ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებაა, განსაკუთრებით ბავშვთა დამწვრობის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ იმის შესამოწმებლად, ხომ არ შეიჭრა ჭრილობაში ინფექცია, საჭიროა რამდენიმე დღე. ეს პერიოდი კი სკოლამდელი ასაკის ბავშვის შემთხვევაში შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს – ძალიან სუსტი იმუნიტეტის გამო. ასეთ შემთხვევაში ინფიცირებამ შეიძლება ტოქსიკური შოკის სინდრომი გამოიწვიოს, რომლის დროსაც ჯეროვანი მკურნალობის არარსებობის პირობებში ლეტალური შედეგის ალბათობა 50%-ს აღწევს.
„თუ ჭრილობაში დამაავადებელი ბაქტერიები შეიჭრება, ჩვენი სახვევი ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ფერს იცვლის", – განაცხადა ამ ინოვაციის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორ ტობი ჯენკინსმა ბატის უნივერსიტეტიდან.
მეცნიერთა მიერ შექმნილი სახვევი საღებავიან კაფსულებს შეიცავს. მავნე ბაქტერიების მიერ გამოყოფილ ტოქსინებთან კონტაქტს მოჰყვება კაფსულების აქტივიზაცია და გასკდომა. საღებავის ლაქები ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ნათებას იწყებს, რასაც ექიმი მყისიერად ამჩნევს.
„ინფექციის ექსპრეს-დიაგნოსტიკა ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. იმის გასარკვევად, ხომ არ შეიჭრა ჭრილობაში ინფექცია, 24-28 საათი გვჭირდებოდა, – განმარტა დოქტორ ტობი ჯენკინსმა. – ისეთი მარტივი და გასაგები მარკერი კი, როგორიცაა ეს სახვევი, ატყობინებს ექიმს, რომ საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება".
სამწუხაროდ, ასეთი ნახვევი აფთიაქში ჯერ-ჯერობით არ იყიდება. ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ პროტოტიპი, რომელიც BBC-ის სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემაში აჩვენეს. თავად სახვევმა ჯერ-ჯერობით ტესტირება გაიარა მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში. კლინიკური გამოცდა კიდევ რამდენიმე წელს გასტანს. მაგრამ უკვე ცხადია, რომ ეს ინოვაცია ფართო გავრცელებას ჰპოვებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий