ამისათვის მკვლევარები იყენებენ ტექნიკას, რომელიც ეფუძნება „ბლოკ-სოპოლიმერებად" წოდებულ ნივთიერებათა თვითორგანიზების უნარს. შედეგები ჟურნალ „Science"-ში გამოქვეყნდა.
„უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება ინფორმაციის რაოდე-ნო¬ბის მდგრადი, ექსპოტენციური ზრდა. ამ ინფორმაციის შენახვა შეიძლება ელექტრო-ნული მოწყობილობის მეხსიერებაში. მაგრამ მოცულობის თვალსაზრისით ზღვარი უკვე მიღ¬წეულია, აღმოვჩნდით ფიზიკური შეზღუდვების წინაშე", – განაცხადა ს. გრანტ უილ¬სონ¬მა, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კოლეჯის ქიმიისა და ბიოქიმიის პროფესორმა.
წარმოების თანამედროვე ხერხების პირობებში „ნული" და „ერთი" იწერება მაგნიტური წერტილების სახით ლითონის უწყვეტ ზედაპირზე. რაც უფრო ნაკლებია მანძილი ამ წერტილებს შორის, მით მეტი ინფორმაციის შენახვა არის შესაძლებელი. მაგრამ დგება გაჯერების ზღვარი. წერტილები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან განლაგებული, რომ მათი რიცხვის ნებისმიერი ზრდის მცდელობის შედეგად თითოეული წერტილი გავლენას ახდენს მეზობლის მაგნიტურ ველზე, რაც არასტიბილურობას გამოიწვევს.
უილსონის თქმით, „დღეს არსებობს ზღვარი – ინფორმაციის ერთი ტერაბიტი ერთ კვადრატულ დიუმზე. თუ არსებული მეთოდით წერტილებს შორის მანძილს შევამცირებთ, წერტილები დროდადრო თვითნებურად გადაირთვება, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი საბანკო ანგარიში სპონტანურად შეიცვლება".
მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ წერტილები საიმედოდ იქნება იზოლირებული ერთმანეთისაგან, მაშინ შესაძლებელია მათ შორის მანძილის შემცირება დესტაბილაციის რისკის გარეშე.
პროფესორ უილსონისა და პროფესორ ელისონის ჯგუფმა შეძლო განსაკუთრებული თვითორგანიზებადი სოპოლიმერის შექმნა, რომლითაც იფარება ხისტი დისკის ფირფიტა. ამის შედეგად მის ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური ნახატი სოპოლიმერის უწვრილესი ბილიკების სახით, რომლებიც განაცალკევებს მაგნიტურ წერტილებს ერთმანეთისაგან. ამის შედეგად წერტილების სიმკვრივე ხუთჯერ იზრდება.
გუნდმა დიდ პროგრესს მიაღწია რიგი მიმართულებით. სწორად შერჩეული ტემპერატურისა და სხვა პირობებში მკვლევარებმა შეძლეს სოპოლიმერების ბლოკის სინთეზირება იმ აუცილებელ პარამეტრებთან, რომლებიც დამოუკიდებლად აყალიბებს მაიზოლირებელ ელემენტებს მსოფლიოში უმცირესი წერტილებისაგან. საოცარია, რომ ეს ხდება 30 წამში, რაც აგრეთვე რეკორდია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ პროგრესული ტექნოლოგიის პრაქტიკული რეალიზება. შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ მის მიმართ უკვე აღინიშნება სერიოზული ინტერესი კომპიუტერული მეხსიერების მსოფლიო მწარმოებელთა მხრიდან.

Комментариев нет:
Отправить комментарий