ბრიტანეთის ჟურნალში – „The Lancet Oncology" – გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ლათინურ ამერიკაში ყოველი 22 ონკოლოგიური ავადმყოფიდან 13 იღუპება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია აშშ-სა (37-დან 13) და ევროპასთან (30-დან 13) შედარებით. ლათინურ ამერიკაში, ფაქტობრივად, დაავადებულთა ნახევარი იღუპება; ამასთანავე, პროგნოზის თანახმად, 2030 წლისათვის ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში კიბოთი 1,7 მლნ ადამიანი დაავადდება და 1 მილიონზე მეტი გარდაიცვლება.
ამრიგად, ლათინური ამერიკა ყოველწლიურად ერთ მილიონ ადამიანზე მეტს დაკარგავს. ამჟამად ამ რეგიონში ონკოლოგიური დაავადება 1,2 მილიონ ადამიანს აქვს, რაც მსოფლიოში ონკოლოგიურ ავადმყოფთა საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენს. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამჟამად ონკოლოგიურ ავადმყოფთა 60% ცხოვრობს მექსიკასა და ბრაზილიაში, რომლებიც მიჩნეულია რეგიონის ეკონომიკურ ლოკომოტივებად.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეგატიური სტატისტიკა უკავშირდება მთელ რიგ მიზეზს. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ კიბოს აღმოჩენა ხდება გვიან, როცა პაციენტის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლისათვის გამოყოფილი სახსრების სიმცირის გამო დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები ლათინური ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელია.
მედიცინის მოდერნიზაციის გარდა, აუცილებელია აგრეთვე მოწევასთან, ლოთობასა და სიმსუქნესთან ბრძოლის გაძლიერება, როგორც ონკოლოგიური დაავადების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებთან. აუცილებელია აგრეთვე ეკოლოგიური ვითარების, კერძოდ, ჰაერისა და საკვების ხარისხის, გაუმჯობესება, გათბობის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა და ზოგადად კომფორტის ამაღლება (ბევრ ქვეყანაში საკვების აქამდე შეშაზე ამზადებენ).
თუ ეს ამოცანები არ გადაწყდა, ლათინურ ამერიკას ნამდვილი „ონკოლოგიური კატასტროფა" ემუქრება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლისათვის რეგიონში 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი 100 მილიონს გადააჭარბებს. უკვე დღეს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები რეგიონს წელიწადში 4 მილიარდი დოლარი უჯდება; ათეული წლის შემდეგ ეს ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий