Duke University ინჟინრებმა შეიმუშავეს სუფთა წყალბადის მიღების ახალი ხერხი, რომელმაც შეიძლება გადაჭრას არაეკოლოგიური წიაღისეული სათბობის გამოყენების პრობლემა. გარემოში წყალბადი ძალიან ბევრია, მაგრამ სამრეწველო მასშტაბით მოლეკულური წყალბადის წარმოება და ტრანსპორტირება აქამდე ძვირად ღირებულ და რთულ საქმედ რჩება. უფრო მეტიც, წყალბადის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში გვერდითი პროდუქტია ადამიანისა და ცხოველისათვის ტოქსიკური მხუთავი აირი.
მეცნიერებმა პირველად შეძლეს ნავთობპროდუქტების რიფორმინგის კატალიზური პროცესის შექმნა, რომელსაც მავნე СО-ს წარმოქმნა პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს. ახალი პროცესი წყალბადს გაცილებით უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში აწარმოებს, ხოლო მისი გვერდითი პროდუქტია არის ნახშიროჟანგი და წყალი. აღსანიშნავია, რომ წყალბადის წარმოების პროცესში СО2 ამოფრქვევის მიუხედავად, ატმოსფეროს დაბინძურება ამ სასათბურო აირით შემცირდება კიდეც, ვინაიდან წყალბადი იწვის სუფთად, წყლის წარმოქმნით.
წყალბადის წარმოების ახალი პროცესი ეფუძნება ნანო-ნაწილაკების გამოყენებას: ესაა ოქროსა და რკინის ოქსიდის (ჟანგი) კატალიზატორები. სწორედ ესაა ნოუ-ჰაუ, ვინაიდან აქამდე ოქრო გამოიყენებოდა, როგორც ერთადერთი კატალიზატორი, მაშინ როცა Duke University ინჟინრებმა გამოიყენეს რკინის ოქსიდი კატალიზური რეაქციის გამაძლიერებლის სახით.
ახალი კატალიზატორის წყალობით წყალბადის წარმოების პროცესში გამოიყოფა მხუთავი აირის ძალიან მცირე რაოდენობა: 0,002%-ზე ნაკლები, ანუ 20 წილი ერთ მილიონზე. ეს არა მარტო ამცირებს ატმოსფეროს დაბინძურებას, არამედ იძლევა სასაწვავე უჯრედებში გამოსაყენებლად ვარგისი სუფთა წყალბადის წარმოების საშუალებას. უფრო მეტიც, ახალმა კატალიზატორმა იმუშავა 200 საათზე მეტი ეფექტურობის შემცირების ან CO-ს ამონაბოლქვის ზრდის რაიმე ნიშნების გარეშე.
ჯერ-ჯერობით კატალიზატორის მუშაობის ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის – აქამდე მიჩნეული იყო, რომ რკინის ოქსიდი მხოლოდ ოქროს შესანარჩუნებელი სტრუქტურის როლს თამაშობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ძალუძს უშუალო გავლენის მოხდება ნავთობპროდუქტთა რიფორმინგის რეაქციაზე. მეცნიერთა ვარაუდით, ეს უკავშირდება ოქროს ნანო-ნაწილაკების ზომას და გეგმავენ ექსპერიმენტის გაგრძელებას ამ მიმართულებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს მოახერხებენ წყალბადის საწვავის სამრეწველო წარმოების საკმარისად ეფექტურ და უსაფრთხო მეთთოდიკის შექმნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий