მეცნიერთა კვლევების თანახმად, ადამიანის თავის ტვინმა შეიძლება ისწავლოს ხელოვნური ობიექტის აღქმა, როგორც სხეულის ბუნებრივი ნაწილისა. ეს დიდ პერსპექტივებს ხსნის მაღალი ტექნოლოგიის პროტეზირების, აგრეთვე ადამიანისა და მანქანის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის თვალსაზრისით. იტალიელმა მეცნიერებმა რომის უნივერსიტეტიდან (ლა საპიენცა) კვლევის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანი დროთა განმავლობაში იწყებს ინვალიდის ეტლის აღქმას, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილისა.
ეტლის პლასტიკი და ლითონი განიცდება, როგორც საკუთარი ორგანიზმის გაგრძელება, რის წყალობითაც თავის ტვინი ახერხებს ადაპტაციას სხეულის შეცვლილი შესაძლებლობების მიმართ. ამასთანავე, პაციენტს ზურგის ტვინის ნაკლებად მძიმე დაზიანებით, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სხეულის ზედა ნაწილის მოძრაობის უნარი, ინვალიდის ეტლსა და საკუთარ სხეულს შორის უფრო ძლიერი ასოციაცია აქვს, ვიდრე მთლიანად დამბლადაცემულ ადამიანს. ასე რომ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი სხეულის ხელოვნურ ნაწილს კიდევ უფრო სწრაფად შეეგუება.
გამოდის, რომ ტვინი იმის ნაცვლად, რომ განიხილოს პროტეზი, როგორც უძრავი ინსტრუმენტი, იწყებს მათ გაიგივებას სხეულთან. ამრიგად, ტვინი ადვილად მიიღებს პაციენტის ნერვულ სისტემასთან შეერთებულ პერსპექტიულ იმპლანტატსა და პროტეზს. შესაბამისად, ადამიანი შეძლებს მის გამოყენებას მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე.
იტალიელ მეცნიერთა აღმოჩენა აჩვენებს, რომ თავის ტვინი მუდმივად „განაახლებს" ორგანიზმის სხვადასხვა უბნიდან შემომავალი სიგნალების ნუსხას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აფართოებს სხეულის „ორგანოებისა" და „კიდურების" სიას. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა რეაბილიტაციის მეთოდიკის გაუმჯობესებას, აგრეთვე ხსნის პერსპექტივას ეგზოჩონჩხის მაგვარ მექანიკურ მოწყობილობასთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირის მიღწევის თვალსაზრისით.

Комментариев нет:
Отправить комментарий