ამერიკული უნივერსიტეტი ქმნის აღჭურვილობას, რომლის სენსორებსაც ძაღლი ააქტიურებს და შედეგად მყარდება გარე კომუნიკაცია.
SMS და GPS. წარმოიდგინეთ ხანშიშესული ადამიანების დამხმარე ძაღლი, რომელსაც შეუძლია გაგზავნოს სასწრაფო შეტყობინება სამედიცინო პუნქტში, თუ თავის პატრონს იატაკზე უმოძრაოდ განრთხმულს დაინახავს. ან მთის სამაშველო ძაღლი, რომელიც სამაშველო ჯგუფებს გაუგზავნის სმს-ს, თუკი დაზარალებულს გადააწყდება, შემდეგ კი GPS გამოიყენებს თავისი პოზიციის მისათითებლად.
სამაშველო
სწორედ ასეთი ხელსაწყოების განვითარებაზე მუშაობს ჯორჯიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, რომელიც ატლანტაში, აშშ-შია განთავსებული. ამის გასაკეთებლად მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ელექტრონული ფუნქციონირების აღკაზმულობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება ზურგზე. ზემოდან კი მიმაგრებული აქვს საკმარისი სიგრძის შტატივი, რათა ცხოველი მიწვდეს სენსორებს და შეძლოს დაღეჭოს, მოქაჩოს, ან უბიძგოს მას დრუნჩით.
ამგვარად, ზეწოლის, ან მოქაჩვის სენსორების სწორად სტიმულირებით, ძაღლი გამოიწვევს სიგნალს, რომელიც შეაღწვს უკაბელო გადამცემში, რომელიც არჭურვილობაშია მოთავსებული. თითოეული სენსორისთვის განკუთვნილი ასეთი სიგნალი შემდეგ გადაეცემა სმარტფონს, კომპიუტერს, ან სხვა აპარატს, რომელსაც მისი მიღება შუძლია.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:Quand les chiens envoient des textos
Комментариев нет:
Отправить комментарий