კვლევა სოიაზე ჩატარდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი შედეგები შეიძლება ვრცელდებოდეს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სასურსათო მცენარეზე.
ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოზონი ატმოსფეროს ზედა ფენებში მდებარეობს და იცავს დედამიწას ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მაგრამ ქვემოთ, ანუ დედამიწის ზედაპირთან, ოზონი არის დამაბინძურებელი, რომელმაც, როგორც ახლა გაირკვა, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
ოზონი ქიმიურად აქტიური ნივთიერებაა, ის ადვილად შედის რეაქციაში უჯრედოვან მემბრანასა და სხვადასხვა ცილასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სასუნთქი ორგანოების დაზიანება. ოზონი ზიანს აყენებს მცენარეებსაც – ანელებს ფოტოსინთეზს და აჩქარებს დაბერებას. ამის შედეგად მცენარე ნაკლებ ნახშირდაბს შთანთქავს, რაც მოსავლიანობას ამცირებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს, რომ ოზონით დაბინძურების მიმდინარე დონე უკვე საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ შესამჩნევად დააზარალოს სოფლის მეურნეობა. მცენარეში ოზონი ქიმიურ რეაქციას ძალიან სწრაფად იწვევს – მცენარის შიგნით (ფოთლების შესართავით) მოხვედრისთანავე. ამის შედეგად შეიძლება ჟანგბადის სხვა რადიკალები, აგრეთვე წყალბადის ზეჟანგი შეიქმნას. საბოლოო ჯამში კასკადურ რეაქციათა რიგს მოჰყვება ფოტოსინთეზისა და შესართავთა გამტარობის შემცირება. ოზონის საკმარისად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში მცენარე იღუპება – ამის ნათელი მაგალითია „დამწვარი“ და შავი ნეკროზული ფოთლები.
მეცნიერებმა შეისწავლეს სოიას 7 სხვადასხვა გენოტიპი ოზონის კონცენტრაციის 8 დონის პირობებში (38 ნაწილიდან ერთ მილიარდზე 200 ნაწილამდე ერთ მილიარდზე). ეს უკანასკნელი დონე ძალიან მაღალია, მაგრამ ხშირია ჩინეთისა და ინდოეთის დაბინძურებულ რაიონებში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ოზონის კონცენტრაციის ნებისმიერი მომატება იწვევს ნეგატიურ შედეგებსა და სოიას მოსავლიანოს შემცირებას: დაახლოებით ნახევარი ბუშელით ერთი აკრიდან (36 ლ 0.4 ჰა-დან) მილიარდის თითოეულ დამატებით ნაწილზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოზონის კონცენტრაცია იზრდება, გამოდის, რომ ყოველწლიურად დანაკარგს ემატება 15 ბუშელი ერთი აკრიდან. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ოზონის კონცენტრაციის შემდგომი ზრდა ამავე ტემპით 2030 წლისათვის სოიას მოსავლიანობას 9-20%-ით შეამცირებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий