ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენების ჯგუფი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თანაც შესაძლებელია ამ პროცესის მართვა ხელმისაწვდომი პრეპარატების, კერძოდ – ანტიბიოტიკების, მეშვეობით.
შვეიცარიელი მეცნიერების მიერ პირველად აღმოჩენილია მიტოქონდრიების შიგნით მოქმედი მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს, რაც, სულ მცირე, ლაბორატორიის პირობებში და სამოდელო ორგანიზმებზე – მატლებზე, ნემატოდებსა და თაგვებზე – დასტურდება. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ინდივიდისათვის ანტიბიოტიკის შეყვანამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს ცხოველისა და, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე.
რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე სახეობის ერთგვაროვან პოპულაციაში ზოგიერთი ინდივიდი სამჯერ უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე სხვა. მეცნიერებს ეს კითხვა მრავალი საუკუნის მანძილზე აწუხებდათ. შვეიცარიელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოახერხეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოვლენილია მექანიზმი, რომლის დარღვევა არტიბიოტიკების მეშვეობითაც ზრდის ნემატოდის სიცოცხლის ხანგრძლივობას 1,6-ჯერ. იგივე მექანიზმის წყალობით თაგვს დამატებით 250 დღის სიცოცხლე უმატება (ჩვეულებრივ ის 365-900 დღე ცოცხლობს).
ეს მექანიზმი მიტოქონდრიის, ანუ ორგანელის, შიგნით მუშაობს, რომელიც გარდაქმნის საკვებ ნივთიერებებს ცილასა და ადენოზინტრიფოსფატმჟავად, რომელიც კუნთის ენერგიის წყაროა. მეცნიერებმა გააანალიზეს სხვადასხვა სიცოცხლის ხანგრძლივობის თაგვის გენომი და აღმოაჩინეს სამი გენისაგან შემდგარი ჯგუფი, განლაგებული ქრომოსომა ნომერ ორზე, რომელიც აქამდე არ განიხილებოდა, როგორც მიზანი დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორების ძიების პროცესში. მაგრამ გაზომვამ აჩვენა, ამ სამი გენის ექსპრესიისა და, მაშასადამე, მათ მიერ კოდირებული ცილის რაოდენობის 50%-ით შემცირება თაგვებს „ზედმეტ" 250 დღის სიცოცხლეს უმატებს.
შემდეგ მეცნიერებმა თავისი აღმოჩენა ნემატოდებზე შეამოწმეს: იგივე ცილის წარმოების შემცირებას აგრეთვე მოჰყვა სიცოცხლის გახანგრძლივება 60%-ით (ანუ ჩვეულებრივი 19 დღიდან 30 დღემდე). მთლიანობაში კვლევამ აჩვენა, რომ მიტოქონდრული რიბოსუმული ცილის (MRP) არსებობა სიცოცხლის ხანგრძლივობის უკუპროპორციულია. ამ ცილის რაოდენობის შემცირება შეიძლება ხელმისაწვდომი პრეპარატების, კერძოდ – ანტიბიოტიკების, მეშვეობით. სამწუხაროდ, ამ ხერხით შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდა ინდივიდის სიცოცხლის გახანგრძლივება; ანალოგიური თერაპია ზრდასრულ ინდივიდზე არ მოქმედებს.
შვეიცარიელ მეცნიერთა აღმოჩენა ბრწყინვალე პერსპექტივის მომასწავებელია სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით. ახალი მექანიზმი მარტივია და არა მარტო სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ იძლევა დიდი ხნის მანძილზე ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებასაც. ასე, იმ ნემოდებმა, რომლებსაც თერაპია ჩაუტარდა, გაცილებით უფრო დიდხანს შეინარჩუნეს „კარგი ფორმა", გამოირჩეოდნენ თავის თანამოძმეთაგან უფრო მაღალი ამტანობის უნარითა და კუნთების სიძლიერით.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მექანიზმი მუშაობს სხვა ძუძუმწოვრებთანაც, მათ შორის ადამიანთან. მართალია, ჯანმრთელი ცხოვრების გამახანგრძლივებელი თერაპიის შექმნა რთულ და ხანგრძლივ კვლევას მოითხოვს. ჯერ ერთი, თერაპია ჩასატარებელია ახალგაზრდა ორგანიზმის მკაცრად განსაზღვრულ პერიოდში, ეს პერიოდი კი ადამიანის შემთხვევაში განსაზღვრული ჯერ არ არის. მეორეც, ადამიანებზე ჩატარებული თერაპიის შედეგების მისაღებად საჭიროა სტატისტიკის შეგროვება ის პერიოდისათვის, რომელიც ცდისპირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლია. მაგრამ, სავარაუდოდ, მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იქნებ

Комментариев нет:
Отправить комментарий