понедельник, 14 апреля 2014 г.

ზურაბ კიკნაძე _ ახალი აღთქმის შესავალი



ზურაბ კიკნაძე (დ. 1933 წლის 3 ოქტომბერი, თბილისი) — ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით.
1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას. 1960 წლიდან და1977 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ დიდი საბწოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობს. ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.
1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–1993 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996 წლიდან არის „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1986 წლიდანფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის,პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი,მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.
ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი(1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის ,,საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი". მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.)
პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნა.

ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий