1991 წელს პოლიპების მდგომარეობაში კოსმოსში გაგზავნილი მედუზები დაბრუნებისას დედამიწაზე ვეღარ იცოცხლებენ გრავიტაციისადმი მგრძნობელობის გამო. ეს მოვლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანისათვისაც.
მიკროგრავიტაცია. ორბიტაზე ბევრი რამ გაუგზავნიათ კოსმოსის ათვისების დაწყების შემდეგ, მათ შორის, მედუზებიც. მართლაც, 1991 წლის ივნისში ხომალდმა Columbia-მ ცხრა დღის განმავლობაში პირველი Spacelab Life Sciences -ის მისიის ფარგლებში კოსმოსში გაიყვანა 2478 ჩვეულებრივი მედუზა (ანუ Aurelia aurita) პოლიპების მდგომარეობაში. ისინი ხელოვნური ზღვის წყლით სავსე პარკებში იყვნენ მოთავსებულნი. მიზანი? მათ მდგომარეობასა და განვითარებაზე მიკროგრავიტაციის ეფექტების შესწავლა.
მედუზებს აქვთ სენსორი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ორიენტაცია მოახდინონ სივრცეში გრავიტაციის საშუალებით, ანუ ცხოველი გრძნობს რომელი მიმრათულებაა ზემოთ და ქვემოთ.
მსგავსი ორიენტაციის მექანიზმი, ადამიანსაც აქვს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
Комментариев нет:
Отправить комментарий