აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტო DARPA-ს დავალებით მეცნიერებმა შექმნეს მინიატიურული სანავიგაციო ჩიპი, რომელიც GPS-ის სიგნალის გარეშეც მუშაობს. მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტთა მიერ შექმნილი ახალი ჩიპი განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ავიაციაში გამოსაყენებლად, რომელსაც უნდა შეძლოს მოქმედება GPS-ის სიგნალის გამორთვის შემთხვევაშიც.
მცირე ზომის ჩიპი – ის თავისუფლად ეტევა მონეტაზე – შეიძლება იქნეს გამოყენებული მრავალ სფეროში: სტრატეგიული ბომბდამშენის ნავიგაციის სისტემით დაწყებული და საავიაციო რაკეტებისა და მინიატიურული უპილოტო საფრენი აპარატების დამიზნების სისტემით დამთავრებული.
10 კუბური მილიმეტრის მოცულობის მიკროჩიპი დამზადებულია კაჟის დიოქსიდისაგან. ესაა მინიატიურული პოზიციონირების ინერციული მოწყობილობა – შემოკლებულად „TIMU". რამდენიმე თმის ღერის სისქის მიკროჩიპი შეიცავს ავტონომიური ნავიგაციისათვის საჭირო ყველა კომპონენტს: ჰიროსკოპს, აქსელერომეტრსა და მაღალი სიზუსტის საათს. ეს იძლევა საჭირო წერტილიდან ტრაექტორიის აგებისა და, შესაბამისად, მაღალი სიზუსტით (კონკრეტული პარამეტრები ჯერ ცნობილი არ არის) ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას.
10 კუბური მილიმეტრის მოცულობის მიკროჩიპი დამზადებულია კაჟის დიოქსიდისაგან. ესაა მინიატიურული პოზიციონირების ინერციული მოწყობილობა – შემოკლებულად „TIMU". რამდენიმე თმის ღერის სისქის მიკროჩიპი შეიცავს ავტონომიური ნავიგაციისათვის საჭირო ყველა კომპონენტს: ჰიროსკოპს, აქსელერომეტრსა და მაღალი სიზუსტის საათს. ეს იძლევა საჭირო წერტილიდან ტრაექტორიის აგებისა და, შესაბამისად, მაღალი სიზუსტით (კონკრეტული პარამეტრები ჯერ ცნობილი არ არის) ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას.
DARPA-ს სპეციალისტთა ჩანაფიქრით, ინერციული სანავიგაციო სისტემის ახალმა მიკროჩიპმა GPS-ის მოწყლადობის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს.
უფრო მეტიც, ახალი მიკროჩიპი დიდ დატვირთვაზეა გათვლილი, ამიტომ შეიძლება მისი გამოყენება მაღალი სიზუსტის იარაღში, პერსპექტიული მცირე გაბარიტის ბომბების, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატის („კამიკაძე") ჩათვლით. უფრო მოსალოდნელია, რომ ინერციული სანავიგაციო სისტემა ახალი ჩიპით გამოყენებულ იქნება მოწინავე მძიმე იარაღისათვისაც – ფრთიანი რაკეტა JASSM-ER 900 კმ-მდე სიშორეზე სროლით. ასეთ დისტანციაზე ინერციული სანავიგაციო სისტემის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე GPS-სა, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მიზნის ვიზუალური ამოცნობის თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით. მაგალითად, რაკეტა JASSM ან BGM-109 Tomahawk ფრენის საწყის და საშუალო უბანზე შეიძლება დაეყრდნოს ინერციული სანავიგაციო სისტემისა და GPS-ის კომბინაციას, ხოლო რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ან GPS-სპუფინგის რისკის შემთხვევაში გამოიყენოს მხოლოდ ინერციული სანავიგაციო სისტემა. ამასთანავე, დამიზნების ათეული ან ასეული მეტრის შეცდომის კომპენსირება შესაძლებელია დამიზნების „ჭკვიანი" სისტემის ხარჯზე, რომელიც ადარებს თბოვიზორიდან ან რაკეტის რადარიდან მიღებულ სურათს მეხსიერებაში ჩადებულ მიზნის გამოსახულებას. ეს იძლევა საჭირო მიზნის – სამრეწველო ობიექტის, საზენიტო-საარტილერიო კომპლექსის პოზიციის, აეროდრომის და ა.შ. – ავტონომიურად აღმოჩენისა და დამიზნების საშუალებას.
რა თქმა უნდა, ახალი მიკროჩიპი GPS-ს არსებული ნავიგაციის თანამგზავრულ სისტემის კი არ შეცვლის, არამედ იქნება მისი დამატება. მაგრამ TIMU-მა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს სამხედრო საქმის ზოგიერთ ასპექტზე. ჯერ ერთი, გაუმჯობესდება ნავიგაცია ქალაქის რთულ პირობებში, სადაც თანამგზავრულ სიგნალს მრავალრიცხოვანი დაბრკოლება უშლის. მეორეც, გაიზრდება უპილოტო საფრენი აპარატების უსაფრთხოება, თუ ის დაეყრდნობა ნავიგაციის ავტონომიურ სისტემას და არა GPS-ის სიგნალს, რომელიც შეიძლება ჩაახშო ან შეცვალო ეგრეთ წოდებული „GPS-სპუფინგის" მეშვეობით. დაბოლოს, წარმოიქმნება სროლის მაღალი სიზუსტის მქონე იაფი საბრძოლო მარაგის შექმნის შესაძლებლობა. გამორიცხული არ არის, რომ მოხერხდება ახალი სენსორის ინტეგრირება სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვთან, ყველაზე მცირე კალიბრის (25-35 მმ) ჩათვლით. ეს კი არსებითაც გააუმჯობესებს საარტილერიო ცეცხლის სიზუსტესა და ეფექტურობას სროლის ზღვრულ დისტანციაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий