უცნაურია მაგრამ კომპიუტერების გავრცელებამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში მართლწერის გაუარესებას.
საბედნიეროდ ერთი გერმანელი მეცნიერის ჭკვიანური გამოგონება დაგვეხმარება თავი ავარიდოთ ამ პრობლემას.
„Lernstift" (გერმ: სასწავლო კალამი) არის ჩვეულებრივი კალამი, ერთი განსხვავებით, მის აგებულებაში დამატებულია პატარა კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს აფრთხილებს მართლწერის შეცდომებზე.
საბედნიეროდ ერთი გერმანელი მეცნიერის ჭკვიანური გამოგონება დაგვეხმარება თავი ავარიდოთ ამ პრობლემას.
„Lernstift" (გერმ: სასწავლო კალამი) არის ჩვეულებრივი კალამი, ერთი განსხვავებით, მის აგებულებაში დამატებულია პატარა კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს აფრთხილებს მართლწერის შეცდომებზე.
დანიელ კაისმახერი, „Lernstift" -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს : „ძირითადად კალამი შეიცავს ორ რეჟიმს, კალიგრაფიის რეჟიმი, რომელიც გეხმარება გაასწორო ასოები, და ორთოგრაფიული რეჟიმი რომელიც ვიბრირებს როცა სიტყვა იწერება არასწორად."
ჩამონტაჟებული ლინუქსის კომპიუტერი შეიცავს ვიბრირების მოდულს და ჯერ დაუპატენტებელ არა-ოპტიკურ მოძრაობის სენსორს, რომელიც აღიქვამს კალმის მოძრაობას და შესაბამისად ასოებს და სიტყვებს.
უფრო დეტალურად, კალამი შეიცავს სამი სახის სენსორს:
1.გიროსკოპი - მიმართულების აღმქმელი
2.აქსელერომეტრი - გადაადგილების მანძილის მაჩვენებელი
3.მაგნეტომეტრი - მაგნიტური ველის სიძლიერისა და მიმართულების გასაზომი
ეს ყველაფერი საკმარისია რათა კალამმა ამოიცნოს ასოები როგორც ფურცელზე, ასევე ჰაერში დაწერისას, ხოლო ჩაშენებული Wi-Fi საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ სმართფონებსა და კომპიუტერებს, ან სხვა კალმებს.
როგორც ცნობილია ამ კალმების სკოლებში გასინჯვა დაიწყება მომავალი წლიდან. ჯერჯერობით კალამი მხოლოდ ინგლისურ და გერმანულენოვანი მომხმარებლისთვისაა შექმნილი. კალამი საშუალოდ $160-200 ეღირება. სამომავლოდ კი შესაძლებელი იქნება ამ ფასის გამეოთხედება.
დასასრულს კი გეტყვით რომ ამ კრეატიულ იდეას საფუძვლად უდევს დანიელის მეუღლის ჩივილი, რომლის მიზეზიც მათი შვილის არა-ორთოგრაფიულობა გახლდათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий