среда, 28 августа 2013 г.

სუპერკომპიუტერების მეფე „ტიტანი" გახდა


აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) Oak Ridge-ში მდებარე ეროვნულმა ლაბორატორიამ ახლახანს გამოუშვა ახალი თაობის სუპერკომპიუტერი „ტიტანი", რომელიც წამში 20 ათას ტრილიონზე მეტ ოპერაციას ასრულებს (ანუ 20 პეტაფლოპსი).
ასეთი სიმძლავრე მიღწეულია გრაფიკულ პროცესორთა ოჯახის გამოყენების ხარჯზე, რომლებიც თავის დროზე კომპიუტერული თამაშებისათვის შეიქმნა (GPU).
„ტიტანი", რომელშიც დაძლეულია წინა თაობის სწრაფმოქმედი კომპიუტერის სივრცითი და სიმძლავრის შეზღუდვები, 10-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე წარსულში მსოფლიოში წამყვანი სისტემა ORNL Jaguar. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული „ტიტანი" განკუთვნილია ღია სამეცნიერო კვლევებისათვის. ის უზრუნველყოფს უპრეცედენტო გამოთვლით სიმძლავრეს კვლევისათვის ენერგეტიკის სფეროში, აგრეთვე კლიმატური ცვლილებების, სხვადასხვა ტიპის ძრავის ეფექტურობის, მასალის, ბიოსაწვავის მახასიათებლების გასაანგარიშებლად და სხვ. ეს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში მიღწევათა ფართო სპექტრის საწინდარია.
Cray XK7 სისტემა 18688 კვანძს შეიცავს, რომელთაგანაც თითოეულს აქვს 16-ბირთვიანი AMD Opteron 6274 პროცესორი და გრაფიკული პროცესორების დამაჩქარებელი (GPU) NVIDIA Tesla K20. „ტიტანის" მეხსიერება 700 ტერაბაიტს აღემატება. მძლავრი კომპიუტერის ტრადიციული საფუძვლის – ცენტრალური პროცესორისა და უფრო გვიანი გრაფიკული პროცესორების წყალობით „ტიტანი" იგივე ნიშას დაიკავებს, რაც მისი წინამორბედი „იაგური", რომლის სიმძლავრე თითქმის ათჯერ ნაკლებია (2,3 პეტაფლოპი), თუმცა „ტიტანი" მნიშვნელოვნად მეტ ენერგიას არ მოიხმარს. „თანამედროვე სუპერკიმპიუტერის ერთ-ერთი პრობლემაა ენერგიის მოხმარება, – განაცხადა ჯეფ ნიკოლსმა, გამოთვლისა და გამოთვლითი მეცნიერებების ლაბორატორიის დირექტორის თანაშემწემ. – გრაფიკული და ჩვეულებრივი პროცესორების გაერთიანება ერთ სისტემაში ნაკლებ ენერგიას საჭიროებს, ვიდრე მხოლოდ პროცესორებისა. გარდა ამისა, მცირდება წყალბადის გამოფრქვევაც".
500 ყველაზე სწრაფი კომპიუტერის რეიტინგის თანახმად, დღეს ლიდერია Sequoia სისტემა კალიფორნიაში, რომლის სიმძლავრე 16,32 პეტაფლოპს შეადგენს, თუმცა ასეთი სიჩქარით ის ჯერ არ გამოუყენებიათ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий