вторник, 27 августа 2013 г.

ტელეფონის აღმოჩენა შესაძლებელია განსაკუთრებული სიგნალით


როგორც კვლევამ აჩვენა, ყოველ მობილურ ტელეფონს გააჩნია ციფრული „თითის ანაბეჭდი", ანუ უნიკალური სიგნატურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ტელეფონის ადგილმდებარეობის დადგენა.
მობილური ტელეფონის მფლობელებზე თვალთვალის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა. ახალი ტექნოლოგია ტელეფონის სხვადახვა ელექტრონულ კომპონენტს შორის არსებულ ძალიან უმნიშვნელო განსხვავებას ეფუძნება. ასეთი განსხვავება გავლენას ახდენს რადიოსიგნალის მახასიათებლებზე, რის წყალობითაც შესაძლებელია ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რომელი აპარატი გამოსცემს ამა თუ იმ რადიოსიგნალს.
ტექნიკური ბოროტმოქმედები, ტერორისტები და ანონიმურობის შენარჩუნების სხვა მსურველები თვალთვალის თავიდან ასაცილებლად სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართავენ: ცვლიან ტელეფონის საიდენტიფიკაციო კოდს, SIM-ბარათს და ა.შ. მაგრამ ტელეფონის რადიოსიგნალის უნიკალური სიგნატურა უცვლელი რჩება და ტელეფონის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
აბონენტის მიერ გამოყენებული კოდის, SIM-ბარათის, ამა თუ იმ შემნიღბავი პროგრამის მიუხედავად, ტელეფონის სხვადასხვა მიკროსქემა და დეტალი არ იცვლება. ტელეფონის მიერ მობილური კავშირის ანძაზე გადაცემული მონაცემების ნაკადი შეიცავს რადიოსიგნალის პარამეტრებს, რომელთა გამოყენება შეიძლება იდენტიფიკაციისათვის, თანაც მაღალი სიზუსტით. კერძოდ, 13 მობილურ ტელეფონზე ლაბორატორიული გამოცდისას იდენტიფიცირების სიზუსტემ 97,6% შეადგინა.
ახალი მეთოდის უპირატესობაა პასიურობა: საჭირო არ არის მობილური კავშირის სადგურზე რაიმე სიგნალის გაგზავნა, ტელეფონზე საჯაშუშო კოდის დაყენება. მეორე მხრივ, ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ეფექტური იქნება ახალი თვალთვალის მეთოდიკა პროფესიული ბოროტმოქმედებისა და ტერორისტების შემთხვევაში, რომლებმაც ისწავლეს „ერთჯერადი" მობილური ტელეფონის გამოყენება, ხშირად ცვლიან აპარატს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий