აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირთაგვების კოკაინზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების უჩვეულო ხერხი.
თავის ტვინის გარკვეული უბნის ლაზერული დასხივების მეშვეობით სტიმულირების გზით მოხერხდა ვირთაგვის ადიქციული (ნარკოტიკზე დამოკიდებული) ქცევის ალაგმვა. უფრო მეტიც, ამავე მეთოდიკის მეშვეობით შესაძლებელია ჯანმრთელი ვირთაგვის „ნარკომანად" გადაქცევა.
ნარკოტიკზე დამოკიდებული ვირთაგვების ელექტროფიზიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა უკიდურესად დაბალი აქტივობა თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის მოქნილობის უზრუნველსაყოფად. თავის ტვინის ამ უბნის აქტივობის ანალოგიური დაქვეითება აღინიშნება ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებთა შორისაც.
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს იმის შემოწმება, შესაძლებელია თუ არა ზემოქმედება ნარკოდამოკიდებულებაზე თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის აქტივობის შეცვლის გზით. ამისათვის გამოყენებულ იქნა ოპტოგენეტიკის ტექნოლოგია – უჯრედების მართვა სინათლის სხივების მეშვეობით. გენური ინჟინერიის დახმარებით მეცნიერებმა ვირთაგვების თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის ნეირონებში ჩანერგეს სპეციალური ზემგრძნობიარე ცილები. ამ ცილებზე ლაზერით ზემოქმედების გზით შესაძლებელია ამ არეალში ნეირონების ჩართვა თუ გამორთვა.
ექსპერიმენტების მსვლელობის პროცესში აღინიშნა მკაფიო სურათი: ნეირონების ჩართვას მოჰყვებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული ქცევის ალაგმა, ხოლო გამორთვას – ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ჩართვა.
საინტერესოა, რომ მსგავსი აქტივაციის ჩატარება შესაძლებელია გენური თერაპიისა და ლაზერის გარეშეც – ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის გზით. აღნიშნული მეთოდიკა ინვაზიური არ არის (ანუ ორგანიზმის ბუნებრივი გარე ბარიერების გარღვევას არ საჭიროებს) და ზემოქმედებს ნეირონებზე გარე ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით.
ამჟამად მეცნიერები გეგმავენ პრეფრონტალური ქერქის გამორთვის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდიკის გამოყენებას კოკაინზე დამოკიდებულ ადამიანებზე. კერძოდ, დაგეგმილია კვირაში რამდენიმე სეანსის ჩატარება და დამოკიდებულების დონის შეფასება. თუ ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, მედიკოსები მიიღებენ ახალ მძლავრ ინსტრუმენტს სხვადასხვა დამოკიდებულების, მათ შორის ალკოჰოლზე, სამკურნალოდ.
მაგრამ მეცნიერთა ამ აღმოჩენას მკურნალობასთან ერთად მეორე, უარყოფითი მხარეც აქვს. თეორიულად თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის ჩართვა-გამორთვა ნიშნავს ადამიანის „გადართვას" ორ მდგომარეობას შორის – „შეუპოვარი, ძლიერი ნებისყოფის მქონე" და „გაუბედავი, უნებისყოფო". შესაბამისად, გასაგებია, თუ რა სახის ეთიკური პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ამ ტექნოლოგიის გამოყენებამ არა სამედიცინო მიზნით.

Комментариев нет:
Отправить комментарий