კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ 29 გლობალურად მნიშვნელოვანი მარცვლეულის გარეული მონათესავე ჯიშების ნახევარზე მეტი მარცვლეულის ბანკებში სათანადოდ არ არის შენახული.
უკეთესი მარცვლეული ჯიშების გამოყვანის მცდელობისას, გლობალური შემოწმების შედეგად გამოაშკარავდა გეოგრაფიული რეგიონები, სადაც უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს 29 სახეობის მარცვლეულის გარეული მონათესავე ჯიშების შეგროვება, რათა შენახულ იქნეს მათი გენეტიკური სახესხვაობები - ჩრდილოეთ ავსტრალიისა და პორტუგალიის მნიშვნელოვან გეოლოგიურ რეგიონებში.
კლიმატური ცვლილებების წინაშე მყოფი სელექციონერები უბრუნდებიან მარცვლეულის გარეული მონათესავე ჯიშების გენომებს ისეთი თვისებების გამო, როგორებიცაა გვალვაგანმძლეობა და დაავადებების მიმართ რეზისტენტულობა. თუმცა, 455 სახეობის მარცვლეულის ველური ჯიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ 54% სათანადოდ არის წარმოდგენილი მარცვლეულის გენური ბანკების კოლექციებში, ასევე ისიც, რომ ბევრი მათგანი, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ჯიშები, არასოდეს შეუგროვებიათ.
სოფლის მეურნეობის ტროპიკული ცენტრის (CIAT) მიერ კალიში, კოლუმბიაში, 22 ივლისს გამოქვეყნებული შედეგები იქნება საერთაშორისო ინიციატივის გზამკვლევი მარცვლეულის ველური მონათესავე ჯიშების შესანარჩუნებლად.
ვრცლად: Nature
Комментариев нет:
Отправить комментарий