«საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.
წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია «ოფიციალურ» საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.
გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.
მე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.
ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.
ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.
გელათის მონასტერი
1921 წ. 6 დეკემბერი
ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
წყარო: ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში _ გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი
Комментариев нет:
Отправить комментарий