ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ С ვიტამინს ძალუძს ტუბერკულოზის ყველაზე საშიში შტამების – MDR-TB და XDR-TB – განადგურება, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება. დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ С ვიტამინის ტუბერკულოზის ბაქტერიებს კლავს ეგრეთ წოდებული „ფენტონის რეაქციის" მეშვეობით. ჩვეულებრივ ესაა რკინის იონების რეაქცია წყალბადის ზეჟანგთან. ქიმიკოსები ამ რეაქციას ორგანული ნივთიერებების გასანადგურებლად იყენებენ. С ვიტამინის შემთხვევაში ფენტონის რეაქციას მოჰყვება ჟანგბადის მაღალიაქტიური ფორმების წარმოქმნა, რომლებიც კლავს ტუბერკულოზურ ინფექციას.
2011 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადებული იყო 8,7 მილიონი ადამიანი, 1,4 მილიონი გარდაიცვალა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მატულობს ტუბერკულოზის ისეთი შტამების რაიცხვი, რომლებიც მკურნალობაზე არ რეაგირებს: დაახლოებით 650 ათას ავადმყოფს აქვს შტამი ეგრეთ წოდებული „მრავლობითი რეზისტენტულობით" წამლის მიმართ – MDR-TB, რომელთაგანაც 9% ხასიათდება „ფართო რეზისტენტელობით" – XDR-TB. ამასთანავე, ტუბერკულოზით გარდაცვალების 95% აღინიშნება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მრავალი ქვეყნის მეცნიერი მუშაობს.
ეშივას უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავისი აღმოჩენა გააკეთეს ერთ-ერთი ანტიტუბერკულოზური პრეპარატის, იზონიაზიდის, მიმართ ტუბერკულოზის მდგრადობის შესწავლის პროცესში. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ იზონიაზიდს – ტუბერკულოზის მდგრად ბაქტერიებს – აქვს მოლეკულის დაქვეითებული დონე – ეგრეთ წოდებული „mycothiol". მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ეს დაკავშირებულია ამიმოჟავა „ცისტეინის" არსებობასთან და დაუმატეს ეს ამინომჟავა იმის იმედით, რომ დააკვირდებოდნენ იზონიაზიდის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტულობის ჩამოყალიბებას. მათი ვარაუდით, ცისტეინი მოქმედებმა, როგორც აღმდგენი, რომელიც აამოქმედებს ჟანგბადის აქტიური ფორმების შემუშავებას, რომლებიც, თავის მხრივ, ბაქტერიის დნმ-ს აზიანებს.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა გაიმეორეს ექსპერიმენტი იზონიაზიდისა და სხვადასხვა აღმდგენის, მათ შორის С ვიტამინის, გამოყენებით. საოცარია, მაგრამ იზონიაზიდისა და С ვიტამინის შეხამებამ სწრაფად და ეფექტურად გაანადგურა ტუბერკულოზის ბაქტერიები, მათ შორის MDR-TB და XDR-TB.
რაც მთავარია, С ვიტამინი არის იაფი, ხელმისაწვდომი და სწორი დოზის შერჩევის შემთხვევაში უსაფრთხო. ამრიგად, შეიძლება მისი გამოყენება, რომ დამატებითი საშუალებისა ერთ-ერთი უმძიმესი ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას.

Комментариев нет:
Отправить комментарий