вторник, 27 августа 2013 г.

ტროპიკული ტყე გლობალური დათბობის მიმართ მდგრადია


როგორც ჩანს, ტროპიკული ტყე ერთადერთი ეკოსისტემაა, რომელიც შეძლებს შეგუებას გლობალური დათბობის პირობების მიმართ.
დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ავსტრალიისა და ბრაზილიის კლიმატოლოგებისა და ეკოლოგებისაგან შემდგარმა კვლევითმა ჯგუფმა გამოიყენება ატმოსფეროში სათბურისებრი აირების კონცენტრაციის ზრდაზე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკული ტყის საპასუხო რეაქციის 22 კომპიუტერული მოდელი. გაირკვა, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის გამო ტროპიკული ტყის მიერ ბიომასის დაკარგვის ალბათობა დაბალია.

ტროპიკულ ტყეს დედამიწის კლიმატისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ასე, მაგალითად, CO2-ის ამონაბოლქვის შემცირების პროგრამის ეფექტური მუშაობის უცილობელი პირობაა ტროპიკული ტყის სტაბილურობა, რომელიც შთანთქავს ნახშირბადის მნიშვნელოვან მოცულობას.
მოდელირების პროცესში მეცნიერებმა ტყის საფარის დაკარგვა 22 მოდელიდან მხოლოდ ერთში აღმოაჩინეს – სამხრეთ ამერიკაში. ამრიგად, მოდელირებამ აჩვენა, რომ ტროპიკული ტყე, როგორც ჩანს, სათბურისებრი აირების მზარდ ამოფრქვევას გადაიტანს არსებითი დანაკარგის გარეშე.
მაგრამ მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოყენებული მოდელები ბევრ განუსაზღვრელ ფაქტორს შეიცავდა, რაც უკავშირდებოდა, უპირველეს ყოვლისა, მცენარეთა ფიზიოლოგიური პროცესების განსხვავებულობას. მიუხედავად ამისა, მეცნიერები მაინც ფიქრობენ, რომ ამერიკის (ამაზონიისა და ცენტრალური ამერიკის), აფრიკისა და აზიის ტროპიკულ ტყეს გლობალური დათბობა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий