თითქმის ყველა ადამიანს გაუგია სიტყვა სტიგმატი, ზოგმა მისი მნიშვნელობაც არ იცის, მაგრამ გაუგია მაინც. ვინ არიან სტიგმატები, რა ფენომენთან გვაქვს საქმე და საიდან ჩნდება მათ სხეულზე სისხლიანი ნაკვალევი?! სტიგმატას ეძახიან იმ ჭრილობებსა და ნაკვალევს, რომლებიც ამ უცნაურ ადამიანებს სხეულზე გამოესახებათ და ამ ნაკვალევს აიგივებენ ქრისტეს ჯვარცმის ჭრილობებთან. ხშირად სტიგმატები უჩნდებათ ფეხებსა და ხელებზე, როგორც ლურსმნის ნაკვალევი. ,,სტიგმატა” წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ,,სტიგმასგან” რომელიც ნიშნავს რაღაც ნიშანს, გამოყენებულს ცხოველის ან მონის დასანიშნად, მათი იდენტიფიკაციისათვის. ადამიანს, რომელსაც სტიგმატები უჩნდება სტიგმატი ეწოდება. ფიქრობენ,რომ პირველი სტიგმატური მოვლენა წმინდა პავლეს წერილშია დაფიქსირებული, რომელიც მან გალათეალებს მისწერა. იქ პავლეს უწერია: ,,მე ვატარებ ჩემს სხეულზე ქრისტეს ნიშნებს.” ზოგჯერ სტიგმატური ნიშნები სხვადასხვანაირ ფორმას იძენს. სტიგმატების უმეტესობას 5 წმინდა ჭრილობა აღენიშნება, რომელთა შესახებ ალბათ ბიბლიიდან გეცოდინებათ კიდეც. ზოგიერთ სტიგმატს თავზეც აღენიშნება ნაკაწრები, რომელსაც ეკლის გვირგვინისგან მიყენებულ ჭრილობებთან აიგივებენ. ზოგს კი სისხლის ცრემლები გამოეყოფა, ხოლო ჭრილობები ისე უკვალოდ ქრება, როგორც გაჩნდა. ასევე არსებობენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ გრძნობენ საშინელ ტკივილებს, განიცდიან იგივეს, რაც ღმერთმა განიცადა, თუმცა მათ სხეულზე სისხლიანი ჭრილობები და ნიშნები არ გამოისახება, მათ უხილავ სტიგმატებს ეძახიან. ბევრი აცხადებს, რომ სტიგმატების ჭრილობიდან გადმონადენ სისხლს სურნელება აქვს და ის წმინდაა. ასევე ფართოდ ცნობილია,რომ სტიგმატების უმრავლესობა კათოლიკური რწმენის მატარებელია. არცერთი სტიგმატური შემთხვევა არ დაფიქსირებულა მეცამეტე საუკუნემდე, სანამ დასავლეთ ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს ჯვარცმის კაცობრიობას არ გაუსვა ხაზი. ივალ ლიჩი, ქრისტიანი ღვთისმეტყველი, თავის ნაშრომში ,,სტუმართმოყვარეობა და ტკივილი” წერს: ,, ქრისტეს თანაგრძნობა…. არის ისეთი ძლიერი რწმენა და იმდენად ღრმად ისხავს ეს ხორცს, რომ იწევევს ადამიანში აღნიშნული ტკივილის ინდივიდუალურ განსახიერებას.” ვინ იყვნენ ყველაზე ცნობილი სტიგმატები ? პირველ ქრისტიან სტიგმატად ითვლება წმინდა ფრანსისი. რომელიც გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, 1224 წელს, ლა ვერნას მთისკენ გაემგზავრა, თან 40 დღე მარხულობდა. ერთ დღესაც, როცა ფრანსისი თავისთვის განცალკევებით ლოცლობდა, უცბად ანგელოზი დაინახა, როდესაც ეს უკანასკნელი მასთან ახლოს მივიდა, აღმოჩნდა, რომ ჯვარზე იყო გაკრული. ფრანსისმა ჯვარცმული ანგელოზის დანახვისას თავი დამცირებულად იგრძნო და ამასთანავე აღფრთოვანდა კიდეც, რადგან ანგელოზმა სწორედ ის გახადა ასეთი სანახაობის ხილვის ღირსი. შემდეგ კი მომლოცველმა გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო. როდესაც ანგელოზი წავიდა, აღმოჩნდა რომ ფრანსისს ჭრილობები გასჩენოდა ხელებზე, ფეხებზე, მხარზე. შემდეგ კი კანიდან სისხლმა გამოჟონა. წმინდა ფრანსისის პირველმა ბიოგრაფმა, თომას ჩელანომ 1930 წელს აღწერა ეს შემთხვევა წიგნში ,,წმინდა ფრანსისის ცხოვრება”. დღესდღეობით კი, თანამედროვე მედიკოსები აცხადებენ,რომ ფრანსისს შესაძლოა ჰქონოდა მალარია, რიგი გართულებებით. პადრე პიომ თავის სულიერ მრჩეველს პადრე ბენედეტოს, 1918 წლის 22 ოქტომბერს წერილში გაუმხილა,თუ როგორ გაუჩნდა სტიგმატები. პადრე წერს,რომ გასული თვის 20 რიცხვში დილას, როდესაც საზეიმო მესის აღსრულებას მორჩა, თავი ტკბილ ძილს მისცა. მისი გარეგანი თუ შინაგანი გრძნობები ერთიანად ჩაშვებული იყო აუღწერელ სიმშვიდეში. იგი აბსოლუტური სიჩუმით იყო გარშემორტყმული და დაპყრობილი. ამ დროს მან დავინახე ადამიანი, რომელიც აქამდეც ნანახი ჰყავდა, 5 აგვისტოს. მაგრამ წინანდელსა და ახლანდელს შორის განსხვავება ის იყო, რომ ახლა მას ფეხებიდან, ხელებიდან და მხრიდან სისხლი სდიოდა. ამ დროს წარმოუდგენელი შიში იგრძნო პადრემ, ეგონა რომ მოკვდებოდა თუკი ღმერთი არ გააძლიერებდა და გაამაგრებდა, გული აუცილებლად გაუსკდებოდა. ეს ხილვა გაქრა და პადრე მოწმე გახდა,რომ მასაც ისევე სდიოდა სისხლი,როგორც ცოტა ხნის წინ გამოცხადებულს. ,,წარმოიდგინეთ ის ტანჯვა,რაც მე განვიცადე და შემდეგ დღეებშიც იგივე გრძელდებოდა. ჭრილობებიდან სისხლის დენა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კი ხუთშაბათიდან შაბათამდე. ძვირფასო მამაო, მე ამ ჭრილობების ტკივილისგან მკვდარი ვარ და ჩემს სულსაც უფრო მსუბუქად,თამამად ვგრძნობ. მე მგონია,რომ სისხლისდენისგან ნამდვილად მოვკვდები,თუკი ღმერთი ჩემი სულის გამოძახილს არ შეისმენს და ამ მდგომარეობისგან არ გამანთავისუფლებს.”
четверг, 15 августа 2013 г.
ვინ არიან სტიგმატები?
ავტორი:
შემეცნებითი ბლოგი
/ გამოქვეყნებულია:
четверг, августа 15, 2013
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий