საოცარი აღმოჩენის წყალობით დაისახა ისეთ საშიშ ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის ეფექტური საშუალების შექმნის გზა, როგორიცაა ცოფი.
ვირუსების დამარცხება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით რნმ(რიბონუკლეინმჟავა)-ვირუსებისა, რომლებსაც ანტივირუსული პრეპარატები ვერ ერევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ახდენენ საკუთარი თავის კოპირებას უამრავი უზუსტობით. ამის შედეგად რნმ-ვირუსების კოპირებისას წარმოიქმნება შეცდომები, გენების მუტაცია, რაც ართულებს ეფექტური წამლის შემუშავებას.

ვირუსოლოგი ემი ლიმ და მიკრობიოლოგიისა და იმუნობიოლოგიის პროფესორი შონ უილანმა შეისწავლეს სხვადასხვა ვირუსების რნმ და მიკრო-რნმ ცილების სინთეზის პროცესი. მეცნიერებმა ყურადღება ცილის იმ კომპონენტებზე გაამახვილეს, რომლებიც მდებარეობს რიბოსომების ზედაპირზე, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ვირუსი ძალიან დამოკიდებულია ერთ გარკვეულ ცილაზე სახელწოდებით „rpL40".
აღნიშნული რიბოსომული ცილა ძალიან კარგი სამიზნეა წამლისათვის, რომელიც შეძლებს უსაშიშესი ვირუსის „გამორთვას" ნორმალური უჯრედის დაზიანების გარეშე. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა დაბლოკეს rpL40, რათა დაენახათ, თუ როგორ აისახება ეს ვირუსული ცილის სინთეზზე. ვეზიკულარული სტომატიტის ვირუსის (ეს რაბდოვირუსების იგივე ოჯახის ვირუსია, რაც ცოფი), აგრეთვე წითელას ვირუსის შესწავლამ ცხადყო, რომ მათი ვირუსული მიკრო-რნმ დამოკიდებულია rpL40-ზე.
მეცნიერების კვლევამ გამოავლინა რიბოსომის რთული ფუნქცია. ადრე რიბოსომა ცილის წარმოების მარტივ ავტომატურ მექანიზმად იყო მიჩნეული. ახალი მონაცემების წყალობით ახლა უკვე შესაძლებელია ჯერჯერობით განუკურნავ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალების შექმნა.

Комментариев нет:
Отправить комментарий