среда, 28 августа 2013 г.

მიკროტალღური რაკეტა: პირველი საბრძოლო გაშვება უკვე განხორციელდა


კომპანია Boeing-მა და აშშ-ს- სამხედრო-საჰაერო ძალთა სამეცნიერო კვლევითმა ლაბორატორიამ ჩაატარეს ახალი ტიპის იარაღის – მიკროტალღური რაკეტა CHAMP-ის წარმატებული გამოცდა.
 პირველი საბრძოლო გაშვება იუტის შტატის პოლიგონზე ჩატარდა.
მიკროტალღური რაკეტა CHAMP არაკინეტიკური იარაღის ახალი ტიპია, რომელიც აზიანებს მიზანს არა პირდაპირი მოხვედრით ან გამსხვრევ-ფუგასური მოქმედებით. ესაა გადამწოდებისა და მძლავრი მიკროტალღური გამომსხივარით აღჭურვილი რაკეტა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის ელექტრონიკის მოწყობრიდან გამოსაყვანად.
პირველი საბრძოლო გაშვებისას რაკეტა CHAMP-მა დაგეგმილი გაფრენა განახორციელა და მიკროტალღური გამოსხივების მძლავრი იმპულსების მეშვეობით გაანადგურა სამიზნის ელექტრონული ქვესისტემები. პროექტის – „High-powered Microwave Advanced Missile Project" ფარგლებში შემუშავებული პერსპექტიული საიდუმლო იარაღის გამოცდის სხვა დეტალები უცნობია. მაგრამ აღინიშნება, რომ ერთი მისიის ფარგლებში CHAMP იძლევა მრავალრიცხოვან სამიზნეზე მაღალსიხშირული მიკროტალღური დარტყმის საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი გაშვების დროს რაკეტას შეუძლია ერთბაშად დაზიანება რამდენიმე მანქანისა – მაგალითად, საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შემადგენლობიდან.
CHAMP-ის შემუშავების პროგრამის ხელმძღვანელის, კიტ კოლემანის თქმით, მიკროტალღური რაკეტა თანამედროვე ომში ახალი ეპოქის მომასწავებელია: „უახლოეს მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი გახდება მოწინააღმდეგეს ელექტრონული და საინფორმაციო სისტემების გასანადგურებლად ჯერ კიდევ საბრძოლო თვითმფრინავების შეტევამდე".
CHAMP რაკეტამ მართლაც შეიძლება შეცვალოს თანამედროვე ბრძოლის სახე. არაპირდაპირი ზიანის არარსებობის წყალობით (რაკეტას საბრძოლო ნაწილს ასა¬ფეთ-ქებელი არ გააჩნია) შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. გარდა ამისა, CHAMP-ს ერთი გაშვებით ერთბაშად რამდენიმე სამიზნის განადგურება შეუძლია, რაც თვითდამიზნების თანამედროვე ტექნოლოგიასთან ერთად გამოყენებისას თავდამსხმელს სერიოზულ უპირატესობას უქმნის.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий