среда, 28 августа 2013 г.

უარყოფილია თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებლური პრინციპი


შვეიცარიელმა მეცნიერებმა აჩვენეს არა მარტო სინათლის სიჩქარის ზღვრულობის პოსტულატის არამართებულობა, არამედ მისი ხუთი რიგით მომატების ფაქტი
კვანტურ-მექანიკურად შეკავშირებული ფოტონების (entangled photons) კვლევის მიმდინარეობისას, რომელთა ფართო გამოყენება იგეგმება კრიპტოგრაფიულ და სადაზვერვო სისტემებშიც კი, დადასტურდა მათ შორის კავშირის არსებობა, რაც იძლევა ინფორმაციის გადაცემის საშუალებას არა მარტო სინათლის სიჩქარით, არამედ მასზე არსებითად უფრო მაღალი სიჩქარითაც.

ჟენევის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, დოქტორ ნიკოლას გიზინის (Nicolas Gisin) კვლევითმა ჯგუფმა 18-კილომეტრიან სივრცეში განფენილი ფოტონური მდგომარეობის კვლევის შედეგად აჩვენა, რომ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება ხორციელდება სიჩქარით, რომელიც დაახლოებით 100000-ჯერ აღემატება სინათლის სიჩქარეს.
ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში ჟენევაში განლაგებული გენერატორის მიერ შექმნილი ფოტონების წყვილები იგზავნებოდა ოპტიკულ-ბოჭკოვანი არხებით – ერთი სოფელ სატინიში, მეორე კი – სოფელ ჯუსში. ამ ორ სოფელს შორის მანძილი 18 კმ შეადგენს.
კვლევამ აჩვენა, რომ ორივე ფოტონი „გრძნობს" ერთმანეთის მდგომარეობას, თანაც მყისიერად. ყოველ შემთხვევაში, გადაცემის სიჩქარე ხუთი რიგით აღემატება სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში, რომელიც თანამედროვე ფიზიკის ფარგლებში მაქსიმალურ და ზღვრულ სიჩქარედ არის მიჩნეული.
Physorg-ის ცნობით, თანამედროვე ფიზიკაში არსებულ თეორიათა მეშვეობით მიღებული შედეგის ახსნა შვეიცარიელმა მეცნიერებმა ვერ შეძლეს.
ფიზიკური მექანიზმის ბუნება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ზესწრაფი ურთიერთქმედება დაკავშირებულ ფოტონებს შორის, სრულიად გაუგებარი რჩება.
თანამედროვე ფიზიკის დოგმების თანახმად, სინათლის სიჩქარე (ვაკუუმში) არის ზღვრული სიჩქარე. ეს დასკვნა გაკეთებულია მაიკელსონ-მორლის ექსპერიმენტების შედეგების ინტერპრეტაციისა და ფარდობითობის თეორიის დებულებების (კერძოდ, ეთერის ჰიპოთეზაზე პრინციპული უარი) საფუძველზე.
ადრე ნაჩვენები იქნა, რომ ფოტონების დაკავშირებული მდგომარეობის გამოყენება იძლევა არა უბრალოდ ინფორმაციის, არამედ გამოსახულების მყისიერად გადაცემის საშუალებას, თანაც რაიმე კავშირის გარეშე მიმღებ მოწყობილობასა და იმ მოწყობილობას შორის, რომელშიც ხდება ამ გამოსახულების „მატერიალიზება".
ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შეიძლება, მოხერხდეს გამოყენებითი დანიშნულების პრინციპულად ახალი სისტემების შექმნა – მაგალითად, ორბიტალური სადაზვერვო სისტემებისა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий