ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის (ხანჩჟოუ) მეცნიერებმა განაცხადეს ჰაერზე მსუბუქი ნივთიერების შექმნის შესახებ, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სფეროში: დირიჟაბლის მშენებლობიდან გარემოს გაწმენდამდე.
ახალი მასალა, რომელსაც „გრაფენული აეროჰელი" დაარქვეს, ძალიან მსუბუქია – ერთი კუბური სანტიმეტრი 0,16 მილიგრამს იწონის, ანუ ის 6-ჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე იგივე მოცულობის ჰაერი. ამრიგად, ახალი ფორიანი მასალის სიმკვრივე უფრო დაბალია, ვიდრე ჰაერისა ატმოსფერული წნევის პირობებში და წყალბადის სიმკვრივეს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება.
ახალი გრაფენული აეროჰელი შეძლებს ნავთობისა და სხვა სახის გამაბინძურებლის სწრაფად და ეფექტურად შეწოვას. გარდა ამისა, საოცრად მცირე კუთრი მასის წყალობით მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სფეროში.
აეროჰელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება აქვს: სხვადასხვა წარმოშობის ზეთის (მაგალითად, ნავთობის) დიდი მოცულობის შთანთქმის უნარი. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება აეროჰელის გამოყენება ნავთობის დაქცევის შედეგების ლიკვიდაციისათვის, აგრეთვე წყლისა და ჰაერის გაწმენდისათვის.
თანამედროვე აბსორბენტს შეუძლია საკუთარ წონაზე 10-ჯერ მეტი ნავთობის შთანთქმა, რაც კარგ მაჩვენებლად არის მიჩნეული. ჩინური გრაფენური აეროჰელი გაცილებით უფრო ეფექტურია – მას ძალუძს საკუთარ წონაზე 900-ჯერ მეტი ნავთობის შთანთქმა. ამასთანავე, აეროჰელი ორგანულ ნივთიერებებს ძალიან სწრაფად შთანთქავს: ერთ წამში აეროჰელის ერთი გრამი 68 გრამი ორგანული ნივთიერების შთანთქმა შეუძლია.
ახალი აეროჰელის წარმოებაში გამოყენებულია ლიოფილიზაციის ტექნოლოგია, რომელიც ნახშირბადის ნანომილაკიდან ტენს აღმოფხვრის, მაგრამ ფორმას არ უცვლის. ამის შედეგად მოხერხდა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი მასალის მიღება: ყავის ჭიქის ზომის აეროჰელის წონა პაწაწინა ფოთოლსაც არ შეარყევს.
გაწმენდის გარდა, შესაძლებელია ახალი აეროჰელის გამოყენება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით აეროკოსმიურ დარგსა და მედიცინაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий