ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმატებით შეიმუშავეს ხელოვნური ორგანელა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგბადის ტოქსიკური ნაერთების – თავისუფალი რადიკალების – დონის შემცირებას. ამის წყალობით დაისახა ისეთი მაღალი ეფექტურობის სამკურნალო პრეპარატების შემუშავების გზა, რომლებიც უშუალოდ ცოცხალი უჯრედის შიგნით იმუშავებს. ამ ძალიან პერსპექტიული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში „Nano Letters".
ჟანგბადის თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში წარმოიქმნება ან როგორც მეტაბოლიზმის გვერდითი პროდუქტი, ანდა ყალიბდება გარემოს ისეთი ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა ულტრაიისფერი სხივები და სატრანსპორტო გამონაყოფი. ჩვენ ორგანიზმს აქვს განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც აღმოფხვრის ტოქსიკურ თავისუფალ რადიკალებს; ესაა ეგრეთ წოდებული „ორგანელა", „პერიქსისომა" – უჯრედის კომპონენტი, რომელიც მიტოქონდრიებთან ერთად არის უჯრედში ჟანგბადის უტილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. მაგრამ თუ თავისუფალ რადიკალთა კონცენტრაცია ძალიან მაღალია – მაგალითად, ცუდი ეკოლოგიური გარემოს გამო, ანტიოქსიდანტური დაცვის ბუნებრივი მექანიზმი პრობლემას ვეღარ ერევა და ადამიანი ჟანგვით სტრესს განიცდის. ამის შედეგად ვითარდება მრავალი დაავადება, მათ შორის კიბო და ართრიტი. აქამდე თავისუფალი რადიკალების სიჭარბისაგან დაცვის უზრუნველმყოფი წამლის შექმნის მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული არ იყო, მაგრამ ახლა შვეიცარიელმა მეცნიერებმა, როგორ ჩანს, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოახერხეს.

ხელოვნური ორგანელის, პერიქსისომას შიგნით აქტიური თავისუფალი რადიკალი წყლად და ჟანგბადად გადაიქცევა.
პროფესორმა კორნელია პალივანმა (Cornelia G. Palivan) და მისმა კვლევითმა ჯგუფმა შექმნეს ხელოვნური პერიქსისომა, რომელსაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ბუნებრივ მექანიზმს. მკვლევარებმა მოახერხეს უჯრედოვანი ორგანელას ანალოგის შექმნა განსაკუთრებული პოლიმერული ნანო-კაფსულის საფუძველზე. ეს ნანო-კაფსულა შეიცავს ორი ტიპის ფერმენტს, რომელიც ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებს წყლად და ჩვეულებრივ ჟანგბადად გადააქცევს.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა წარმატებით შეამოწმეს ხელოვნური ორგანელას მუშაობის უნარი ცოცხალი უჯრედის შიგნით: ცოცხალმა უჯრედმა წარმატებით გაუძლო ხელოვნურ პერიქსისომათა „ჩასახლებას", რომლებიც, თავის მხრივ, ეფექტურად ეხმარებოდა ბუნებრივ პერიქსისომებს ჭარბი თავისუფალი რადიკალების გადამუშავებაში.
გასაგებია, რომ ხელოვნური ორგანელას ფართო გამოყენებამდე სულ მცირე ათეული წელი გვაშორებს, ვინაიდან ყოველმხრივი გამოცდაა ჩასატარებელი. ამასთანავე, ლაბორატორიაში ხელოვნურ ორგანელას სხვა უჯრედოვან პროცესებზე რაიმე სახის გავლენა არ მოუხდენია – უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ თავისუფალ რადიკალთა დამატებითი გადამუშავება.
შვეიცარიელ მეცნიერთა აღმოჩენას უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ბიოტექნოლოგიის სფეროში მომუშავე მკვლევართა უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ისეთი პრობლემა, როგორიცაა დაბერება, საბოლოო ჯამში დაძლეული იქნება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლებაა თავისუფალი რადიკალები – დაბერებისას თავისუფალი რადიკალების დონე იზრდება, რაც მიჩნეულია ადამიანის ორგანიზმის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად. გარდა ამისა, დიდი ქალაქის მოსახლეობას, მწეველებსა და ზოგადად ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოქსინების ზემოქმედებას განიცდის, სჭირდება მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ძალუძს თავისუფალი რადიკალების დაშლა და, შესაბამისად, მძიმე დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება.
Комментариев нет:
Отправить комментарий