რუსეთს 5-10 წელი აქვს იმისათვის, რომ დაეწიოს აშშ-ს, თანაც ამერიკული საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.
„ნასას" დირექტორის, ჩარლზ ბოლდენის თქმით, ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტის შემცირების გამო აშშ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს უარის თქმას რუსეთის კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის", იჯარაზე.
„ნასას" დირექტორის, ჩარლზ ბოლდენის თქმით, ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტის შემცირების გამო აშშ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს უარის თქმას რუსეთის კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის", იჯარაზე.
ჩარლზ ბოლდენს მიაჩნია, რომ 2014 წლის „ნასას" ბიუჯეტის შემცირება წინდაუხედავი გადაწყვეტილებაა, რომელიც ართულებს ამერიკული კოსმოსური პროგრამის განვითარებას. უნდა ითქვას, რომ გეგმის შესაბამისად, 2015 წლისათვის „ნასას" მზად უნდა ჰქონოდა ხომალდი ასტრონავტების გასაგზავნად დედამიწის დაბალ ორბიტაზე. მაგრამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყოველწლიური ბიუჯეტის შემცირებას მოჰყვა ამ თარიღის გადატანა 2017 წლისათვის. ახლა „ნასა" წუხს იმის გამო, რომ მოუწია კონტრაქტის გაგრძელება რუსეთის კოსმოსურ სააგენტო „როსკოსმოსთან"; ამის გარეშე ამერიკელები ვერ შეძლებდნენ თავისი ასტრონავტების გაგზავნას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში.
ახლა კი „ნასა" ისევ დადგა 2014 წლისათვის საფინანსო საშუალებათა უკმარობის პრობლემის წინაშე. ამის გამო კერძო კომპანიებმა, რომლებიც „შატლის" ჩასანაცვლებელი ხომალდის შემუშავებით არიან დაკავებული, შეიძლება ვერ შეძლონ პილოტირებული ხომალდების მომზადება 2020 წლამდეც კი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური სექტორი შეძლებს დიდი ფულის შოვნას სულ მცირე რამდენიმე წლის განმავლობაში. ბოლდენი წუხს, რომ გასულ თვეში „ნასამ" უკვე გადაურიცხა „როსკოსმოსს" 454 მილიონი დოლარი.
სიტუაცია მართლაც რამდენამდე კომიკურია: რთული პოლიტიკური თამაშების გამო კონგრესს არ სურს „ნასასთვის" 300 მილიონი დოლარის გამოყოფა, მაგრამ, ამასთანავე, ის აბანდებს 454 მილიონ დოლარს რუსეთის კოსმოსურ დარგში. უფრო მეტიც, ამერიკულ კერძო კომპანიათა დაფინანსება სულ უფრო მცირდება და „ნასას" ბიუჯეტის 5-პროცენტიანი ($17,7 მილიარდიდან $16,6 მილიარდამდე) შემცირება ართულებს კერძო აპარატების შემუშავებას ორბიტაზე ტვირთისა და ადამიანის გასაგზავნად. „ნასას" მეთაური დარწმუნებულია, რომ კერძო კომპანიები, თანაც არა ერთი, არამედ ყველა, ვერ შეძლებენ პილოტირებული ხომალდების დამზადებასა და გამოცდას 2017-2018 წლამდე.
ჯერ-ჯერობით პილოტირებული კერძო ხომალდების ეს სურათები მხოლოდ სურათებია, მაგრამ 5-10 წელიწადში რუსეთმა უნდა შეძლოს გამორჩეული მახასიათებლების მქონე ახალი პილოტირებული ხომალდების დამზადება. საწინააღმდეგო შემთხვევაში კერძო კომპანიები დაფინანსების შემცირების პირობებშიც კი აღმოფხვრიან რუსეთის „სოიუზის" მონოპოლიას და რუსეთის კოსმონავტიკას დააკლდება ამერიკული ბიუჯეტიდან გადმორიცხული მნიშვნელოვანი თანხები.
ამრიგად, რუსეთს აქვს უნიკალური შანსი დააჩქაროს საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიის განვითარება, თანაც, ფაქტობრივად, სხვის ხარჯზე და ამერიკული შეკვეთის მომსახურებაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის წარმართვის გარეშე, ვინაიდან „სოიუზი" კარგად დამუშავებულ ტექნოლოგიაა უკვე გამართული საწარმოო ციკლით. გამოდის, რომ რუსეთს აქვს 5-10 წელი იმისათვის, რომ შეიმუშაოს ახალი პილოტირებული ხომალდი და რაკეტა-მატარებელი, რაც უზრუნველყოფს რუსეთის კოსმოსური სექტორის კონკურენტუნარიანობას მომავალშიც. მაგრამ თუ ეს არ გაკეთდა, გამეორდება სატრანსპორტო ხომალდის, „პროგრესის", ისტორია, რომლის შეცვლა ამერიკულმა კერძო კომპანიებმა უკვე შეძლეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий