხრობები“ (სამწუხაროდ ანონიმური). რომელშიც 1866 წლის ჟურნალ“ მწირიდან „ამონარიდი მოთხრობებია დაბეჭდილი. ყდაზე გამოსახულია ხეებში ჩაფლული ულამაზესი ეკლესია, სოფლის შარა, ბუჩქნარი-მოკლედ რუსული იდილია. აი შიგთავსი?! წიგნში მოთხრობილია, რომ ერთერთ დღესასწაულზე ქალი ეკლესიის ნაცვლად ყანაში ძნების შესაკრავად წავიდა. მეორე საღამოს კი ურიკით სახლში ბრუნდებოდა, ცხენი რაღაცამ დააფრთხო, მან ქალი გადმოგდო და ურიკის ბორბალმა ისე დაასახიჩრა საცოდავი, რომ არ შეეხედებოდა. გარდაიცვალა მოუნანიებლად! ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცი მშობლებს არ უჯერებდა, სვამდა და ცუდად იქცეოდა. მამა საყვედურობდა, ხოლო ახალგაზრდამ უხეშად პასუხიც კი ვერ მოასწრო, მინა გატყდა და „ახალგაზრდა ალექსის ხელის მტევანი მოაჭრა სისხლი მდინარესავით მოდიოდა“. ექვს დღეში გარდაიცვალა უბედური და ა.შ. და ა.შ. რისი თქმა უნდოდა ამ წიგნის შემდგენელს? რატომ გვთავაზობს ისევ მონის გზას? რელიგია, მით უმეტეს თუ მასში შიშის ელემენტებია ჩამატებული, შეიძლება ადამიანების დამონების და წნეხის ქვეშ ყოლის იარაღად გამოიყენო. მისი მეშვეობით საზოგადოების აზროვნების მანიპულირებაც შესაძლებელია და ა.შ. თავიდან ეს იარაღი მშვენივრად მუშაობს, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდება, რომ ის სრულიად გამოუსადეგარია. რელიგიის იარაღად გამოყენება ტრაგედიად იქცევა ხოლმე მათთვის, ვინც მას ზემოქმედების იარაღად იყენებს და იმათთვისაც, ვის მართვასაც რელიგიით ცდილობენ. ამას ყოველთვის რელიგიურ ინდეფერენტულობამდე, ხოლო შემდეგ უღმერთოების, ახალი რელიგიების და აღმსარებლობის შექმნამდე მივყავართ.
სწორეთ ასეთ ახალ რელიგიად წარმოიშვა XIX საუკუნის მიწურულს მარქსიზმი, რომელმაც ბევრი არც თუ ცუდი ადამიანის გულში ღმერთის ადგილი დაიკავა და იქედან მარხვის შენახვის, აღსარების და ზიარების აუცილებლობა გამოაძევა. ჩვენი უმრავლესობა მონობის ეპოქაში დაიბადა და გაიზარდა. 3-4 წლის ასაკში ჩვენ საყოველთაო ჭეშმარიტება შევითვისეთ და ისე შევეჩვიეთ საკუთარ მონურ ყოფას, რომ ღმერთთან მიმავალ გზადაც მონურ გზას ვირჩევთ. უდაბნოში მოხეტიალე ებრაელებმა მოსე მტრად იმიტომ შერაცხეს, რომ სწორედ მისი მეშვეობით განთავისუფლდნენ მონობისაგან. “ შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!“ (გამ. 16:2-3) შესაბამისად ჩვენც ყველა იმ პიროვნებას, რომელიც თავისუფლებისკენ მოგვიწოდებს მტრად ვრაცხავთ. (გალ 5:13)
და ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ თავისუფლების არ ქონას ვართ შეჩვეული, სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად ის გაცილებით ახლოა ჩვენთვის. სწორედ ეს უუფლებობა, რომელიც ჩვენს გულებს ბორკავს, გვიშლის ხელს ქრისტეს შეგრძნებაში. ეკლესიაში მხოლოდ მოთხოვნას, აკრძალვას და კანონებს ვხედავთ და მის ყოვლის მომცველ სიხარულს ვეღარ აღვიქვამთ, რომელსაც ასე არაჩვეულებრივად აღწერს „მწირის გულახდილი საუბრების“ ავტორი.
საბჭოთა სკოლებში ბავშვებს ანათლებდნენ, ფაქტებზე დაყრდნობით მახსოვრობას უნვითარებდნენ, ასწავლიდნენ სწრაფად კითხვას, იმის მაგივრად, რომ ნელი და გააზრებული კითხვა ესწავლებინათ. არავინ არ ანვითარებდა მათ გრძნობებს და ახლა, როცა ისინი ეკლესიაში მოდიან, უნდათ რომ ყველაფერი გაიგონ ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მარლთმადიდებლურ რწმენაზე და ვერ ხვდებიან, რომ აქ ცოდნა კი არა, გრძნობაა მთავარი. სწავლაზე ასეთი ორინტირება უსიცოცხლოებს გვხდის, ჩვენ-ჩვენი მონური ფსიქოლოგიით საკუთარ გონებას გვამონებს და არ გვაძლევს ღმერთში, როგორც ოკეანში ჩაძირვის საშუალებას. ჩვენ ყველგან და ყოველთვის მტრებს და ერეტიკოსებს ვეძებთ, წეს-კანონებით ვამოწმებთ ჩვენს რწმენას, როგორც მოსწავლე ამოწმებს თავის პასუხებს ამოცანათა კრებულში, ერთმანეთს ღმერთით ვაშინებთ და მასში კეთილ მონათმფლობელს ვხედავთ, რადგან ჩვენ-მონები ვართ! გვეჩვენება, რომ ირგვლივ ყველაფერი საშინელი, ცუდი და იმდენად აუტანელია, როგორც არასდროს! სწორედ ამაზე წერენ დღეს სხვადასხვა „სულის საცხოვნებელ წიგნებში: „ ქრისტანობას არ ახსოვს ბორტმოქმედებანი, რომლის მსგავსნიც დღეს ჩვენ საზოგადოებას დაატყა თავს“. (კი მაგრამ ლენინი? სტალინი? რაც არ უნდა რთული იყოს ცხოვრება დღეს, მათი დანაშაულებრივი ქმედებები გაცილებით საზარელია!) ამიტომაც არ ძალგვიძს ჩვენ არქიეპისკოპოსს იოანესთან (შახოვსკი) ერთად შევძახოთ: „უფლის სიყვარულისგან დედამიწა მზის ნათლითაა გარემოცული“. ეს ხომ სინამდვილეა!

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий