ილინოისის შტატის მეცნიერებმა შეიმუშავეს რამდენიმე მილიმეტრის ზომის აკუმულატორი, რომლის სიმძლავრე იმდენად მაღალია, რომ შეიძლება მობილურის ან ავტომობილის აკუმულატორის დამუხტვა.
„ეს აკუმულატორის მიმართ სრულიად ახალი მიდგომაა. სინამდვილეში ბატარეა შეიძლება იყოს გაცილებით უფრო მძლავრი, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა უილიამ პ. კინგმა. – უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ელექტრონიკის ზომა ძალიან შემცირდა, მაგრამ აკუმულატორი ამ ტენდენციას ძალიან ჩამორჩა. ჩვენი ტექნოლოგია ამ მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის საშუალებას იძლევა ".
ამჟამად აკუმულატორის დამზადებისას მწარმოებელი იძულებულია გააკეთოს საკმაოდ მძიმე არჩევანი სიმძლავრესა და ტევადობას შორის. შედეგად ისეთი მოწყობილობისათვის, რომელიც დენის დიდ ძალას მოითხოვს, გამოიყენება მცირე ტევადობის სუპერ-კონდენსატორი, თუმცა ის სწრაფად იცლება; ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის აკუმულატორი. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ელექტრომობილი) ასეთი მიდგომა უვარგისია, ვინაიდან საჭიროა ერთდროულად ორივე მახასიათებელი – მაღალი სიმძლავრეც და მაღალი ტევადობაც.
ახალი ტექნოლოგიის შესახებ ჯერ-ჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი. ილუსტრაციაზე ნაჩვენებია ლითიუმ-იონური აკუმულატორის ახალი ტიპის ელექტროდები, რომელიც, მეცნიერთა თქმით, ამჟამინდელზე რამდენიმე ასეულით უფრო მძლავრი იქნება.
ახალ მიკრობატარეას სწორედ ასეთი მახასიათებლები აქვს. უფრო მეტიც, შესაძლებელია მისი მიკროსტრუქტურის შეცვლა, რაც კონკრეტული მოწყობილობისათვის საჭირო მახასიათებლების შერჩევის საშუალებას იძლევა. ახალი ბატარეის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია სამგანზომილებიანი მიკროსტრუქტურით: ანოდი და კათოდი მიკროდონეზე პირველად დამზადდა. ანოდი დამზადებულია ნიკელისა და კალას შენადნობისაგან, ხოლო კათოდი – ლითიუმის მანგანუმის მარილისაგან.
ახალი აკუმულატორი 1000-ჯერ უფრო სწრაფად იტენება, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ლითიუმ-იონური აკუმულატორი, თანაც 2000-ჯერ უფრო მძლავრია. მაგალითად, ახალი აკუმულატორით რადიომიმღების ზომა შეიძლება 30-ჯერ შემცირდეს რადიო-სიგნალის სიმძლავრის შეუცვლელად. მობილური ტელეფონი შეიძლება საკრედიტო ბარათის ზომამდე შემცირდეს.
გასაგებია, რომ მსგავსი აკუმულატორი არაერთი ცვლილების მომასწავებელია, თანაც სხვადასხვა სფეროში, ვინაიდან ის შეცვლის სახესა და შესაძლებლობებს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, სამედიცინო ხელსაწყოებისა, ლაზერისა და ა.შ.
Комментариев нет:
Отправить комментарий