მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა ალკოჰოლიზმის განვითარების ალბათობას ზრდის, თუმცა აქამდე ამ პროცესის საფუძვლად მდებარე მექანიზმი ცნობილი არ იყო. მაგრამ ახლა ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის წყალობით ზოგიერთი ფაქტი უკვე გასაგები გახდა. კერძოდ, ნიკოტინის ერთჯერადი ზემოქმედებაც კი გავლენას ახდენს თავის ტვინის წახალისების სისტემაზე და აძლიერებს მასზე ალკოჰოლის ზემოქმედებას სტრესის ჰორმონის მეშვეობით.
მკვლევარებმა ბეილორის სამედიცინო კოლეჯიდან (აშშ) აღმოაჩინეს, რომ ვირთაგვა, რომელმაც ნიკოტინის ზემოქმედება განიცადა, უფრო ხშირად ცდილობს ალკოჰოლის მოხმარებას. უფრო მეტიც, თავის ტვინის წახალისების სისტემაში სიგნალების მუშაობა (კერძოდ, დოფამინის დონე) დაქვეითებულია, როცა ცხოველი, რომელმაც ნიკოტინის ზემოქმედება განიცადა, ალკოჰოლს მოიხმარს. წახალისების სისტემაში ალკოჰოლზე დაქვეითებული რეაქცია წარმოიქმნება ორი მექანიზმის მეშვეობით: სტრესის ჰორმონის საწყისი აქტივაცია და თავის ტვინში სიგნალების გადაცემის მომდევნო შეკავება. სწორედ ეს პროცესები პასუხს აგებს იმისათვის, რომ ვირთაგვამ ნიკოტინის უმნიშვნელო ზემოქმედების შემდეგაც კი მეტი ალკოჰოლი მოიხმარა. იმის გამო, რომ დოფამინის რეაქცია დაქვეითებულია, თავის ტვინი ნაკლებ სიამოვნებას იღებს ნიკოტინის შემდეგ ალკოჰოლის მიღებისაგან. ამის შედეგად ჰორმონის დამაკმაყოფილებელი დოზის აღსადგენად ორგანიზმი მეტ ალკოჰოლს მოითხოვს. ადამიანი განუწყვეტლივ ზრდის დოზას, რასაც, საბოლოო ჯანში, გალოთება მოჰყვება.
მკვლევართა აზრით, მოზარდობის პერიოდში ნიკოტინის მოხმარებამ მომავალში შეიძლება ალკოჰოლიზმის პრობლემა შექმნას. ამ შემთხვევაში მთავარია პროფილაქტიკა – მოწევის აღმოფხვრა მოზარდთა შორის. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება არა მარტო მოწევასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება, არამედ მომავალში ალკოჰოლიზმის რისკის განვითარების შემცირებაც. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სტრესის ჰორმონზე ზემოქმედებით შესაძლებელია მოზრდილთა შორის ალკოჰოლური დამოკიდებულების უფრო ეფექტურად მკურნალობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий