вторник, 3 сентября 2013 г.

ღმერთები, ბრაჰმანები, ადამიანები (ოთხი ათასი წლის ჰინდუიზმი)


წინასიტყვაობა 

თორმეტი ჩეხი ინდოლოგი, ინდოეთით დაინტერესებულ მკითხველებს თავაზობს ცხრამეტი თავისაგან შემდგარ წიგნს. ავტორების მიზანია, მკითხველს გააცნონ ჰინდუიზმი, უამბონ ამ მოძღვრების ნიშან-თვისებებსა და ისტორიულ განვითარებაზე. დავიწყოთ ჰინდუიზმის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ სიძნელეებს წავაწყდებით, რომელთა დაძლევა შეუძლებელი იქნება.
არამცთუ, ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ჯერ ვერავინ შეძლო გაეცა დამაკმაყოფილებლი პასუხი კითხვაზე - რა არის ჰინდუიზმი? ამ სიძნელეს ჯერ კიდევ ინგლისელები წააწყდნენ, როცა ინდოეთი მათი კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო და ინგლისელებისათვის ამ პრობლემას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა არ ქონდა. ყოველ ათ წელიწადში მოსახლეობის აღწერის დროს, როდესაც წამოიჭრებოდა საკითხი, თუ რომელ სარწმუნოებას ეკუთვნოდა ესა თუ ის ინდოელი, ადმინისტრაციამ არ იცოდა, რომელი ინდოელი ჩაეწერათ გრაფაში „ჰინდუ“. ბრიტანეთის სამართალწამოებას თავი მოქონდა იმით, რომ პატივს სცემდა ჰინდუებისა და მუსლიმანების ტრადიციულ სარწმუნოებრივ უფლებებს, მაგრამ ამავე დროს დროს საჭირო გახდა მათშორის მკვეთრი ზღვრის გავლება. კოლონისტური არმიიის ცალკეული ნაწილები რელიგიური ნიშანთვისებების მიხედვით იყოფოდნენ, რადგან ჰინდუთა კასტური კანონები ყოფა - ცხოვრების მრავალ სფეროს ეხებოდა (მაგალითად - საკვების მიღება და ა.შ.), ამრიგად, ათეული წლების მანძილზე ინდოლოგიურ ლიტერატურაში ამ საკითხზე დაუსრულებელი კამათია და ძალიან ხშირად, სრულიად საპირისპირო აზრიც გამოთქმება. შემთხვევითი როდია, რომ უკანსკნელ წლებში, მეცნიერთა უმრავლესობა იმ მისაზრებას იზიარებს, რომ ჰიდუიზმის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია და ამიტომაც, ცნება „ჰინდუ“ შესაძლებელია, მხოლოდ მიახლოებით განიმარტოს. მაგალითისათვის დავიმოწმოთ ინდოელი მეცნიერი გ.კ. პილაი - ავტორი წიგნისა, რომელშიც საუბარია ინდური კასტობრივი სისტემის წარმოშობასა და განვითარებაზე.
რა არის ჰინდუიზმი? ამ კითხვაზე ვერ მიიღებთ ზუსტ პასუხს და იძულებული იქნებით მიმართოთ „ვედებს“, განსაკუთრებით - „რიგვედას“ (საღვთო ჰიმნების წმინდა კრებული მთ. ნ.კ.), რომელშიც ჰინდუიზმზე ცოტა რამ არის ნათქვამი, ან „უპანიშადებს“ (საღვთო ლიტერატურა განდობილთათვის, იგივე ვედების რელიგიური ასრსის განმარტებები მთ.ნ.კ.), რომლებშიც ურთიერთ საწინააღმდეგო აზრებია გამოთქმული, ან „სუტრებს” (რელიგიური ლიტერატურა განდობილთათვის, დაწერილი, სხვადასხვა გრამატიკული, ფილოსოფიური სახელმძღვა ნელოების, შეგონებების, ფორმულირებებისა და წესების სახით. (მაგ. იხ. ქართულად პატანჯალის - „იოგა სუტრა“ - თბ. 2008., ანუ იოგას ფილოსოფიის სახელმძღვანელო. მთ. ნ.კ.). ამგვარად. ჩაიხედავთ-მათში, მაგრამ „ჰინდუიზმის“ გაგება საგანგებო დამატებითი განმარტებების გარეშე შეუძლებელი გახდება, თუნდაც ჩაიხედეთ პურანებში (ე.ი. უძველესი საღვთო წიგნები: - დაახლოებით თვრამეტი მთავარი „პურანა“ არსებობს, ყველაზე ძველი ექვსი საუკუნისა ა.წ. ა., ანუ ძველი ინდური მითებისა და ლეგენდები კრებულები. თ. ნ.კ.) ისინიც, უთუოდ ასევე გულუბრყვილოთათვის მისაღებია, მაგრამ არა გონიერთათვის, და თუ სასოწარკვეთილება დაგეუფლათ, მაშინ უკვე იძულებული იქნებით მიმართოთ რომელიმე გურუს, რომელიც თქვენზე სულაც რომ არ არხდენდეს, ღვთისმოსავის შთაბეჭდილებას. ხოლო, ხოლო თუკი იგი ბრაჰმანია, იგი უსათუოდ მოცდას გირჩევთ მანამდე, ვიდრე „მეორედ“ ბრაჰმანად არ დაიბადებით, მაგრამ, თუ გურუ ვედანტისტია - იგი შანკარის ფილოსოფიას შემოგთავაზებთ, რომელსაც მხოლოდ თქვენი სულიერი წონასწორობის დარღვევა შეუძლია, ან კიდევ მიგანიშნებთ რამანუჯის ფილოსოფიაზე, რომელიც მთლიანად აბსტრაქტული მსჯელობების სფეროში გადაგიყვანთ, ხოლო თუ ის საზოგადოება „ბრაჰმოსამაჯის რეფორმა ტორული სექტის” წევრია, უსათუოდ გეტყვით, რომ ჰინდუიზმი ბრაჰმანთა გადმოცემით, ქრისტიანობის ერთ-ერთი სახეაო. ამგვარად, დასმულ შეკითხვაზე პასუხის მაძიებელი ვერსად პოულობს მხსნელ „შუქურას“ და იძულებულია დაკმაყოფილდეს რომელიღაც „წმინდა მამის“, ან უფრო საშინელი არსების ახსნა-განმარტებით, რომელიც ნახევრადშიშველი, ან სრულიად შიშველი დადის, თმა თიხის მტვერით დაუწებავს, ხოლო მის ფერფლში ამოგანგნულ ტანს კი ანაშისა და ოპიუმის სუნი ასდის და მათხოვრის ჯამით ხელში მოხეტიალე, შელოცვებს წარმოთქწვამს. ვინც ასეთი წმინდანის მოწაფეობას ისურვებს, ცხადია ორიოდე იოგური ვარჯისა და შელოცვის გარდა, სხვას ვერაფერს ისწავლის.
რა თქმა უნდა. ასეთი კატეგორიული მსჯელობის პირვნებეას უკიდურესი პოზიცია უჭირავს, მაგრამ მისი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ჰინდუზმი არ არის ერთიანი სისტემა, რომ იოლი იყოს მისი დამახასიათებელ ნიშანთვისებების ჩამოთვლაც, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი რელიგიისა. ამიტომ, ერთ-ერთი და არა ერთადერთი. მთავარი სიძნელე ისაა, რომ ჰინდუიზმი არავითარ შემთხვევაში არ არის მხოლოდ რელიგია. მოკლედ თუ განვმარტავთ, იგი ინდოეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რელიგიურ - სოციალური ორგანიზაციაა. ჰინდუიზმის, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანი ზაციის დახასიათებას, რაშიც მკითველი ჩვენი წიგნის გაცნობისას დარწმუნდება, უაღრესად თავისებური და ზოჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წმინდა რელიგიური თვალსაზრისით, იოლი როდია ზღვრის გავლება ჰინდუიზმისა და ინდოეთში გავრცელებულ სხვა სარწმუნოების, უპირველეს ყოვლისა ისლამს, ბუდიზმსდიზმს, ჯაინიზმსა და ქრისტიანობას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ინდოლოგი ბარტი ვერ განაცხადებდა, რომ „ბუდზმი ჰინდუიზმის ერთ-ერთი სახეაო“. ასევე, ვერც აღმოსავლეთ - ბენგალიელი ასკეტი აბდულ ბარიკი, ვერ დაიწყებდა მტკიცებას, რომ ის ერთდროულად ჰინდუცაა და მუსულმანიც. ამ გაურკვევლობის მიზეზი უთუოდ ისაა, რომ ჰინდუზმს არ გააჩნია სარწმუნოებირივი მოძღვრების მწყობრი სისტემა, ერთიანი მრწამსი, რომ ის ითმენს მისი ადეფტის დოგმისგან გადახრას, მისთვის უცხოა მწვალებლის ცნემა. შემთხვევითი როდია, რომ ჰინდუიზმს არა აქვს, არც საეკლესიო ორგანიზაცია, და არც პაპი ჰყავს სარწმუნოებრივი საკითხების გადასაწყვეტად. ჰინდუიზმი არც მონოთეისტურია და არც პოლი თეისტური, ვინაიდან ჰინდუ აღიარებს ერთ ღმერთს და ამავე დროს ის აურაცხელ ღმერთებსა და ქალღმერთებს ეთაყვანება. ჰინდუიზმის საზოგადოების წევრია ისიც, ვისაც საკუთარი თავი ღვთის განსხეულებად მიაჩნია და ვინაც ათეისტია, რომელიც მხოლოდ ბუნებასა და ბუნების კანონებს ცნობს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ინდოლოგ კეტკარის პრაქტიკული რჩევა, რომ „ჰინდუდ შეიძლება ჩაითვალოს ყველა ინდოელი, ვინც არ განდგომია ჰინდუიზმს, მაშასადამე ვინც არ აღიარებს სხვა რელიგიას“. ყველა ასეთი - ინდოელია, ამბობს კეტკარი, და აქ სიტყვა „ინდოელია“ მეტად მნიშვნელოვანია.. მართლაც, ჰინდუ მხოლოდ ინდოელი შეიძლება იყოს. ინდოელი, რომელსაც მშობლები ინდოელი ჰყავს, ან ის, რომელსაც ერთ-ერთი - ან დედა, ან მამა - ინდოელია. ჰინდუ ვერ გახდა ვერც სახელგანთქმული ინგლისელი თეოსოფი ქალი ანა ბეზანტი, თუმცა მან ამ მიზნით, სრულიად ინდოეთის ნაციონალური კონგრესის თავმჯდომარეს მიმართა, რომელიც ჰინდუიზმის მთავარი ციტადელია. ასევევ ვერ გახდა ჰინდუ და - ნივედიტას სახელით ცნობილი ევროპელი ნოუბლი, მიუხედავად იმისა, რომ ჰინდური ღვთებების თაყვანისცემაში ჰინდუებს გადააჭარბა და ეს იმიტომ, რომ ყველა ამათი მშობლები არ იყვნენ ინდოელები. მაშასადამე, ჰიდუიზმი წმინდა ინდური რელიგიაა, მისი მიმდევარი ადამიანი დაბადებით ხდება ჰინდუ, ან თუ მის წინაპარათა წიაღში ვინმემ შეიცვალა სარწმუნოება. ჩვეულებრივ ინდოელი ავტორები ჰინდუიზმზე წერენ, რომ ის ნაციონალური რელიგიააო. მაგრამ, ვერ დავეთანხმებით მათ მტკიცებას, რომ ინდოეთში მხოლოდ ერთი ხალხი ცხოვრობს, ვინაიდან ინდოეთი მრავალეროვანი ქვეყანაა. მეორე მხვრივ ჰინდუები არიან ზოგიერთი სხვა ხალხის წარმომადგენლებიც, რომლებიც ინდოეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ: მაგალითად, ბირმაში, ტიბეტში, ავღანეთში. სურათი, რომ ნათელი გახდეს - უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკასა და წყნარი ოკიანის კუნძულებზე ცხოვრობენ ინდური წარმოშობის ეროვნული უმცირესობები, რომლებიც დღემდე ჰინდუიზმს აღიარებენ.. ამავე დროს, ინდოელი ხალხებისა და ერების დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო ტრადიციით, რომლებშიც ჰინდური ელემენტები ჭარბობს. მიუხედევად ლოკალური სარწმუნოებრივი უთანხმოებისა და განსხვავებისა, რაც ხშირად მნიშვნელოვანი პრობლემაა, ჰინდუიზმი, უწინარესად მისი სოციალური ორგანიზაციაა - როგორც ერთგვარი შედეგი სრულიად ინდოეთის ისტორიული სინთეზისა. ამასთანავე, იგი თანამედროვე ინდოეთის ისეთივე კუთვნილებაა, როგორც ნებისმიერი მისი კონკრეტული ეროვნული თვისება. უკანასკნელ წლებში ინდოეთში ძალზე პოპულარული გახდა ლოზუნგი - „ერთიანობა მრავალგვარობაში“. ეს ერთიანობა კი სწორედ ჰინდუიზმში გამოიხატება.
ჰინდუიზმი ინდოეთის გარეთ, წარსულში გავრცელდა: - ინდოჩინეთის ნახავარ კუნძულსა და დღევანდელ ინდონეზიაში. ჰინდურად ითვლება ინდონეზიის კუნძული ბალიც. ჰინდური ტაძრები მრავლადაა ლაოსსა და კომბოჯაში. ჩვენ დროში ჰინდუიზმი აღარ ვრცელდაბა. მართალია, რამა-კრიშნა და ვივეკანადა, ევროპასა და ამერიკაში, ქადაგებდნენ თავიანთ თეოლოგიურ - ფილოსოფიურ შეხედულებებს და იქ, მრავალი მიმდევარიც გაიჩინეს, მაგრამ ჰინდუებს, ისინი არ მიაჩნიათ თავიანთ თანამორწმუნეებად. ჰინდუიზმი, როგორც რელიგია, არსებითად „ინდოეთით შემოიფარგლება, ანუ - ის მის საზღვრებში ჩაიკეტა. არავინ დაობს ჰინდუიზმის გასაცარ შემწყნარებლობაზე, თუმცა ესეც იმდენად მართალია, რამდენადაც საუბარია საერთო რელიგიურ კონცეფციაზე. ჰინდუიზმი, როგორც ავღნიშნეთ, არა მარტო რელიგიაა, არემედ ინდოეთის თანამედროვე სოციალური ორგანიზაციაა., რომელმაც თავისი მიმდევრაები დაანაწევრა მრავალრიცხოვან ჯგუფებად, კასტებად და ქვეკასტებად. ჰინდუიზმი კრძალავს გადასვლას ერთი კასტიდან მეორეში. წმიდათა - წმიდად არის გამოცხადებული სხვა ათასგვარი შეზღუდვა და აკრძალვები, საზოგადოებრივი“ ოჯახური თუ ინდივიდუალური ყოფა-ცხოვრების ადათწესი, მისი ასპექტი. ამ საკითხებში შემწყნარელობის თაობაზე, ორთოდოქს ჰინდუსთან ლაპარაკი სრულიუად ზედმეტია.
სწორედ ამ გარემოების გამო თანამედროვე ინდოეთის შეწავლისას ჰინდუიზმის პრობლემას უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით. აქ ყოველ ნაბიჯზე ისეთ მოვლენებს ვაწყდებით, რომელთა ახსნა-გაგებაც, ჰინდუზმის ცოდნის გარეშე, შეუძლებელია. სწორედ ეს გარემოება გახლდათ ის მთავარი მიზეზი, რამაც გვიბიძგა ეს წიგნი დაგვეწერა. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით: - იმისათვის, რომ ადამიანი ღრმად ჩაწვდეს ინდოეთის ცხოვრებას, მის კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას, რამდენადმე მის პოლიტიკასა და ეკონომიკასაც, საჭიროა საფუძვლანდ გაეცნოს ჰინდუიზმს, რაც უფრო ღრმა იქნება ეს ცოდნა, მით უკეთესია. მართალია ჩვენი წიგნი უშუალოდ ინდურ რელიგიას არ ეხება, მაგრამ იძულებული ვართ წიგნის ყოველ თავში, მასზეც ვისაუბროთ, ვინაიდან, დღემდე ინდოეთის ცხოვრებასა და კულტურაში, ის მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ინდოეთის მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს (ცხადია დღეს ეს სურათი გარკვეულ წილად შეიცვალა მთ ნ. კ.) მაგრამ ჯერჯერობით, რელიგიის როლი, მათ შორის ჰინდუიზმის, მეტად მნივნელოვანია. მართლა, ინდოეთის დიდი ქალაქები სულ უფრო და უფრო თავისუფლდებიან რელიგიური შეზღუდვებისაგან, მაგრამ სოფლებში, სადაც ხალხი განსაკუთრებით გაუნათლებელია, ჰინდუიზმი მთელი სისასვსით განაგრძობს არსებობას. ახალი იდეები ძალიან ძნელად იკაფავენ გზას ინდოეთში. ზღუდეები კი, რომლებიც ჰინდუიზმმა აღმართა თავისი მიმდევრების სოფლური დასახლებების გარშემო, ჯერ კიდევ მტიკიცე და მაღალია.
თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა, თანამედროვეობის ზეგავლენა აქაც იგრძნობა. მაჰატმა განდის ტიპის განმანათლებლურმა მოღვაწეობამ, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვევებამ, ყველა პირობა შექმნა რათა,თანდათან შეიცვალოს ინდოეთის სოფლის ცხოვრება, ამაღლდეს მისი მატერიალური და კულტურული დონე, რასაც ჰინდუიზმი მუდამ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას.
დროთაგანმავლობაში, ინდოეთში, ასევე წარსულს ჩაბარდება ბევრი ისთი, რაც ჯერ არსებობს. ნებისმიერი მცდელობა თანამედროვე ჰინდუიზმის სრული განმარტებისა წარუმატებლად დამთავრდება, თუ არ მოვიშველიებთ მისი ისტორიული განვითარების საფუძვლიან ანალიზსს, რადგან ამ მოძღვრების დიდი ნაწილი იმ ტრადიციას ეფუძვნება, რომელიც უხსოვარ დროიდან მომდინარეობს. ამიტომ ჩვენს წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ჰინდუიზმის განვითარების საშუალო საუკუნეების პერიოდს, ასევე მისი ისტორიის იმ ეტაპებსაც, რომლებიც ჰინდუიზმის წარმოქმნის წინსწრებია, ანუ ინდოეთის წინარე ისტორიას, ვედურისა და ბრაჰმანიზმის პერიოდებს, მეტადრე, რომ სწორედ ამ ორი მოძღვრებისა და არაარიული ზეგავლების შედეგადაც, წარმოიშვა ჰიდუიზმი. თუკი მისი რომელიმე ასპექტი მკითხველისათვის, სრულიად გასაგები არ აღმოჩნდა, ნუ აჩქარდება და ავტორების უმეცრებას ნუ მიაწერს, რადგან ინდოეთის ისტორიაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც დღემდე მეცნიერულად აუხსნელია და შეუსწავლელი. ჰიდუიზმის განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა მისი მრავალგვარობა (მრავალსახიობა), მისი კავშირი ადამიანის ყოფა - ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროსთან, როგორც წესი, რაც არაერთხელ აღინიშნა, ყველა მცდელობა ჰინდუიზმის ამოწურავად აღწერისა, წარუმატებლად დამთავრდა, ვინაიდან ამ ცდებს ცალკეული პირები აწარმოებდნენ, და როგორც ირკვევა, არცერთ მათგან ძალა არ ეყო მრტო ჩაწვდომოდა „ზღვა“ მასალას. ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს საკითხი კოლექტიურად შეგვესწავლა და წიგნი თემის შესაბამისად თავებად დაგვეყო. თუმცა, ვერც ჩვენ შევძელით სათანადოდ და ამომწურავად გაგვეშუქებინა ჰინდუზმის ყველა საინტერესო და მნიშნელოვანი ასპექტი და ზოგი მათგანი დასკვნით „კალეიდოსკოპში” მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ზოგიერთი თემა კი,უბრალოდ გამოვტოვეთ. მაგრამ ყველა შემთხვევაში, წინამდებარე წიგნი, ჰინდუიზმისადმი მიძღვნილი, პირველი ჩეხური პუბლიკაციაა, რომლითაც ცხადია არ ამოიწურება ჩეხი მეცნიერების წვლილი, ყველა აქ დასმლი საკითხის შესწავლაში: - მათ მიერ თარგმნილია ძველი და ახალი ინდური ლიტერატურის ნიმუშები, ჩეხურ ენაზე გამოიცა რადჰაკრიშნანის (ინდოეთის პირველი პრეზიდენტი) ფუძემდებლური შრომა - „ინდური ფილოსოფია”, გამოქვეყნებილია ასევე მრავალი მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომი თუ მეცნიერული გამოკვლევა და სხვა. რათა, არ დაიბნეს მკითხველი, მას შევახსნებთ, რომ ჩვენი აზრით ერთნაირად უნდა იწერებიდეს ის სიტყვები და სახელები, რომლებიც ძველა და ახალ ინდურ ენებზე, სხვადასხვაგვარად ჟღერს. მაგალითად არა „კრიშანი და რამი” უნდა ვწეროთ (როგორც ჰინდისა და ბენგალიურ ენებზე ჟღერს), არამედ „კრიშნა და რამა”, როგორც ეს ძველ ინდურ-სანსკრიტულ (სანსკრიტზე) ენაზე წარმოითქმის.
დასასრულ, მკითხველს, ასევე გვსურს შევახსენოთ, რომ წიგნში მოტანილი ზოგიერთი ფაქტის გამო, ნუ განიმსჭვალება ქედმაღლობითა და უპირატესობის განცდით, ინდოეთისა და მისი ხალხისადმი (რაც ძალზე ცუდია და უმართებულო), რამეთუ მსიფლიოს ნებისმიერი რელიგიის ისტორიაში მოიპოვება ფურცლები, რომელთა გაცნობაც თანამედროვე ადამიანს სულაც არ აღაფრთოვანებს. ბოლოსდაბოლოს ჰინდუიზმს, თუნდაც „წმინდა ინკვიზიციის” მსგავსი, არაფერი ჩაუდენია, არასოდეს სხვა ქვეყანას თავს არ დასხმია და არც იარაღის შექმნა უქია ოდესმე, არ გაუჩაღებია რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის ცეცხლი. ჩვენ კი, როგორც ინდოლოგები, დიდი პატივით და სიყვარულით ვართ გამსჭვალლული ინდოეთისადმი და თუ გულახდილად ვწერთ მის უარყოფით მხარეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა თანამედროვე ინდოეთში, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზი გავისვათ მიშნელობას იმ ბრძოლისა, რომელშიც ჩაბმულია ინდოელი ხალხი, საკუთარი, უფრო ნათელი მომავლისათვის.





წიგნის წაკითხვა

წიგნის გადმოწერა


The National Library of Georgia



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий