среда, 28 августа 2013 г.

აღმოსავლეთის სამკურნალო ბალახები კლავს თირკმელებს და იწვევს კიბოს?!


მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მილიონობით ადამიანს ემუქრება თირკმელების უკმარობისა და შარდის ბუშტის კიბოს განვითარება ვითომდა „სამკურნალო" ბალახების გამოყენების გამო. საყოველთაოდ გავრცელებული აზრისა და ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიუხედავად, მცენარეული პრეპარატები ყოველთვის უსაფრთხო არ არის, ზოგჯერ მათ გამოყენებას შეიძლება ლეტალური შედეგიც (სიკვდილი) კი მოჰყვეს.
მეცნიერთა ჯგუფმა ლონდონის სამეფო კოლეჯის, აგრეთვე ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის რიგი სამეცნიერო დაწესებულებიდან შეისწავლა არისტოლოქმჟავას შემცველი პრეპარატების ზემოქმედება ადამიანზე. ეს პრეპარატები ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. ამ ნივთიერებას შეიცავს, მაგალითად, Aristolochiaceae ოჯახის მცენარეები, რომლებსაც ადამიანი ჯერ კიდევ ათასი წლის წინ იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: სახსრების დაავადებიდან დაწყებული სამშობიარო ტკივილის შემსუბუქებით დამთავრებული. კარგი მარკეტინგული პროპაგანდის წყალობით ეს „სასწაულმოქმედი უსაფრთხო ბუნებრივი პრეპარატები" დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო აზიაში. საინტერესოა, რომ ნეგატიურ დასკვნებს არისტოლოქმჟავასთან დაკავშირებით მეცნიერები 1960 წლიდან აქვეყნებენ, მაგრამ ბიზნესის ინტერესებმა და ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებამ (რომელიც არ მოითხოვს ფიტო-პრეპარატების გულდასმით შემოწმებას) განაპირობა ის, რომ ამ პრეპარატს ისევ აქტიურად იყენებენ. ამასთანავე, რეკლამის წყალობით, არისტოლოქმჟავას შემცველი ბალახებით ყველაფერს განკურნებას ცდილობენ: ჭარბი წონა, ასტმა, ართრიტი, ქრონიკული ტკივილი, ბრონქიტი, გრიპი და ა.შ. არისტოლოქმჟავა აშშ-სა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ამ ნივთიერების შემცველი ბალახები ფართოდ იყიდება აზიასა და მთელ მსოფლიოში.
მიმდინარე კვლევის პროცესში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა 42 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა არისტოლოქმჟავასთან დაკავშირებულ ნეფროპათიას. შესწავლილ იქნა ავადმყოფობის მიმდინარეობაც, რის შედეგადაც მოხერხდა კავშირის გამოვლენა „სამკურნალო" ბალახსა და შარდის ბუშტის კიბოს შორის. მეცნიერთა დასკვნა ასეთია: არისტოლოქმჟავას მავნე ზემოქმედების შეზღუდვის ზომები საკმარისად ეფექტური არ არის. ამ ნივთიერებას დღემდე მილიონობით ადამიანი მოიხმარს, რის გამოც მათ ემუქრება თირკმელების დაავადებისა და შარდის ბუშტის კიბოს განვითარების მაღალი რისკი. მავნე პრეპარატები განსაკუთრებით ბევრია ინდოეთსა და ჩინეთში, თუმცა ის სხვა ქვეყნებშიც იყიდება, თანაც საკმაოდ იაფი ღირს. რუსეთში, მაგალითად, ფასი 100 რუბლზე (დაახლოებით 3 ლარი) ნაკლებია. „წამლის" ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, გამოიყენება გაციებისა და გრიპის დროს, ამცირებს ჰიპერტონიის სიმძიმესა და ამსუბუქებს სამშობიარო ტკივილს. ის ფაქტი, რომ რეკომენდებული ერთვიანი მკურნალობის კურსს შეიძლება თირკმელების ფუნქციის მოშლა და ონკოლოგიური დაავადების განვითარება მოჰყვეს, გამოყენების ინსტრუქციაში ნახსენები არ არის.
ექიმები და მეცნიერები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მცენარეული პრეპარატის „ნატურალურობა" უსაფრთხოებას სულაც არ ნიშნავს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий