აკრილატისაგან უამრავი ნივთი მზადდება, კერძოდ, ორგანული მინა, პლექსიგლასი, საღებავი, ქსოვილი და ა.შ. ყოველწლიურად ქიმიური საწარმოები მილიარდობით ტონა აკრილატს აწარმოებენ – ნედლი ნავთობისაგან მიღებული პროპილენის გახურების გზით. გასაგებია, რომ ეს ძვირად ღირებული და ენერგოტევადი მეთოდია, რომელიც, ამასთანავე, გარემოს აზიანებს. 1980-ანი წლებიდან მეცნიერები ცდილობდნენ აკრილატის შექმნას ნახშირბადის დიოქსიდის ეთილენთან გაერთიანების გზით, ნიკელისა და სხვა ლითონის კატალიზატორების ჩართვით. ეთილენი უფრო იაფია, ვიდრე პროპილენი, მისი მიღება შეიძლება მცენარეული ბიომასისაგან, ხოლო ნახშირორჟანგი ხომ უხვად მოიპოვება. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ეს ვერ ხერხდებოდა ერთი პრობლემის გამო: აკრილატის მოლეკულის შექმნის ნაცვლად CO2 და ეთილენი ქმნის, როგორც წესი, მოლეკულა-წინამორბედს – ჟანგბადის, ნიკელისა და ნახშირბადის სამი ატომის ხუთწევრიანი რგოლით. ამ რგოლის „დამსხვრევა" ძალიან ძნელია, რაც, შესაბამისად, აკრილატის წარმოებას ალტერნატიული ნედლეულისაგან აძვირებს.
ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხუთწევრიან რგოლს ადვილად შლის განსაკურნებელი ნივთიერება – ლიუისის მჟავა, რომელიც არის ელექტრონების აქცეპტორი. მჟავა ნიკელისა და ჟანგბადის ბმას ელექტრონებს „ჰპარავს", რაც ასუსტებს ხუთწევრიანი რგოლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ის იმსხვრევა, რაც, თავის მხრივ, სასურველი აკრილატის მიღების საშუალებას იძლევა.
ახალი ტექნოლოგიის მაღალი პოტენციალის გამოსავლენად მეცნიერებმა გამოიყენეს ადვილად ხელმისაწვდომი მჟავა ბორის საფუძველზე. თუმცა, ეს ზედმეტად ძლიერი მჟავაა ფართო სამრეწველო გამოყენებისათვის, ამიტომ ამჟამად მეცნიერები უფრო შესაფერის ლიუისის მჟავას არჩევენ, მით უფრო, რომ საკმაოდ ბევრი ასეთი მჟავა არსებობს.

Комментариев нет:
Отправить комментарий