среда, 28 августа 2013 г.

მეტაეკრანი – "უჩინმაჩინის ლაბადის" პროტოტიპი


ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექ

მნეს ულტრათხელი მასალა, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი საგნის დაფარვა გარე თვალისაგან. ჯერ-ჯერობით საფარს, რომელსაც მეტაეკრანი დაარქვეს, შეუძლია ობიექტის შენიღბვა მხოლოდ ზემაღალ სიხშირეთა დიაპაზონში (Microwave range), მაგრამ თეორიულად ის ამის გაკეთებას ოპტიკურ დიაპაზონშიც მოახერხებს.
აქამდე „უჩინმაჩინის ლაბადის" შექმნის ყველა ექსპერიმენტი ვეებერთელა მოწყობილობას მოითხოვდა და ჰარი პოტერის შესახებ ფილმებიდან ამა თუ იმ ჯადოსნური სამარჯვის ფონზე მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ გამოიყურება. პირველად ამერიკელმა მკვლევარებმა მოახერხეს რამდენიმე მიკრომეტრის სისქის საფარის შემუშავება, რომელსაც შეუძლია მოცულობითი საგნის შენიღბვა ყველა მიმართულებით. ახალი შენიღბვა ბუნებრივ პირობებში და ყველაზე რთული ფორმის ობიექტებზე მუშაობს, ანუ მას არსებითი უპირატესობა აქვს სხვა ანალოგიურ გამოგონებასთან შედარებით.
მეტაეკრანის ახალი ტექნოლოგიამ დასახა „უჩინმაჩინის ლაბადის" შექმნის კიდევ ერთი გზა. მაგრამ ძალიან მსხვილი ობიექტის, მაგალითად, თვითმფრინავის, რეალურ შენიღბვამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.
მეტაეკრანი შექმნილია 100-მკ სისქის მოქნილ პოლიკარბონატის ბადეზე 66 მკმ სისქის სპილენძის ზოლის მიერთების გზით. ამ საფარმა წარმატებით შენიღბა 16 სმ სიგრძის ცილინდრული ღერო 3,6 გჰც სიხშირის მიკროტალღური დასხივებისაგან. ანალოგიურად შესაძლებელია ნებისმიერი ობიექტის შენიღბვა  ნებისმიერი მიმართულებით.  უფრო ადრინდელ ცდებში მეცნიერები იყენებდნენ, ჩვეულებრივ, ისეთ მეტა-მასალას, რომელიც აიძულებს ტალღებს შემოუაროს ობიექტს. ამ მეთოდიკას სერიოზული ნაკლი აქვს; კერძოდ, ის ვეებერთელა ეკრანს მოითხოვს, რომლის უკან უნდა დაიმალოს შესანიღბავი ობიექტი.
28 shild
ახალ ტექნოლოგიაში გამოყენებულია ულქტრათხელი ლითონის აფსკი (ფურჩი), რომელიც აქრობს არეკლილ ტალღებს: ტალღები აირეკლება ობიექტისა და საფარისაგან, ხოლო ურთიერთინტერფერენცია აქრობს რხევას, რის გამოც საგანი უხილავი ხდება. ასეთი მეთოდიკის უპირატესობა ისაა, რომ ის ქმნის „შემნიღბავი ქსელის" შემუშავების შესაძლებლობას, ანუ ობიექტის გაფარვისა დაკვირვებისაგან სხვადასხვა დიაპაზონში – საჭიროა მხოლოდ შესატყვისი აფსკის შერჩევა. გარდა ამისა, საფარის დამზადება ადვილია და თეორიულად ის შეძლებს ხილულ დიაპაზონში უხილავობის უზრუნველყოფას, ანუ ობიექტის დამალვას ადამიანის თვალისაგან. ჯერ-ჯერობით „უჩინმაჩინის ლაბადაზე" ან ტანკის სუპერ-შენიღბვაზე ლაპარაკი არ არის: შენიღბვის ხარისხი უკავშირდება შესანიღბავი ობიექტის ზომისა და ტალღის სიგრძეს შორის თანაფარდობას. ამის მიუხედავად, მეტაეკრანი უკვე შეიძლება იქნეს გამოყენებული ფოტოელექტრონიკასა და სამედიცინო ხელსაწყოთა წარმოებაში.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий