ალბერტის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის სახით კოფეინის პერსპექტიულობის შემოწმების ახალ ხერხს მიაგნეს. მწერებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ კოფეინს გარკვეული პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის კიბოს უჯრედთა განადგურების ეფექტური საშუალება გახდეს.
წინა კვლევით დადგინდა, რომ კოფეინი „ერევა" კიბოს უჯრედთა ცხოველქმედებაში, კერძოდ, დნმ-ის რეპარაციის პროცესში. წარმოიქმნა კიდევაც აზრი, რომ შეიძლება კოფეინის გამოყენება ქიმიური თერაპიის პრეპარატის სახით, მაგრამ კოფეინის დიდი დოზის ტოქსიკურობის გამო ამაზე უარი ითქვა.
ფოტოზე ნაჩვენებელია თვალი ნორმალური ბუზისა (მარცხნივ) და ბუზისა გენეტიკური მუტაციით (კიბოს ანტიგენით), რომელიც ამის გამო ზემგრძნობიარეა კოფეინის მიმართ.
ახლა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს კოფეინის მიმართ მგრძნობიარე გზების, აგრეთვე დნმ-ის რეპარაციის განმსაზღვრელი გენების შესწავლაზე, რაც ძალიან პერსპექტიულია მთელი რიგი დაავადების, მათ შორის ონკოლოგიურის, მკურნალობის თვალსაზრისით. მარტივად რომ ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში დნმ-ის რეპარაციის პროცესზე ზემოქმედებისათვის საჭიროა კოფეინის დიდი დოზის გამოყენება, მაგრამ ასეთი დოზა პაციენტს მოკლავს. ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ პრობლემის მიმართ სხვა კუთხით მიდგომა და კოფეინის მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობის მიზეზის აღმოჩენა, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მაღალი ეფექტურობის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის შესამუშავებლად.
ექსპერიმენტის მსვლელობისას ალბერტის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბუზი მელანომის ანტიგენის მუტანტური გენით (MAGE) ჩვეულებრივი კვების პირობებში მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ მყისიერად გარდაიცვალა საკვებში კოფეინის დამატებისას. აღმოჩნდა, რომ „კიბოს" ბუზი ზემგრძნობიარეა კოფეინის მიმართ – კოფეინის მიღებას მოჰყვა უჯრედთა კოლექტიური თვითმკვლელობა – ეგრეთ წოდებული „აპოფტოზი".
ამ აღმოჩენის წყალობით მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა SMC5/SMC6/MAGE მულტიციკლურ კომპლექსზე პასუხისმგებელი სამი გენი; სწორედ ეს კომპლექსი არეგულირებს დნმ-ის რეპარაციის და უჯრედთა გაყოფას აკონტროლებს. კიბოს უჯრედებში ეს პროცესები დარღვეულია. თუ მოხერხდა ნორმალურ მდგომარეობაში მათი დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება კიბოს უჯრედის ნორმალურ უჯრედად გადაქცევა ან უბრალოდ განადგურება. ახლა მეცნიერებმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი წინ უკვე გადადგეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий