2012 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ თამარაშვილის რეპრინტის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“
პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით.
„ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ მოგვითხრობს, როგორ გავრცელდა კათოლიკობა საქართველოში, როგორ და რა პირობით მოღვაწეობდნენ კათოლიკე მოძღვრები, რამდენად ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა. წიგნი ასევე აღწერს, საქართველოში კათოლიკობის ისტორიასთან დაკავშირებული XIII – XX საუკუნეებში განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. მასში წარმოდგენილია ისტორიული საბუთები თავისი განმარტებებით.
წიგნის ავტორი, მიქელ თამარაშვილი ახალციხეში დაიბადა. სასულიერო განათლება ევროპაში მიიღო. თბილისში კი ის კათოლიკური ეკლესიის მღვდლად განაწესეს. მისი აშკარად პროქართული ქადაგებები მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის ცარისტული რეჟიმისთვის, ამიტომ თამარაშვილს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს და დედაქალაქიდან გააძევეს. თამარაშვილმა საქართველო დატოვა და იტალიაში გაემგზავრა, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი გახდა. თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს მიქელ თამარაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტული მემკვიდრეობის მოძიება-დაცვაში.
”ქართველ მეცნიერთა შორის დღემდე არ შენელებულა ინტერესი მიქელ თამარაშვილის მოღვაწეობის მიმართ და საქართველოს ბიბლიოთეკაში აღნიშნული ნაშრომი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორის სახელდება.”- განმარტავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. Tabula
წიგნი PDF ფორმატში
- წინასიტყვაობა
- თავი I ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
- თავი I I ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში
- თავი III ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
- თავი lV ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში
- თავი V XVII საუკუნის ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა(1600-1640)
- თავი VI ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში
- ნაწილი პირველი კათოლიკობა გურიაში
- ნაწილი მეორე კათოლიკობა სამეგრელოში
- ნაწილი მესამე კათოლიკობა იმერეთში
- თავი VII ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)
- თავი VIII ქართველი კათოლიკენი XVIII საუკუნეში
- თავი IX სამცხის ქართველი კათოლიკენი XVIII საუკუნეში
- თავი X ქართველი კათოლიკენი XIX საუკუნეში
წიგნი PDF ფორმატში
Комментариев нет:
Отправить комментарий