пятница, 20 декабря 2013 г.

ამერიკულმა ოჯახმა სამუზეუმო ხარისხის როვერი (კოსმოსური აპარატი) ააწყო /A Family Built This Museum-Quality Curiosity Rover


სითბოს მაძიებელი: როვერზე მიმაგრებული ინფრაწითელი კამერა დამალულ ცხელ კლდოვან ადგილებს ადვილად პოულობს.


როდესაც კამილ ბიიტი ათი წლის იყო, მან ტელევიზორის პულტი დაშალა და გაკვირვებულ მამას გადასცა. შემდეგ, ამ ფაქტს მოჰყვა მთელი რიგი კითხვები ელექტრული წრედის მოქმედების შესახებ. „იმ დროს ელექტრონები ჯადოსნურად მეჩვენებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ასე არ იყო,“ – ამბობს ამჟამად 13 წლის კამილა. „ამიტომ, გადავწყვიტე რაღაც ახლის აღმოჩენა. მინდოდა, მცოდნოდა, რა იყო შიგნით, ან როგორ მუშაობდა.“ რობერტს პასუხი არ გააჩნდა, ამიტომ, კამილთან და მის დასთან, ამჟამად 11 წლის ჟენევიევთან ერთად ინტერნეტში პასუხის მოძიება დაიწყო. ოჯახმა ახლად მოძიებული ცოდნა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიყენა პირველი რობოტის ასაწყობად.

დღეს, კამილ ბიითის ჩრდილოეთ კაროლინაში, კერძოდ ეშვილში მდებარე ფარეხი რობოტების ნამდვილ ქარხანას წარმოადგენს. „ჩვენ ავაწყვეთ რობოტები, რომლებიც ცოცავენ, ფრენენ, ასევე, დამოუკიდებლად მოძრაობენ მთელს სახლში,“ – ამბობს კამილი, რომელსაც ევალება საიჟინრო-მექანიკური საქმეები, ხოლო ჟენევივს – სადენები და გაყვანილობები. მათი ერთ-ერთი პროექტის მიხედვით შექმნილი რობოტი  ნიუ-იორკის სამეცნიერო ჰოლში განთავსდა. ყოველწლიურად დაახლოებით 500000 სტუმარს შეუძლია მისი ნახვა.

500 ნაწილისგან შემდგარი ექვს ბორბლიანი, დისტანციური მართვის მოწყობილობა NASA-ს მზის ენერგიაზე მომუშავე როვერის, Spirit-ის ანალოგიით შეიქმნა.
მისი განსხვავება რეალურისაგან ძალიან ძნელია.

ვრცლად: POPULAR SCIENCE
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий