вторник, 10 сентября 2013 г.

სინის მთა (სინას ან სინაის მთა) / A History of St. Catherine's Monastery In Egypt's Sinai


სინის მთა (სინას ან სინაის მთაარაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. ბიბლიის მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისაკენ მიჰყავდა და ათი მცნება გადასცა.
ქრისტიანები ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.
სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდანგეთსიმანიიდანგოლგოთიდანპალავრიდანსაბაწმიდიდან და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.
სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იოანე მინჩხს. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინის მთაზე იღწვოდნენ მიქაელ ფანასკერტელიიოანე კუმურდოელიიოანე სინელი და სხვა მრავალი.
სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.
ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინის მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო სათანადოდ შესწავლილი არ არის.


The Sinai Peninsula or Sinai (Arabicسيناء‎ Sīnāʼ Egyptian Arabicسينا SīnaIPA: [ˈsiːnæ]) is a triangular peninsula in Egypt about 60,000 km2(23,000 sq mi) in area. It is situated between the Mediterranean Sea to the north, and the Red Sea to the south, and is the only part of Egyptian territory located in Asia as opposed to Africa, effectively serving as a land bridge between two continents. The bulk of the peninsula is divided administratively into two of Egypt's 27 governorates (with three more straddling the Suez Canal area), and has a population of approximately 500,000 people. In addition to its formal name, Egyptians also refer to it asأرض الفيروز (Arḍ ul-Fairūz), "the Land of Turquoise". The ancient Egyptians called it Mafkat, or "land of the green minerals".[1]
The region has historically been the centre of conflict between various states, based largely on its strategic geopolitical location. In addition to periods of direct rule by Egyptian governments (including the Ayyubids, the Mamluks, the Muhammad Ali Dynasty, and the modern Egyptian republic), it was like the rest of Egypt, also occupied and controlled by the Ottoman Empire, and the United Kingdom (which occupied Egypt from 1882 until 1956). Israel invaded and occupied Sinai during the Suez Crisis (known in Egypt as the Tripartite Aggression) of 1956, and during theSix Day War of 1967. On 6 October 1973, Egypt launched the October War to liberate the peninsula, which was the site of fierce fighting between Egyptian and Israeli forces. In 1982, after the Israel-Egypt Peace Treaty of 1979, Israel withdrew from the entirety of Sinai. Today, Sinai has become a tourist destination due to its natural setting, rich coral reefs, and biblical history. Mount Sinai is one of the most religiously significant places in Abrahamic faiths.



































More:http://ka.advisor.travel/poi/2416


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий