четверг, 29 августа 2013 г.

რატომ მოსწონს ადამიანებს სისასტიკისა და ძალადობის სცენები


რატომ მოსწონს ადამიანს სისხლისღვრის სასტიკი სცენების ყურება? თეორიულად ეს სიამოვნების მომტანი არ უნდა იყოს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მსგავსი ფილმები ლამის კინოს ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს იძლევა აუტსბურგის უნივერსიტეტისა და ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფილმს ძალადობის სცენებით ადამიანი უყურებს არა ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, არამედ იმიტომ, რომ ადარებს ფილმში ნაჩვენებ ძალადობრივ მოვლენებს რეალურ ცხოვრებას.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუდიტორიას თავისთავად ძალადობა არ უყვარს, მაგრამ ძალადობის სცენები ისეთ „ფასეულ" ემოციებს იწვევს, როგორიცაა ღელვა და მოლოდინი. ამის მიუხედავად, 19-22 წლის გერმანელი და ამერიკელი 482 მოხალისეს მონაწილეობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მიღებული სიამოვნება მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ უყურებს ადამიანი ფილმებს ძალადობის სცენებით.
მეცნიერებმა ცდისპირებს სხვადასხვა დონის ძალადობისა და ნგრევის შემცველი ფილ¬მების ტრეილერების ნახვა შესთავაზებს, შემდეგ კი სთხოვეს ფილმის შეფასება: მა¬გა¬ლითად, ასე: „ღრმა აზრის შემცველია "; „შფოთვას იწვევს"; „დამაფიქრებელია " და ა.შ.
როგორც ჩანს, ზოგიერთი ნეგატიური სცენა ადამიანს იზიდავს იმით, რომ მოტივაციისა და ემოციური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ასპექტების გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მეცნიერთა ვარაუდით, ძალადობის სცენები, რომლებიც აღიქმება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ხელს უწყობდეს მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის, ძალადობის პირობებში მამაცი და ზნეობრივი საქციელის მიმართ აღფრთოვანების განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ადამიანი ძალადობის სცენის ყურების შედეგად ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით გაიმსჭვალება; გაცილებით უფრო მოსალოდნელია საპირისპირო რეაქცია. მაგრამ ცალსახად მაინც ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი ფილმები ადეკვატური ადამიანის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკაზე თანამედროვე მას-მედიის გავლენის შესწავლის კუთხით, ამიტომ მეცნიერები გეგმავენ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий