пятница, 30 августа 2013 г.

მცირე ზომის კრიოგენული უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში 2 დღე-ღამე რჩებოდა


ამერიკული სამხედრო-საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის ინჟინრებმა ჩაატარეს გამოცდა უპილოტო საფრენი აპარატისა წყალბადის საწვავი ელემენტით. მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი „Ion Tiger" ჰაერში 48 საათი და 1 წუთი რჩებოდა.

ფრენის რეკორდული ხანგრძლივობა მიღწეულ იქნა მაღალი ეფექტურობის მქონე საწვავი უჯრედებისა და წყალბადიანი კრიოგენული რეზერვუარის გამოყენების წყალობით. 2009 წელს კრიოგენული ავზის ნაცვლად გამოიყენეს მაღალი წნევის ბალონი, რომელშიც წყალბადი ინახება შეკუმშულ მდგომარეობაში, თითქმის 345 ბარის წნევის პირობებში. მაშინ ფრენის ხანგრძლივობამ 26 საათი და 2 წუთი შეადგინა, ახლა კი ის თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ეს უკვე უახლოვდება მძიმე უპილოტო საფრენი აპარატის დროს, რომელსაც საწვავის დიდი მარაგი აქვს.
თხევადი წყალბადის სიმკვრივე სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შეკუმშულისა, ეს კი იძლევა ფრენის ხანგრძლივობის რეკორდული მნიშვნელობის მიღწევის საშუალებას. ამასთანავე, თვითმფრინავი საწვავი უჯრედებით პრაქტიკულად უხმაუროა, ტოქსიკურ აირებს არ გამოყოფს და შეუძლია დენის მძლავრი მომხმარებლის კვება. მაგალითად, პოლიმერულ საწვავ უჯრედ Ion Tiger-ს შეუძლია 550 ვატამდე სიმძლავრის გენერირება, თანაც მინიმალური სითბოს გამოყოფით.
00123plane
უპილოტო საფრენ აპარატი ჰაერში 2 დღე-ღამე რჩებოდა, რაც 20 კგ-ზე ნაკლები წონის თვითმფრინავისათვის რეკორდია. ამჟამად ფრენის მსგავსი ხანგრძლივობა აქვს მხოლოდ საშუალო და მძიმე უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ასობით კილოგრამს იწონის.

მსგავსი ძალური დანადგარის ნაკლია წყალბადის მაღალი აფეთქებასაფრთხე და კრიოგენული ტევადობის ექსპლუატაციის სირთულე. ინჟინრები აპირებენ ამ პრობლემის გადაწყვეტას სპეციალური დანადგარის, ელექტროლიზერის, მეშვეობით, რომელიც თხევად წყალბადს ადგილზე აწარმოებს, რისთვისაც ნედლეულის სახით იყენებს წყალს, ხოლო ენერგიის წყაროს სახით – ქარსა და მზის სინათლეს.
უპილოტო საფრენი აპარატი დაახლოებით 17 კგ იწონის და შეუძლია 2,7 კგ-მდე სასარგებლო ტვირთის გადატანა. ფრენის დიდი ხანგრძლივობის წყალობით მას შეუძლია ისეთი მისიის შესრულება, რომელსაც დღეს მხოლოდ საშუალო და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატები ასრულებს; მაგალითად, ვრცელი სივრცის კონტროლი ან უწყვეტი დაკვირვება ხმელეთის გარკვეულ უბანზე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий