წყალმცენარე ერთ წუთში სათბობად გადაიქცევა.როგორც ჩანს, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს წყალმცენარეებისაგან ბიოლოგიური სათბობის წარმოების ტექნოლოგიის განვითარების საქმეში. მათ მიერ შემუშავდა პროცესი, რომლის მეშვეობით წყალმცენარის მასის 65% ერთ წუთში ეგრეთ წოდებულ „biocrude" გადაიქცა.
ესაა ნავთობის ანალოგიური პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება ხე-ტყის მასალიდან სწრაფი პიროლიზით საშუალებით. Biocrude შეიძლება იქნეს გამოყენებული თანამედროვე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ამისათვის საჭიროა მხოლოდ წინასწარ რამდენიმე დამატებითი ჟანგბადისა და აზოტის ატომის მოშორება, რომელიც ჭარბად არის ცოცხალ ორგანიზმებში. ახალი პროცესი არ საჭიროებს მილიონობით წელს, სანამ ნატურალური ნედლეული ნავთობად გადაიქცევა. ლაბორატორიული ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა დასაშლელი ფოლადის მილი გაავსეს 1.5 მლ სველი წყალმცენარის მასით და მოათავსეს მილი თითქმის 6000С-მდე გაცხელებულ სილაში. წყალმცენარის მასა 1 წუთში ნავთობისებრ პროდუქტად გადაიქცა. ადრე მეცნიერები წყალმცენარეს უფრო დიდხანს აცხელებდნენ: 10 წუთიდან 90 წუთამდე. საუკეთესო შედეგი წყალმცენარის ნახევარი მოცულობის biocrude-ად გადაქცევისას აღინიშნა მაშინ, როცა ის ცხელდებოდა 3000С-მდე 10-40 წუთის განმავლობაში. ჯერ-ჯერობით მეცნიერებს კარგად არა აქვთ გააზრებული ის, თუ რატომ აღმოჩნდა ხანმოკლე გაცხელება უფრო ეფექტური. ისინი ვარაუდობენ, რომ ის რეაქცია, რომლის შედეგად ხელოვნური ნავთობი იქმნება, სინამდვილეში ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ნელი გაცხელებისას პროცესს გვერდითი რეაქციები ანელებს. რეაქციის დროის შემცირება იძდევა არა მარტო წყალმცენარეთაგან ხელოვნური ნავთობის წარმოების დაჩქარების, არამედ რეაქტორის ზომის შემცირების საშუალებასაც, რაც შეამცირბს ნედლეულის წარმოების ღირებულებას. ჯერ-ჯერობით გამხმარი წყალმცენარეებისაგან სათბობის წარმოების თანამედროვე კომერციული ტექნოლოგია ძალიან ძვირაა, რის გამოც ამ სათბობის 1 ლიტრის ფასი 5,4 დოლარს აღემატება. სველი წყალმცენარეების გამოყენება უფრო იაფი ჯდება, ვინაიდან გახმობის ხარჯი აკლდება. გარდა ამისა, „სველი" ხერხის ერთ-ერთი უპირატესობაა არა მარტო ზეთის ამოღება წყალმცენარიდან, არამედ ცილებისა და ზყალბადების მოსპობა. ეს ნიშნავს, რომ 1 წუთში ხერხდება პრაქტიკულად მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა და წყალმცენარის ქიმიური ენერგიის (რომლის შემცველობა 90%-ს შეადეგენს) ხელოვნურ ნავთობად გადაქცევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий