пятница, 30 августа 2013 г.

სუბორბიტული SpaceShipTwo: პირველი ფრენა სარაკეტო წევით


კომპანია Virgin Galactic განაცხადა, რომ სუბორბიტულმა თვითმფრინავმა „SpaceShipTwo" (SS2) შეასრულა პირველი საცდელი ფრენა სარაკეტო ძრავის ჩართვით.

საცდელი ფრენა განხორციელდა Scaled Composites-სა დაVirgin Galactic-ს გუნდების ხელმძღვანელობით, New Mexico-ში მდებარე პირველი კომერციული კოსმოპორტის – Spaceport America – ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან.
საცდელი ფრენის მსვლელობისას თვითმფრინავი-მატარებელი WhiteKnightTwo (WK2) მი¬მაგრებული SpaceShipTwo-ით 14,3 კილომენტრის სიმაღლეზე აფრინდა და დაახლოებით 45-წუთიანი ფრენის შემდეგ SS2 ჩამოაგდო. სისტემების შემოწმების შემდეგ SpaceShipTwo-ის მფრინავმა ჩართო სუბორბიტული თვითმფრინავის სარაკეტო ძრავა და 14,3 კილომენტრის სიმაღლე აკრიფა. ძრავა მუშაობდა დაგეგმილი დროის, 16 წამის, განმავლობაში და დააჩქარა SpaceShipTwo ზებგერით სიჩქარემდე – 1,2 მაჰი. ძრავის გამორთვის შემდეგ SS2 რბილად დაეშვა. ფრენა მთლიანად – თვითმფრინავი-მატარებლისაგან მოწყვეტის მომენტიდან დაშვებამდე – სულ რაღაც 10 წუთი გრძელდებოდა.
00spaceplane
კომპანია Virgin Galactic-ის სუბორბიტული თვითმფრინავის „SpaceShipTwo" კარგი ფოტო; კომპანიას აქვს პრეტენზია ლიდერობაზე სუბორბიტული ფრენის სფეროში.

სპეციალისტების თქმით, ძრავა ნორმალურად ჩაირთო, იმუშავა დაგეგმილი დროის განმავლობაში; მფრინავს რაიმე მართვის პრობლემა სარაკეტო წევით ფრენისას არ წარმოქმნია.
001space
SpaceShipTwo პირველად იფრინა სარაკეტო წევით

ამრიგად, ჩატარებულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომელიც, ფაქტობრივად, არის ბოლოს წინა ნაბიჯი პირველი კომერციული ფრენის შესრულებამდე.
003space
SpaceShipTwo კარგად კრიფავს სიჩქარეს. პირველი ფრენა 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაგეგმილია 2013 წლისათვის.

როგორც ჩანს, SpaceShipTwo იქნება ის პირველი სუბორბიტული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ნახტომს უახლოეს კოსმოსში დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე. ასეთი „კრუიზის" ბილეთი 200 ათასი დოლარი ეღირება, თუმცა პირველი ფრენის თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ პირველი გამოსაცდელი ფრენა სრული მარშრუტით ამ წლისათვის არის დაგეგმილი.
გამოცდის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, SpaceShipTwo კომერციული ექსპლუატაცია შეიძლება უკვე 2014 წელს დაიწყოს.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий