среда, 14 августа 2013 г.

რა არის ჭეშმარიტება ?

                                                                                                                       Bernard d´Espagnat
ინტერვიუ 87 წლის კვანტური ფიზიკის სპეციალისტთან  ბერნარდ დესპანთან (Bernard d´Espagnat). ბატონი ბერნარდი 2009 წელს ტემპლეტონის ფონდის მიერ დაჯილდოვდა, მის მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის თემაზე  – რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება. ცნობილი ფრანგი ბუნებისმეტყველის პროვოკაციული ფრაზა ასე ჟღერს:  ილუზიაა გვჯეროდეს, რომ თითქოსდა შესალებელია რეალობის ბოლომდე აღქმა მეცნიერულად.ჟურნალი Geo ცნობილ მეცნიერს ღმერთსა და სამყაროზე ესაუბრა.
Geo: ბევრი ადამიანი ნდობით უყურებს მეცნიერების შესაძლებლობებს, რომ მას შეუძლია საგნების ზუსტად ისეთად აღქმა როგორებიც ისინი არიან. როგორც ფიზიკოსს რა გაძლევთ საფუძველს ეჭვქვეშ დააყენოთ ეს მოსაზრება?
Bernard d´Espagnat – ამ საკითხზე ჩემი მოსაზრებები ემანუელ კანტისას ჰგავს. წორედ მან მოახდინა XVIII საუკუნის მიწურულს პოსტულირება მოსაზრებისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საგნების თავისთავად აღქმა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, შეუძლებელია რეალობა ჩავპრესოთ რაციონალური მეცნიერების ვიწრო კორსეტში, რომელიც თავის მხრივ ასე შეზღუდულია მდებარეობითი, სივრცით და დროით კატეგორიებით.
Geo: ფილოსოფოსები ბევრს ვარაუდობენ, არსებობს ემპირიული მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც რეალობა ჩვენს ცნობიერებას აღემატება?
Bernard d´Espagnat: – მე ვეცდები ეს აგიხსნათ კვანტური ფიზიკის მაგალითზე. კლასიკური ფიზიკისაგან განსახვავებით, რომელიც უფრო მეტად რეალურად ხილვად სფეროების და ნაწილების კვლევას მოიცავს. კვანტური ფიზიკა დაკავებულია უფრო ძნელად შესამჩნევი  ,,ობიექტების“ კვლევით. ძალიან ხშირად  ეს ობიექტები ატარებენ ძალიან ძნელად აღქმად თვისებებს, მათი არც გაზომვა ხერხდება და არც ელექტროობისა და ენერგიის გამოანგარიშება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ისინი ხანდახან მხოლოდ სიტყვიერად ფორმულირებული, გამოგონილი ცნებები არიან, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ  გამოვსახოთ ჩვენი გამოცდილებების სამყარო.
Geo: მაშ რომელ რეალობასღა აღწერენ მეცნიერებები?
Bernard d´Espagnat: – მეცნიერება პოულობს ლოგიკურ გასაღებებს, საგანთა შედარებით ანალიზსთან მიმართებაში და რომელიმე ჰიპოთეზის ფარგლებში ცდილობს ექსპერიმენთა საშუალებით შედეგებს მიაღწიოს. მე ამას ვუწოდებ “ემპირიულ რეალობას“, ხოლო საგანთა თავისთავად ბუნებას კი “ონტოლოგიურ ბუნებას“, რომელისაც გვაწვდის დაუზუსტებელ წარმოდგენებს.
Geo: რამდენად ეხება თქვენი, ემპირიული და ონტოლოგიური რელობის განმასხვავებელი დეფინიციები ტვინში მიმდინარე ბიო-ქიმიურ პროცებსა და სუბიექტურ შემეცნებას?
Bernard d´Espagnat: ქიმიური ელემენტები და დაკავშირებული საკითხები ასევე განეკუთვნება კვანტური ფიზიკის კვლევის სფეროს. ასე რომ ისინი არიან ეპირიული რეალობის ნაწილნი. ასეთ საკითხებსვე განეკუთვნება ,,ჩრდილოვანი გამოსახულებები“(Schattenbilder) ან ე.წ. სულიერი გამოვლინებები. ძალიან ძნელია ჩემთვის ავხსნა თუ როგორ ზემოქმედებენ მსგავსი მოვლენები ჩვენი არსების უხილავ ნაწილზე. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ შემეცნებაც ონტოლოგიური რეალობის ნაწილია და აქედან გამომდინარე არა გამოკვლევადია.
Geo: არსებობს  მეცნიერებაში ადგილი ღმერთისათვის ან ” შემოქმედი გონი” (Intelligent Design) – სათვის, როგორც მას ამ ბოლო დროს მოიხსენიებენ ?
Bernard d´Espagnat: – მაგ საკითხზე აზრის გამოთქმისას სიფრთხილით ვეკიდები ჩემეულ ფორმულირებას. თავად ღმერთის ცნებაც, გამოხატავს  ჩვენი აზროვნებიდან ამოზრდილ წარმოდგენას, რომლითაც ვცდილობთ მოვახდინოთ იმის კონცეპტირება, რაც ჩვენთვის ასე ძნელად გასაგები და ჩასაწვდომია. ამიტომაც მე  მწამს ღვთიურისა და სულიერის არსებობის სერიოზულობისა. მწამს თავისთავდ არსებული ჭეშმარიტებისა, რომლისაც ყველა ჩვენთაგანს სჯერა ამა თუ იმ სახით . ამ აზრით მე ვაღიარებ რელიგიურობას.
Geo: მამათქვენი აღიარებული მხატვარი იყო, თუ მეცნიერებას არა იქნებ ხელოვნებას შეუძლია ნამდვილი რეალობა შეგვამეცნებინოს?
© Rene Magritte
© Rene Magritte
Bernard d´Espagnat: – არსებობს ერთი ძალიან ცნობილი ნახატი, რომელიც ეკუთვნის რენე მაგრიტს (Rene Magritte).ნახატის ქვემოთ კი აწერია: ეს არ არის ჩიბუხი. მარიეტი თავის ნახატით ცდილობდა  იუმორისტულად  მოეხდინა ილუსტრირება, თუ რა ადვილად შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ემპირიული და ონტოლოგიური რეალობები. დარწმუნებული ვარ ხელოვნებას შეუძლია მოგვაწოდოს ღრმა რეალობასთან ახლოს მდგომი წარმოდგენა. მგონი მოცარტმა განაცხადა, რომ ფიზიკა  სიზმარეული მოვლენაა და მხოლოდ ხელოვანებმა იციან რა არის ნამდვილი რეალობა. ამასათან დაკავშირებით ვფიქრობ რომ რეალობა თვითონ წარმოაჩენს თავისთავს სხვადასხვაგვრად, როგორც თავად ხელოვნება.
Geo: ისევ დავუბრუნდეთ შედარებით უფრო რეალურ საკითხს, როგორ აპირებთ ჯილდოდ აღებული თანხის, 1 000 000 ევროს დახარჯვას?
Bernard d´Espagnat: – თანხის ერთი ნაწილით მინდა დავაარსო კვლევითი ცენტრი, რომელიც გამოიკვლევს ცნებას – “რეალობა“. ერთ მესამედს საქველმოქმედო საქმიანობაში დავხარჯავ. დანარჩენს კი ჩემთვისა და ჩემი ინვალიდი მეუღლისათვის დავიტოვებ რათა მასთან ერთად შეძლებისდაგავრად დიდხანს ყოფნა შემეძლოს სახლში.
ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალში Geo / 08/2009 გვერდი 144
თარგმნა: მირიან გამრეკლაშვილმა ©
17.02.2010. აიხშტეტი, გერმანია.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий