ადამიანის თავის ტვინში არსებობს სპეციალური არე, რომელიც პასუხს აგებს დადებითი ემოციების წარმოქმნისათვის სასიამოვნო მოულოდნელობის შემთხვევაში. ასეთია ჟურნალ „Science"-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა დასკვნა. მეცნიერთა აზრით, ამ თავისებურების წყალობით თანამედროვე ადამიანის წინაპარს შეუმუშავდა ქცევის ახალი მოდელები, რომელიც ეხმარება მას გარემოს ცვლილების მიმართ შეგუებაში.
სასიამოვნო სიურპრიზებზე რეაგირებს ეგრეთ წოდებული „შავი სუბსტანცია" (Substantia nigra), რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა არესთან. თავის ტვინის ამ არის როლი იმ ნეირონთა სისტემაში, რომელიც შეიმუშავებს ჰორმონ დოფამინს – სწორედ ეს ჰორმონი ქმნის ორგანიზმში სასიამოვნო შეგრძნებას დადებით სასიცოცხლო გამოცდილების საპასუხოდ – ადრეც იყო ცნობილი. მიჩნეულია, რომ წახალისების ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს ცხოველსაც და ადამიანსაც შეიმუშაოს გადარჩენისათვის საჭირო ქცევის მოდელები.
მეცნიერებს, რომლებიც ექსპერიმენტებს ცხოველებთან ატარებდნენ, ეჭვი ჰქონდათ, რომ მოულოდნელი წარმატების შემთხვევაში განსაკუთრებით სასიამოვნო შეგრძნებებს აკონტროლებს სწორედ შავი ნივთიერება.
ამ ვარაუდის დადასტურება პირველად შეძლეს პენსილვანიის უნივერსიტეტის ქირურგმა, ქარიმ ზაგულმა და მისმა კოლეგებმა. ოპერაციის მსვლელობისას მათ პარკინსონის დაავადების მქონე ათი ადამიანის თავის ტვინში ელექტროდები ჩაუნერგეს. ასეთი ელექტროდი გამოიყენება, ჩვეულებრივ, თავის ტვინის ქერქის ქვეშ ღრმად განლაგებულ არეების აქტიურობის სტიმულაციისათვის, რაც მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას.
ზაგულმა პირველად გამოიყენა ეს ელექტროდები პირდაპირი დაკვირვებისათვის შავი ნივთიერების აქტივობის ცვლილებაზე აზარტული თამაშის მიმდინარეობის პროცესში.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოგების შემთხვევაში აღინიშნა შავი ნივთიერების ნეირონების აქტივირება, მაგრამ მოულოდნელი მოგებისას ეს აქტიურობა გაცილებით უფრო ძლიერი იყო.
პუბლიკაციის ავტორთა აზრით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა შავი ნივთიერების წამყვანი როლი ქცევის სწავლების სისტემის მუშაობაში – მიღებულ გამოცდილებაზე დადებითი პასუხის საფუძველზე, თანაც ისე, რომ გამიჯნულია მოსალოდნელი წარმატება და სრულიად ახალი, მოულოდნელი პოზიტიური გამოცდილება.

Комментариев нет:
Отправить комментарий