აღნიშნული მოწყობილობა ჰგავს ტრიკოდერს ფანტასტიკური სერიალიდან Star Trek; ფილმში უნივერსალური სკანერი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. მოწყობილობა სახელწოდებით „Scout" შეიმუშავა ამერიკულმა ფირმა „Scanadu"-მ ეიმსის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან (ნასა), რომელიც განლაგებულია მანტინ-ვიუში, კალიფორნიის შტატში. „Scout"-ს შეუძლია ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა, ტემპერატურის, გულის შეკუმშვის სიხშირისა და რითმის, სისხლში ჟანგბადის დონისა და სტრესის დონის ჩათვლით.
სკანერის ავტორის, ვალტერ დე ბრაუერის თქმით, მსგავსი სკანერის შექმნის იდეა მას გაუჩნდა მაშინ, როცა მისი ვაჟი საავადმყოფოში იწვა და ის თვალს ადევნებდა მისი ცხოველმოქმედების პარამეტრების მაკონტროლებელ მონიტორებს. „Scout"-ის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორც სტაციონარული სამედიცინო ხელსაწყოებისა, მაგრამ კლინიკაში გამოყენებული მოწყობილობისაგან მას განასხვავებს მცირე ზომა და მომხმარებლის სმარტფონთან სინქრონიზირების შესაძლებლობა, რაც იძლევა დაკვირვების სტატისტიკის შეგროვებისა და, ამდენად, ანომალიის გამოვლენის საშუალებას.
ამ სკანერის გამოყენება შეიძლება ყველგან, მათ შორის შინაც. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უსაფრთხოების ამაღლებას, მაგალითად, ჰიპერტონიით დაავადებულთა. ჯერ-ჯერობით ამ ტექნიკური სიახლის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ უკვე შეიძლება მისი დარეზერვირება ავტორის საიტზე. scanadu
cnn
Комментариев нет:
Отправить комментарий