მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჯანსაღი წახემსება ხელს უწყობს ულუფის მოცულობის შემცირებას მომდევნო ჭამის დროს. ამ გზით შესაძლებელია მოხმარებული პროდუქტების საერთო მოცულობის შემცირება და, ამდენად, წონის შენარჩუნება ან დაკლება. ასეთი დასკვნა გაკეთდა საკვებ ტექნოლოგიათა ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიკაგოში (აშშ).
ახლა საკვები პროდუქტების მწარმოებლები ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან ისეთი საკვების შექმნით, რომლის შედარებით მცირე მოცულობა (და დაბალი კალორიულობა) ადამიანს დაანაყრებს. ასეთი ინტერესი შემთხვევით არ წარმოქმნილა: საკვების მიღებას შორის წახემსება ზედმეტი წონის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. ტკბილეული, ბუტერბროდი, გაზიანი სასმელი, ჩიპსი – ყველაფერი ეს მადის აღმძვრელია. ასე ვითარდება ჭარბი წონა.
მაგრამ მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ეგრეთ წოდებული „ჯანსაღი" წახემსებაც არსებობს – მაგალითად, მიწის თხილი, ნუში, თხილი, კაკალი, მარცვლეული, რომელიც ადამიანს არა მარტო ანაყრებს, არამედ ამცირებს მომდევნო საკვების მოცულობას. ამ გზით შესაძლებელია ნორმალური წონის შენარჩუნება ანდა ზედმეტი წონის დაგდებაც.
მაგრამ მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ეგრეთ წოდებული „ჯანსაღი" წახემსებაც არსებობს – მაგალითად, მიწის თხილი, ნუში, თხილი, კაკალი, მარცვლეული, რომელიც ადამიანს არა მარტო ანაყრებს, არამედ ამცირებს მომდევნო საკვების მოცულობას. ამ გზით შესაძლებელია ნორმალური წონის შენარჩუნება ანდა ზედმეტი წონის დაგდებაც.
მეცნიერების გვირჩევენ, რომ ჩიპსების ნაცვლად ერთი მუჭა თხილი ან კაკალი მივირთვათ.
ერთ-ერთი კვლევის დროს, რომლის მონაწილეები შუადღეს რეგულარულად ნუშს ჭამდნენ, შემცირდა სადილისა და ვახშმის დროს მოხმარებული საკვების მოცულობა. მეორე კვლევაში საკვების სადღეღამისო ნორმა შემცირდა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა დაიწყეს მარცვლეულის მოხმარება. ეფექტი შესამჩნევი იყო უკვე ექვსი კვირის შემდეგ.
ახლა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სავების მიღებას შორის წახემსებისათვის ყველაზე უკეთესია მარცვლეულის ან თხილის გამოყენება, რაც იძლევა არა მარტო საჭირო ენერგიის მიღების, არამედ საკვების ძირითადი მიღების დროს კალორიების შემცირების საშუალებასაც. ერთი სიტყვით, ეს მადის „გაფუჭების" კარგი საშუალებაა. ხვათა შორის, ეს ხშირად აწუხებს ზედმეტად მზრუნველ მშობლებს. ასეთი წახემსების წყალობით დიდი ჰამბურგერისა და კარტოფილის დიდი ულუფის ნაცვლად შეძლებთ დანაყრებას მწვანე სალათითა და ხორცის შედარებით მცირე ზომის ნაჭრით.
Комментариев нет:
Отправить комментарий