среда, 28 августа 2013 г.

ახალი დნმ-ვაქცინა: სწრაფი, უნივერსალური და იაფი


მოდიფიცირებული ბაქტერიის გამოყენების წყალობით ახალი ვაქცინა ძალიან სწრაფად იჭრება პაციენტის უჯრედებში. გარდა ამისა, შეიძლება მისი გამოყენება პათოგენების ფართო სპექრთან ბრძოლისათვის, დიდი რაოდენობით წარმოება, თანაც ნაკლებ ფასად.
მეცნიერთა ჯგუფმა, ინფექციურ დაავადებათა და ვაქცინოლოგიის ცენტრისა და არიზონის შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტების მეთაურობით, შექმნა უნივერსალური პლატფორმა ძლიერი მოქმედების დნმ-ვაქცინისათვის
.
ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ვირუსის, პარაზიტის თუ სოკოს საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად. ექსპერიმენტის მსვლელობისას 2 საათში მოხერხდა საცდელი ვირთაგვების სრულად დაცვა გრიპის ვირუსისაგან. ამ პროექტის წამყვანი მეცნიერი, ვეი კონგი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათი ინოვაციური მეთოდიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული ნებისმიერ ინფექციის დასამარცხებლად. ამასთანავე, ვაქცინა იქნება იაფი და მას არ ექნება სერიოზული გვერდითი ეფექტი.
ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ბაქტერიის რეკომბინანტური შესუსტებული შტამის გამოყენებას, რომელიც ლაბორატორიაშია წარმოებული. საფუძვლის სახით გამოიყენება კარგად ცნობილი სალმონელა, რომლის უჯრედში მოთავსებულია დნმ-ვაქცინა. ამის შედეგად მოდიფიცირებული სალმონელა ახდენს ცილის ანტიგენებზე უჯრედოვანი და ჰუმორალური იმუნური პასუხის სტიმულირებას – კონკრეტული პათოგენის გენეტიკური მასალის სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RASV ვაქცინის ბაქტერია ახდენს საჭირო ანტიგენების სინთეზირებას, რომლებიც პირდაპირ შედის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედში. ამის წყალობით მთლიანად გადაწყდა ლორწოვან და ლიმფურ ქსოვილში ვაქცინის შეყვანის პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მატარებლის სახით სალმონელაა გამოყენებული, აცრა აბ¬სო¬ლუტურად უსაფრთხოა. ეს მიღწეულია ორიგინალური გზით: მეცნიერებმა იმთავითვე დააპროგრამეს სალმონელის შტამი თვითგანადგურებაზე პაციენტის იმუნიზაციის შემდეგ. ორიგინალური შტამის შესაქმნელად მკვლევარებმა ბაქტერია გარდაქმნეს ისე, რომ მას გადარჩენა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკვებად მოიხმარს შაქრის გარკვეულ ფორმას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამრიგად, როგორც კი მოდიფიცირებული სალმონელა მოიხმარს საკვებ ნივთიერებათა საწყის მარაგს, ის იღუპება.
რეკომბინანტური შესუსტებული ბაქტერიების გამოყენების ახალი ტექნოლოგია იძლევა ბაქტერიალური კულტურის ერთი ლიტრიდან 100 ათასამდე ვაქცინის დოზის მიღების საშუალებას, რაც 30-40-ჯერ აღემატება ვაქცინის დამზადების ყველაზე თანამედროვე მეთოდიკის შესაძლებლობას.
ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს ბავშვთა პნევმონიის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი RASV ვაქცინის კლინიკური გამოცდა. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინის შეყვანის ახალი პლატფორმა ეფექტურია ვირუსულ დაავადებათა დიდი უმრავლესობის (გრიპის, წითელას, ყბაყურასა და შიდსის ჩავთლით) საწინააღმდეგო ვაქცინისათვის.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий