вторник, 27 августа 2013 г.

დამტკიცებულია, რომ წყალს ყველაფერი ახსოვს



მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მოვლენა კვალს ტოვებს წყალზე და შეიმუშავეს ამ კვალის იდენტიფიცირების ხერხი
„წყალს არაფერი ავიწყდება", – განაცხადა პროფესორმა ბორის კოჰმა, ადფრედ ვეგენერის სახელობის საპოლუსე და საზღვაო კვლევის ინსტიტუტის (ჰელმჰლლცი) ქიმიკოსმა. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ზღვაში – მზე ანათებს, წყალმცენარეები ყვავის თუ დელფინების გუნდი მიცურავს, ყველაფერი ეს თავის ბიომოლეკულარულ ტრეკს ტოვებს.
ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით ბორის კოჰს და მის კოლეგებს  შეუძლიათ წყლის მეხსიერებაში დარჩენილი ზოგიერთი კვალის იდენტიფიცირება და მათზე დაკვირვება.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალ „Biogeosciences"-ის სპეციალურ ნომერში გამოქვეყნდა.


 ოკეანეში ეგრეთ წოდებული „ბიომოლეკულების" კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერ გზისპირა თხრილში თუ ტორფის ორმოში. მაგრამ შესაძლებელი რომ იყოს ზღვის წყლის გაცრა ფორიან ბიომოლეკულურ საცერში, ამ საცერში 25 მილიარდი ტონა სუფთა ნახშირბადი დარჩებოდა. ის, ძირითადად, წარმოიქმნება მკვდარი ზღვის ორგანიზმების ნარჩენებისგან, აგრეთვე ცოცხალი ვეშაპების, თევზების, წყალმცენარეების, ბაქტერიების ბიომასისაგან. მეორე მხრივ, გახსნილი ორგანული ნახშირბადის კიდევ 662 მილიარდი ტონა დარჩება ამ საცერის ქვემოთ – აქ დაახლოებით 10 ათასი ორგანული ნივთიერება აღმოჩნდებოდა.
გახსნილი ორგანული ნივთიერება ნახშირბადის უმსხვილესი აქტიური ორგანული რეზერვუარია, რომელიც მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. პროფესორ კოჰის თქმით, „გახსნილი ორგანული ნივთიერების შესწავლას ორი ძირითადი სიძნელე ახლავს თან. ჯერ ერთი, დღემდე არ ვიცით, თუ რა რაოდენობის ორგანული ნივთიერება შედის ზღვაში და რა რაოდენობა იქმნება აქვე, რატომ არ იშლება ის მთლიანად. მეორეც, ცალკეული ბიომოლეკულების კონცენტრაცია იმდენად დაბალია, რომ იძულებული ვართ, მუდმივად გავამდიდროთ წყლის სინჯი იმისათვის, რომ შევძლოთ რაიმეს დანახვა უგრძნობიარესი სპექტრომეტრითაც კი". ამ სპექტრომეტრის წყალობით მეცნიერებმა პირველად მოახერხეს გახსნილი ორგანული ნივთიერების ათასობით ცალკეული კომპონენტის გამოვლენა. ეს ინფორმაცია საჭიროა იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ საიდან წარმოიშვა ცალკეული მოლეკულები. ანალიზის დასრულებისას მას-სპექტროგრაფში ვლინდება უნიკალური ქიმიური „თითის ანაბეჭდები", რომლებიც იძლევა იმის იდენტიფიცირების საშუალებას, თუ რა ხდებოდა წყალში. კვლევა ახალი დაწყებულია, მაგრამ მეცნიერებმა უკვე შეიძლება იამაყონ იმით, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას აღმოაჩინეს წყლის ქიმიური მეხსიერების გამოყენების ახალი ხერხი. მაგალითად, მათ შეუძლიათ იმის თქმა, რამდენი ხნის წინ გაიხსნა მატერია წყალში, რა ბაქტერიები და პლანქტონის სახეობები ბინადრობდა ამავე წყალსაცავში.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий