ღვთისმშობლის სიმბოლური სახე და ადრეული პერიოდის ქართული ჰაგიოგრაფია
ადრეული პერიოდის ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები გამოირჩევიან თავიანთი მდიდარი ქრისტიანული სახისმეტყველებით. ეს ტენდენცია სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქრისტიანობის გავრცელებისთანავე შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ გარდაქმნილიყო წარმართულ კულტურასთან ნაზიარებ ქართველთა ცნობიერება, რის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენდა სასულიერო მწერლობაში არსებული ბიბლიური სიმბოლიკის ათვისება.
სწორედ ამიტომ, ქრისტიანული სახისმეტყველების უკეთ წარმოჩენისათვის გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ მიგვემართა ქართული ჰაგიოგრაფიის ორი უძველესი ძეგლის შესწავლისათვის. ეს ძეგლებია: „წმინდა ნინოს ცხოვრება“ - დასაწყისი ქართული ჰაგიოგრაფიისა და „მარტვილობაჲ შუშანიკისი“ - ასევე ქართული ჰაგიოგრაფიის საწყისი პერიოდის ძეგლი.
ამ ორ უძველეს სასულიერო ძეგლში მცენარეთა და საკუთარ სახელთა ქრისტიანული სახისმეტყველების საფუძველზე იკვეთება ღვთისმშობლის სიმბოლური სახე.
კერძოდ, „წმ. ნინო იყო „დედა“ ქართლის მკვიდრთა (გვ. 104,ჭ), მათი სულიერი დედა (გვ. 102,ჭ). ალბათ, ძირითადად ესეც ღვთისმშობლის ანალოგიიდან მომდინარეობს“1
ამის ერთ-ერთ საფუძველს გვაძლევს წმ. ნინოს „მაყვლოვანში“ დასადგურება. მაყვლოვანს საკრალური მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომაც აქ იდგმება „ჯვარი ნასხლევისა“ - ჯვრის პირველსახე (არქეტიპი). აქ, მაყვლოვანშივე ახდენს წმ. ნინო სასწაულებს. მაყვლოვანშივე განიკურნება ნანა დედოფალი. ნიშანდობლივია ისიც, რომ წმ. ნინოს თავისი „ცხოვრების“ აღწერისას აუცილებლად მიაჩნია „მაყვლოვანში“ ყოფნის დაფიქსირება. მაყვლოვანის - „შეუწველი ბუჩქის“ სიმბოლიკის ბიბლიურ ანალოგიას ვხვდებით „იოანე ზედაზნელის ცხოვრებაშიც“.
„გამოეცხადა ანგელოზი ღმრთისაჲ ცეცხლითა მაყულოვანსა მას შინა, საიდუმლოჲ ქალწულისაჲ, და ზარგანჴდილი მოვიდა ხილვად“.2 ხოლო თავად „შეუწველი ბუჩქის“ ქრისტიანული სიმბოლიკა კი შემდეგნაირადაა განმარტებული: „შეუწველი ბუჩქი“ - გამოხატავს (შეესიტყვება) ცეცხლოვან ანგელოზს, რომელიც გამოეცხადება მოსეს. ანალოგიური სახე ცეცხლოვანი სიმბოლიკისა გვხვდება ვედურ ტრადიციებშიც. შუასაუკუნეების ქრისტიანულ იკონოგრაფიაში კი „ცეცხლოვანი ბუჩქი“ - „შეუწველი ბუჩქი“ იყო სიმბოლური სახე ღვთისმშობლისა“.3
მაყვლოვანის სახისმეტყველებითი მნიშვნელობა თითქოსდა აღემატება სასულიერო მწერლობაში წარმოჩენილ ხე-მცენარეთა ბიბლიურ სიმბოლიკას, რადგანაც მაყვლოვანი მარტოოდენ ანგელოზთა ხილვისა და გამოცხადების ნიშანდობლივ ადგილად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ ეს „შეუწველი ბუჩქი“ მოიაზრება, როგორც ღმერთის დროებითი სასუფეველი.
ასე რომ, სახარებისეული სიმბოლიკით ქართულ ჰაგიოგრაფიაში „მაყვლოვანში“ იგულისხმება ღვთისმშობელი ან ღვთისმშობლისგან „ხელდასმულნი“, როგორც ეს არის მინიშნებული „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.
„მათ მაყუალთა ადგილი არს ზემოსა ეკლესიის საკურთხევლის ადგილიო“ - ნათქვამია გვიანდელ დანართში (გვ. 84). „მიყუარან მაყუალნი ეგე შენნიო“ - ეუბნება მეფე ნინოს (გვ. 159). ნინო „დედაა“ მეფისაც და ხალხისაც (გვ. 102 ჭ; 104 ჭ). ასე რომ, „დედა“ წმ. ნინოს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ეს კი საშუალებას ქმნიდა ნინოში გაერთიანებულიყო როგორც ღვთისმშობლის, ისევე ადგილის დედის სახეებიდან მომდინარე სემანტიკური ნიშნები. თვით ღვთისმშობელიც ნაყოფიერების სიმბოლო იყო და არა მხოლოდ შორსმიმავალი სემანტიკური ძირებით, არამედ თავისთავადაც“.4
როგორც ვნახეთ, წმ. ნინოს სახისმეტყველებითი აღქმისას (გააზრებისას) საკმაოდ ნათლად იკვთება ღვთისმშობლის სიმბოლური სახე, რაზედაც კონკრეტულ შემთხვევაში მიგვანიშნებს - მაყვლოვანის ბიბლიური სიმბოლიკა.
გარდა მცენარეული სიმბოლიკისა, წმინდანთა სახელდებაშიც შეიძლება გამოკრთეს - გამოისახოს ღვთისმშობლის სახე. ამ თვალსაზრისით, ფრიად საინტერესოა „შუშანიკის მარტვილობა“, რადგანაც „სახელი ერთ-ერთი უსათუთესი სახეა სულიერი სამყაროსი, რომელიც, თავის მხრივ განთავსებულია მხატვრულ სივრცეში, რომლის მაკორდინებელიც არის სახელი“,5 ხოლო ცხოვრებებსა და საეკლესიო ჰიმნებში საკმაოდ ხშირია მცდელობა წმინდანთა სახელების შინაგანი არსის განმარტებისა, ეს სახელი შეფასებულია ეკლესიის მიერ, რის გამოც ამ სახელშივე ხდება პიროვნების კონკრეტული ცხოვრების სულიერ ნორმად გარდასახვა“.6
ამის საილუსტრაციოდ მოხმობილი გვაქვს ნაწყვეტი „შუშანიკის მარტვილობიდან“, „და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, მამისაგან სახელი ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით“.7
„შუშანიკი - წყლის შროშანი“.8 „შროშანი - ერთ-ერთი არაერთგვაროვანი მცენარეული სიმბოლო, რომელიც ქრისტიანული თვალთახედვით, სიწმინდის სიმბოლოა. ქრისტიანულ კულტურაში თეთრი შროშანი ასოცირდება ღვთისმშობელთან, ხოლო XIX საუკუნეში ამ მცენარეულ სიმბოლოს უწოდებდნენ მადონას. თეთრი შროშანი ხშირ შემთხვევაში სიკვდილის სიმბოლოცაა, რადგან მისი სიწმინდე ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მომასწავებელია.
რაც შეეხება წყლის შროშანს - ლოტოსს - ეს შროშანისაგან სრულიად განსხვავებული მცენარეა, რომლის სიმბოლური სპექტრიც უფრო მრავალსახოვანია“.9
„ლოტოსი“ - წყლის შროშანი - სიმბოლოა ადამიანის სულიერი ზრდის და იმავდროულად გამოხატავს სულის უნარს - ერთგვარ ნიჭს, რომ მიაღწიოს ღვთაებრივ სრულყოფას“.10
„ლოტოსი - წყლის შროშანი სიმბოლოა დაბადების ანუ ღვთაებრივი მადლით ცხების, ამასთანავე მოიაზრება, როგორც დედობრივი არსის - საწყისის სახე-სიმბოლო.
ლოტოსი მოიცავს სამყაროში არსებული ადამიანის სულიერი გარდასახვის - ფერიცვალების პერსპექტივასაც“.11
წმინდანის, ამ შემთხვევაში, შუშანიკის სახელშივეა გაცხადებული მისი ღვთაებრიობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად ესადაგება იმ ღვთიურ გზას. არადა, ზემოხსენებული სახელის - საწოდებლის შერჩევა გაცილებით წინარე ეტაპია, ვიდრე მასში მოხდებოდა ღვთიური ნაპერწკლის აღმოცენება და გაღივება, ანდა ეს შეიძლება თანადროულობითაც ავხსნათ.
საინტერესოა ის გარემოებაც, თუ როგორ ან რა ვითარებაში გვამცნობს ჰაგიოგრაფი ავტორი წმინდანის სახელს. ყველაზე დიდი რუდუნებითა და ხაზგასმით ეს პროცესი ფიქსირდება „შუშანიკის მარტვილობაში“, სადაც შეიმჩნევა ორსახელიანის კვალიც, ერთი მამისაგან წოდებული - გენეტიკური ვარდან და მეორე სიყვარულით წოდებული შუშანიკი. პირველი დავიწყებული და უფუნქციო, მეორე კი თავისთავში განასახოვნებს ქრისტიანულ სახისმეტყველებას, რადგანაც შუშანიკი წმინდანთა სახელდების განმარტების თანახმად მოიაზრება, როგორც წყლის შროშანი, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზემოციტირებული სიმბოლოების შეჯერებით საკმაოდ ცხადად მიგვანიშნებს სისპეტაკეზე, უდიდეს სიწმინდეზე - ღვთისმშობელზე, სულიერ ფერიცვალებაზე. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ იაკობ ცურტაველი მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელით მოიხსენიებს მარტვილს, სახელით, რომელიც უდიდესი სულიერი ტევადობისაა და რომელიც სრულად აშუქებს წმინდანის გზას. ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ პირველი მარტვილი ქალი სწორედ ღვთისმშობლის სახე-სიმბოლოთი უნდა შემოსულიყო ქართულ ჰაგიოგრაფიაში, როგორც ეს მოხდა შუშანიკის შემთხვევაში.
საქართველოში ქრისტიანული მადლის სათავე - წმინდა ნინოც ღვთისმშობლის სახელთანაა წილნაყარი, რაც, თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არქაულობის თვალსაზრისით ერთ სივრცით სპექტრში განვათავსოთ ეს ორი ჰაგიოგრაფიული ძეგლი.
დამოწმებული ლიტერატურა:
-
სირაძე რ. „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა, თბ., 1997, გვ. 106 (ავტორი ციტაციას ახდენს ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლებიდან, წიგნი I (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმაღვანელობითა და რედაქციით, თბ., 1963).
-
ძეგლები, I, გვ. 193.
-
Джек Тресиддер, Cловарь Cимволов, М., 199, გვ. 236.
-
სირაძე რ. დასახ. ნაშრომი, გვ. 108.
-
Cвященник Павел Флоренский, Имена, Опыты, Литературно-филологический ежедневник, М, 1990. გვ. 362.
-
იქვე, გვ. 403.
-
ძეგლები, I, გვ. 11.
-
საქართველოს ეკლესიის კალენდარი, წმინდანთა სახელები, თბ., 1976, გვ. 306.
-
Джек Тресиддер, დასახ. ნაშრომი, გვ. 195.
-
იქვე, 199.
-
Жюлиен Надя, Cловарь символов, М., 1999, გვ. 221.
Ketevan Elashvili
The Symbolic Image of the Virgin and Georgian Hagiography of the Earlier Period
The earlier Georgian Hagiography monuments are distinguished for their rich biblical symbolism. That is just the reason why two ancient spiritual monuments - "St. Nino's Life" and "St. Shushanik's Martyrdom"" - the symbolic image of the Virgin is drawn on the basis of the biblical symbolizm of plants and proper names. And from the archaic point of view these two monuments could be placed in one spectre.

Комментариев нет:
Отправить комментарий