სამგზავრო თვითმფრინავმა პირველად იფრინა 800 კმ მფრინავის მონაწილეობის გარეშე. პირველად ინტელექტუალურმა კომპიუტერულმა სისტემამ მთლიანად შეცვალა მფრინავი და უზრუნველყო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება გაცხოველებული ტრაფიკის პირობებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 19-ადგილიან ბიზნეს-ჯეტს მართავდა არა ბანალური ავტოპილოტი, არამედ სპეციალური „ჭკვიანი" უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უწყვეტად აკონტროლებდა სივრცეში საკუთარ მდგომარეობას, ადევნებდა თვალს და ავლენდა ყველა შეფერხებას და საჭიროებისამებრ ასრულებდა სათანადო მანევრს. ამასთანავე, თვითმფრინავი მიფრინავდა დანიშნულების პუნქტის მიმართულებით, ანუ თავის მთავარ ფუნქციას ასრულებდა – მგზავრები გადაჰყავდა (ამ შემთხვევაში – ინჟინერ -გამომცდელები). უახლოეს მომავალში მფრინავის ფუნქციას მსგავსი სისტემები შეასრულებს, ხოლო ცოცხალი მფრინავი მხოლოდ რობოტის „ასისტენტი" იქნება.
ავტომატური პილოტირების უნიკალური ტექნოლოგია შემუშავებულია კომპანია BAE Systems-ის სპეციალისტების მიერ პროექტის – „ASTRAEA" ფარგლებში. საცდელი ფრენის პროცესში მფრინავმა მხოლოდ აფრენა შეასრულა, გაასწორა თვითმფრინავი, შემდეგ კი ადევნებდა თვალს იმაზე, თუ როგორ მართავს რობოტი თვითმფრინავს. პირველი ფრენისას ინჟინრებს არ სურდა, რომ თვითმფრინავს ადამიანებით ბორტზე საფრთხე დამუქრებოდა, ამიტომ რობოტის მიერ მართული თვითმფრინავი თავს არიდებდა შეჯახებას სიმულაციასთან – კომპიუტერზე მოდულირებულ ობიექტებთან, რომლებსაც რობოტი აღიქვამდა, როგორც რეალურს.
მომავალში მსგავსი სისტემები არსებითად შეამცირებს ადამიანური ფაქტორის გავლენას ფრენის უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ახლოვდება ნამდვილად დიდი უპილოტო საფრენი აპარატების ხანა: მსგავსი სისტემით შესაძლებელი იქნება დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის აღჭურვა; დღეს ასეთი თვითმფრინავს მხოლოდ მფრინავი მართავს. ეს შეამცირებს ფრენის ღირებულებას, რისკს; გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ფრენა უფრო რთული ამინდის პირობებშიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий